ებრაელთა კონგრესი: ანელკა ანტისემიტი არ არის
იქამდე, ვიდრე ნიკოლა ანელკას სკანდალსა და მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე მოგახსენებთ, მცირე შესავალი უნდა გავაკეთოთ. ეს ჟესტი (Quenelle), რომლის გამოყენებასაც 35 წლის ფეხბურთელს აბრალებენ, საფრანგეთში ვერ გეტყვით, რომ ძალიან პოპულარულია, მაგრამ ცნობილი ნამდვილად ეთქმის.

ის სრულდება ძირს გამოშვერილი ერთი ხელისა და მეორის იდაყვთან ან მხართან მიდებით. ადამიანები, რომლებიც მას იყენებენ, აცხადებენ, რომ მასში "ხალხზე გაბატონებულ ძალებს" გულისხმობენ, თუმცა საზოგადოება მასში უფრო მეტად ანტისემიტურ სიმბოლოს ხედავს.

ანელკამ სწორედ ეს ჟესტი აჩვენა 28 დეკემბერს, "ვესტ ჰემთან" შესანიშნავად ჩატარებული თამაშის მიმდინარეობისას, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობიდან მოყოლებული, საფრანგეთის სპორტის მინისტრისა და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ჩათვლით, ყველამ დაგმო.

ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანელკას საქციელი შეიძლება შეფასდეს, როგორც რელიგიური და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა და თუკი ფეხბურთელი 23 იანვრის (ანუ დღეს) შუადღემდე არ წარმოადგენს ლოგიკურ ახსნა-განმარტებას, მას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. მოულოდნელად, ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა როჯერ ცუკერმანმა.

ფეხბურთელმა "ტვიტერზე" უკანასკნელის მიერ "ფიგაროსთვის" მიცემული ინტერვიუს ვიდეო განათავსა და დასძინა, რომ მას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. აი, რას ამბობს ცუკერმანი:

"ჟესტი ანტისემიტურად შეიძლება განვიხილოთ, თუკი მას სინაგოგაში ან ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან გამოვიყენებთ. ისეთ ადგილას ჩვენება კი, რომელსაც ებრაელებთან საერთო არაფერი აქვს, ჩემი აზრით, მკაცრ სამართლებრივ დევნას არ იმსახურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია