საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და საკუთარი ნებით თქვა უარი მადრიდის "ატლეტიკოზე"
აკაკი დევაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამორჩეული მეკარე იყო. პროფესიულ ღირსებებთან ერთად, თავი იმითიც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

პირველი მეკარეა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (1995).

იყო დრო, მასზე აღტაცებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ დევაძეზე ბევრი რამ მაინც უცნობია. მაგალითად, ის, რომ სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, საკუთარი ნებით უარი თქვა მადრიდის "ატლეტიკოზე" და, თურმე, გამორჩეულად გულწრფელსა და უშუალოს რუსებმა სიმღერა მიუძღვნეს...

აკაკი დევაძე ჟურნალ "ლელო week-ს" თავისი ცხოვრების უცნობ ისტორიებს უყვება...

- 6 წლიდან "ნორჩ დინამოში" რეზო გაგუა და სერგო აპრესიანი მზრდიდნენ. მათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. როგორც კი სკოლა დავამთავრე, 16 წლისა უკვე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი - მაშინ გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ბავშვობიდან გამომარჩევდნენ და ერთი წლით უფროსების საქართველოს ნაკრებშიც ხშირად მიწვევდნენ. ბევრ ტურნირზე ამიღია საუკეთესო მეკარის პრიზი. ასაკობრივ საბჭოთა ნაკრებში არ მითამაშია, მაგრამ საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" შეკრებაზე მე და დათო ყიზილაშვილი მიგვიწვიეს, რეზო გაგუა კი ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ.

იქ იყო იური ნიკიფოროვი, რომელმაც შემდეგ "სპარტაკსა" და "ეინდჰოვენში" ითამაშა; კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მცველი სერგეი ბეჟენარი; მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ილია ციმბალარი - ისინი უფროსები იყვნენ...

ახლახან გავიგე, რომ ციმბალარი გარდაიცვალა... გული მომიკვდა... დიდი ხნის ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ კარგად მახსენდება - მაგარი კაცი იყო, გულიანი, უშუალო... თან უნიჭიერესი ფეხბურთელიც გახლდათ, ტექნიკური, კარგ დონეზეც ითამაშა. ერთად ვიყავით საფრანგეთის ტურნირზე.

ისე, სმა მაგრად კი უყვარდა, ისევე, როგორც ნიკიფოროვს და ბეჟენარს. რომ იცოდეთ, მაშინ მე ნამდვილად არ ვსვამდი და რეჟიმსაც არ ვარღვევდი...

დაუვიწყარი გერმანია

- საქართველოს ნაკრების წევრი მისი ჩამოყალიბებისთანავე გავხდი. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 1994 წელს, გერმანიასთან ჩავატარე. დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდით - მათეუსი, კირსტენი, კლინსმანი, მიოლერი, ჰესლერი, ბასლერი, მეკარე კიოპკე. ისეთი ძლიერი ნაკრები იყო, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა...

გასვლაზე 1:0-ს ვუგებდით, ანგარიში ქეცბაიამ გახსნა. მაგრამ მერე ვეღარ გავაჩერეთ, ბუნდესგუნდი მანქანასავით მუშაობდა. ეს მატჩი "იუთუბზე" დევს, ხშირად ვატრიალებ და ვხვდები, რა შეცდომები დავუშვი, მაგრამ ბევრი სახიფათო დარტყმაც მოვიგერიე.

ეს ის პერიოდია, როცა კარიერის პიკში ვიმყოფებოდი. მალე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, რუსეთში გადავედი და "როსტოვის" შეუცვლელი მეკარე გავხდი. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერგეი ანდრეევი იყო. მას შვილივით ვუყვარდი და ოჯახის წევრად მთვლიდა. მისი მეუღლეც თავს მევლებოდა.

სხვათა შორის, ანდრეევის მთავარი მწვრთნელობა ჩემი დამსახურებაც იყო, რადგან გუნდში 1995 წელს მივედი, როცა ის ჯერ კიდევ თამაშობდა. მაჩანჩალები ვიყავით და ბევრჯერ გუნდი პირადად გადამირჩენია. სეზონის ბოლოს ვეტერანებიც გაუშვეს და მთავარი მწვრთნელიც. მის შემცვლელს რომ არჩევდნენ, ანდრეევმა მწვრთნელობა მოინდომა. შეიძლება, ცოტა ხმამაღლა მოგეჩვენოთ, მაგრამ ისეთი ავტორიტეტი მქონდა, პრეზიდენტთან და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მეც მკითხეს - ვის კანდიდატურას ამჯობინებო?..

მოკლედ, ანდრეევის მადლიერი ვიყავი. როსტოვში სინჯებზე რომ ჩავედი, მწვრთნელს უთხრა - ეს ბიჭი ხელიდან გასაშვები არ არის და რაც უნდა მოითხოვოს, დავიტოვოთო. როგორც ავტორიტეტულ მოთამაშეს, დაუჯერა. მეც სიკეთე სიკეთით დავუბრუნე და ანდრეევსაც ამიტომ დავუჭირე მხარი.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხშირად მასახელებდნენ, "სპორტ-ექსპრესმა" წლის საუკეთესო მეკარედაც დამასახელა. მაგრამ მაშინ, როცა მეგონა, რომ გაცილებით მეტს მივაღწევდი, უცებ ყველაფერი ამერია...

ჩვენს შორის შავმა კატამ გაირბინა

- საბოლოოდ, სწორედ ანდრეევის ოჯახთან ახლობლობა შემომიტრიალეს ცუდად. საქმე ისაა, რომ გუნდში ვიღაცები შავბნელ საქმეებს აკეთებდნენ, რაზეც ღიად ლაპარაკს მაინც მოვერიდები. ბევრი თამაში ჩააგდეს, მე და გოჩა გუჯაბიძე კი ამ საქმეებისგან შორს ვიდექით, არაფერს გვეუბნებოდნენ და ზურგსუკან "ჩალიჩობდნენ". მაგრამ ჩვენნაირები ამ ჯგუფს ხელს უშლიდნენ, საქმეს მეკარის გარეშე ვერ გააკეთებდნენ...

სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, თავიდან მომიშორეს: ანდრეევს უთხრეს, დევაძე შენს ცოლთან დადისო - შვილებს ვფიცავარ, მსგავსი არაფერი მომხდარა. კაცი ოჯახში რომ შეგიშვებს, მეგობრულად მიგიღებს და დიასახლისს სხვანაირად რომ დაუწყებ ყურებას, გუნდიდან გასაგდები კი არა, მოსაკლავი ხარ. მე ყოველთვის ამ პრინციპებით ვცხოვრობდი.

მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, ანდრეევმა ეს ცილისწამება დაიჯერა. ეს მოგვიანებით გავიგე.

უცებ, გუნდის შეუცვლელი მეკარე შემადგენლობაში აღარ დამაყენა, მერე ინტერვიუებში ჩემზე ისე ილაპარაკა, მივხვდი, სახელის გაფუჭებას ცდილობდა, რეჟიმის დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს. ასეთი კომენტარიც გააკეთა - ფორმაში არ არის და დამწყები ვლადიმიროვი სჯობიაო.

მისი დამოკიდებულების ასე მკვეთრად შეცვლის მიზეზს ვერ ვიგებდი, არადა, მაშინ წესიერად ვიქცეოდი. როსტოვში ხალხს ისე ვუყვარდი, სიმღერაც დამიწერეს, სადაც ასეთი სიტყვები იყო - "შენ ხარ მსოფლიოში საუკეთესო, აკაკი". მერე და მერე, მოედანზე რომ არ ვჩნდებოდი, ფანებმა ერთი ამბავი ატეხეს და ანდრეევისგან განმარტება მოითხოვეს, რას ერჩი დევაძესო.

კარიერა ამ ცილისწამებით დამინგრიეს. მერე ბევრს კი ვეცადე, ისრაელში კარგი მატჩები ჩავატარე... სიმბოლურში იქაც ვხვდებოდი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატი მაინც სხვა სიმაღლე იყო. რომ არა ანდრეევთან კონფლიქტი, კარიერის ბოლომდე რუსეთში ვითამაშებდი. ვგრძნობდი, ეს შემეძლო.

უარი მადრიდის ატლეტიკოს

- ანდრეევმა ჩემს დასაძირად ისეთი არგუმენტები მოიყვანა, ხალხს ეცინებოდა. იმ სეზონის პირველ წრეში ხომ რუსეთის საუკეთესო მეკარე გავხდი.

ჩემი ბრალიც იყო: მაშინდელი რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერისგან, ვოლგოგრადის "როტორისგან" კარგი შეთავაზება მივიღე და უნდა წავსულიყავი. ამ გუნდმა შემდეგ უეფას თასზე "მანჩესტერთან" 2:2 ითამაშა...

საერთოდ, მიწვევებით განებივრებული არ ვიყავი, მაგრამ ორი კარგი ვარიანტი მაინც გამომიჩნდა. "როსტოვში" კარგად რომ ვიყავი, ებრაელმა მენეჯერმა გრიშა კრაიცერმა ორი კონკრეტული წინადადება შემომთავაზა მოსკოვის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოსგან".

მაგრამ ესპანეთში სინჯებზე უნდა ჩავსულიყავი. იქ კარში უნსუე მყარად იდგა და კონკურენცია მასთან მექნებოდა. ამის კი არ შემშინებია, მაგრამ "როსტოვის" პირველი მეკარე ვიყავი, რუსეთში კარგი სახელი მქონდა, ფინანსურადაც კარგად ვიყავი და არ დავმალავ, სინჯებზე წასვლა ვიუკადრისე.

ახლა კი ვფიქრობ, რომ უნდა წავსულიყავი, რას ვკარგავდი?

ასე თუ ისე, რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე და უფრო უკეთ თამაშიც შემეძლო და უკეთესი კარიერის აწყობაც. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ამ პერიოდში მაქსიმალურის მიღწევას უნდა შეეცადო. თორემ, დალევასა და დროსტარებას ფეხბურთის შემდეგაც მოასწრებ.

მაგრამ მე ეს ყველაფერი ერთდროულად მოვინდომე. რეჟიმსაც არ ვიცავდი, შრომაც დავაკელი და ცოტა ვიზარმაცე კიდეც. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ამას დაერთო ისეთი ტრავმები, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლებელი გახდა...

სამი კლინიკური სიკვდილი...

- საერთოდ, ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ... ვერ დაიჯერებთ, მაგრამ სამჯერ გადავიტანე კლინიკური სიკვდილი. ამის ბრალიცაა, "როტორში" რომ არ დავრჩი.

გუნდში ოთხი თვე ვიყავი. გარეთ 40 გრადუსი ყინვა იყო და გერმანიაში შეკრებამდე ერთი დღით ადრე, მძლეოსნობის დარბაზში ვვარჯიშობდით. ერთ ეპიზოდში ნიდერჰაუსს ფეხებში ჩავუწექი და ბეტონს თავი დავარტყი. დაახლოებით ოთხი საათი ყველას გარდაცვლილი ვეგონე. ძლივს გადავრჩი.

მეორედ ეს ისრაელში მომივიდა. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო. თამაშის დროს მეტოქე მუხლით სახეში შემეჯახა. გონება დავკარგე, პირიდან დუჟი გადმომივიდა და მაშინაც ყველას მკვდარი ვეგონე... ისეთი შოკი იყო, ტურის ყველა შეხვედრა გააჩერეს. პირს ვერ მიხსნიდნენ და იძულებულები გახდნენ, წინა კბილები ჩაემტვრიათ. კიდევ კარგი, ეს ისრაელში შემემთხვა, სადაც მედიცინა უმაღლეს დონეზეა და მიშველეს, თორემ ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით...

მესამე ისტორია 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრისას მოხდა. ბურთის ასაღებად გავვარდი და ბაშთურქი თავით შემეჯახა, ამისულაშვილი - ფეხით. პირის დახურვა მსურდა და ვერ ვხურავდი. თურმე, ნიკაპი და ყვრიმალები 16 ნაწილად დამემსხვრა.

აუტანელი ტკივილისგან გული გამიჩერდა. ვიხილე, რომ ზემოთ კარები დაიკეტა და ქვემოთ სწრაფად მივექანებოდი, სადაც არ მინდოდა, იქ ცეცხლი იყო. რა ვიცი, ალბათ, ჯოჯოხეთი იყო... გახსენება არ მინდა...

ეს ამბავი კლინიკურ სიკვდილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შევიცვალე. ერთი ეგ არის, რომ შიშის გრძნობა დავკარგე.

ნაკრებში სანაძლეოთი დავბრუნდი

- პირველი ორი შემთხვევის მიუხედავად, მაინც ვთამაშობდი, სანამ 2000 წლის დასაწყისში ფეხში არ მესროლეს. ტყვია მუხლში მომხვდა. ასე თამაში ძალიან ძნელი იყო და კარიერა პირველად მაშინ დავასრულე.

2002 წლის ბოლომდე ფეხბურთზე აღარც მიფიქრია. სულ შემთხვევით, სანაძლეოთი მომაბრუნეს. იმ დროისთვის უკვე მაგრად ვსვამდი. ჩემი მეგობარია გია თინიკაშვილი, რომელსაც სუფრაზე დავენაძლევე - ხვალ ჩავალაგებ ჩანთას, წავალ, დავიწყებ ვარჯიშს და ნაკრებში დავბრუნდები-მეთქი.

შანსი არ არისო, დამენაძლევა. არადა, საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, ამ დონეზე მეც ვითამაშებდი და კიდევ ბევრსაც ვაჯობებდი. დავამტკიცე კიდეც.

მართლაც დავიწყე ვარჯიში. ფორმის აღსადგენად, ცოტა ხნით ნოდარ აკობიასთან (რომელიც ძალიან მეხმარებოდა), რეგიონული ლიგის "ყაზბეგში" ვითამაშე. მერე მურთაზ ხურცილავასთან თბილისის "სპარტაკში" ვვარჯიშობდი. თუკი ვინმეს მადლიერი ვარ, მისი და რეზო გაგუასი... ბოლოს "თბილისში" გადავედი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

გამოცდილებამ თავისი გაიტანა - თამაშს წინასწარ "ვკითხულობდი" და ვხვდებოდი, შეტევა როგორ წარიმართებოდა. ამის ხარჯზე ხშირად რთული ბურთების მოსაგერიებლად ნახტომიც არ დამჭირვებია და ბევრი შეხვედრა ისე დამისრულებია, ოფლიც არ გამომსვლია...

სადღაც 7 თვის შემდეგ უკვე კარგ ფორმაში ვიყავი და ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ. ალენ ჟირესმა მიმიწვია. მაშინ განსაკუთრებული მონდომებით ვვარჯიშობდი...

მესამე კლინიკურმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ შემიშალა ხელი. მაინც არ გავჩერებულვარ. ისევ თბილისის "სპარტაკში" დავბრუნდი.

2006-08 წლებში ზუგდიდის "მგლებში" ვითამაშე და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარე. მაგრამ პირველივე ტურში, ახალციხის "მესხეთთან" მატჩისას, მეტოქე ფეხბურთელს შევეჯახე, ხელი მოვიტეხე და მივხვდი, რომ ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო იყო.

ამ წვალება-წვალებით, ნაკრებში 20 შეხვედრა მაინც ჩავატარე...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

alkapone
აკაკი ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს. სული და გული ჩანდა ქართული თითოეულ შენს თამაშში, სიამოვნება იყო შენი თამაშების ყურება. ზურას სული აცხონიოს ღმერთმა ძალიან მაგარი ძმა გყავდა.
nodo
ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეს დიდო ადამიანო--გაიხარეეეეეეეეე
lasha
კაკო მაგარი კაცი ხარ! ძმაც კარგი გყავდა, ზურას სული გაანათლოს ღმერთმა!
Tatia gawerelia
Qartuli fegburtus da saqartvelos ..siamake Akaki devadze.gmertma daglocot tqvens lamaz ojaxtan ertad.
maia verdzeuli
აკაკი შენ რაც მტავარია სასცაული ადამიანი და მეგობარი ხარ დაარაცვეულებრივი ფეხბურტელი ხმერტმა მოგცეს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრტელობა
lm
უნიჭიერესი მეკარე. ბევრი დამწყები მეკარის კუმირი. მადლობა დევა ბრჭყინვალე თამაშებისთვის.
rosto
აუ მაგარი ნაწვალები ყოფილა ეს კაცი. გაიხარე ჯიგარი ხარ
vep1963
ეჰ აკაკი აკაკი.კარგი დამრიგებელი რომ გყოლოდა უდიდეს ფეხბურთს ითამაშებდი.დასანანია,მაგრამ ესაა ქართველების პირველი მტერი.
kiio
მაგარი კ აი კაცი ხარ ძმაო გეხვევი და გეხუტები
giorgi
კაკო ზუგდიდს არასდროს დაავიწყდება შენი დამსახურება ქალაქის წინაშე და რაც ყველაზე მთავარია შენი კაცობა. ღმერთმა გაგიმარჯოს და წარმატებები მოგცეს! ძალიან გვიყვარხარ!
gi0rgi
დძაან მაგარი ხარ აკაკი მაგარი ადამიანი ხარ
irakli
რა ნაწვალები კაცი ყოფილა...
dato
გაანებე ა... თავი კარგს არაფერს მოგიტანს ეგ.ხო ხედავ რას დაემსგავსე.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
აკაკი დევაძე: მადლობა კობის, გახოკიძეს და ყველას!..
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ
"ატლეტიკო" ნუნიესის გადაბირებას შეეცდება
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დრამა "მეტროპოლიტანოზე" - "რეალმა" "ატლეტიკო" გამოაგდო [VIDEO]
ვინისიუსმა "ატლეტიკოს" ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე "რეალის" მაისური დაუფინა [VIDEO]
ქინქლაძისა და არველაძეების დროს საუკეთესოდ დასახელებული - რას ნანობს ქართველი მეკარე, რომელიც ხალხის მადლიერია...
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
ᓚᓐᓜᓩხᓣᓗᓘს "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓓᓘᓠᓔᓥᓢოᓠᓘ ᓒᓘᓝᓠგᓘ ᓤᓐᓪᓣᓠᓘᓐᓐ, ᓛᓬᓕᓠᓗნᓔᓚᓘ - ᓗემᓣᓠ ᓚᓝᓠᓘᓐ!
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს
"გურიაში" უკრაინიდან მწვრთნელები, ფეხბურთელები და სპონსორი მოდიან
მამარდაშვილის "ვალენსია" სახლში "ატლეტიკოსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]
ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო
იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა
აკაკი დევაძე: მერე, ცუდია, ვაისი რომ დარჩეს?
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო