ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის "გურიაში" ცვლილებებია მოსალოდნელი. საუბარია უკრაინელი მთავარი მწვრთნელის, მისი თანაშემწისა და ფეხბურთელების ჩამოყვანაზე.

ერთი უკრაინელი მობურთალი უკვე ჩამოსულია.

ოთხშაბათს, ლანჩხუთის გამგეობაში პრესკონფერენციაა დაგეგმილი და, სავარაუდოდ, იქ გაირკვევა, რატომ გახდა საჭირო ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, დავით მახარაძის შეცვლა. მან ხომ, ფაქტობრივად, დაშლილი და ჩემპიონატის სტარტზე შეკოწიწებული გუნდით შეუძლებელი შეძლო - ორივე საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვა, მათ შორის, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო".

წაგებულ შეხვედრებშიც მახარაძის შეგირდებს ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებიათ.

შეგახსენებთ, რომ მახარაძემ "გურია" მას შემდეგ ჩაიბარა, რაც კლუბში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და დირექტორატთან ერთად, წასვლა მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიასაც მოუხდა.

ვინ შეცვლის მახარაძეს? კულუარული ინფორმაციით, ეს ადამიანი შეიძლებოდა სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი ბალი ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სიტუაცია შეიცვალა და მას ახლა სამწვრთნელო შტაბში მოიაზრებენ.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთი საკადრო ცვლილების შესახებაც - ლანჩხუთელთა დუბლშემადგენლობას "გურიისა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გოჩა გუჯაბიძე გაწვრთნის. ის ამ პოსტზე დავით იმნაძეს შეცვლის.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, კიდევ სამი უკრაინელის ჩამოყვანა იგეგმება, თუმცა მწვრთნელებთან ერთად ამჟამად მხოლოდ ერთს ელიან.

ამ ინფორმაციების გადამოწმება ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ვცადეთ. თუ გახსოვთ, ის ჯერ კიდევ თვეების წინ აანონსებდა "გურიაში" უკრაინელების ჩამოყვანას:

"ოთხშაბათს გვექნება პრესკონფერენცია და, ცხადია, "ლელოც" იქნება მოპატიჟებული. ყველაფერს ამ პრესკონფერენციაზე გაიგებთ.

ანდრეი ბალი? არა, ის მთავარი მწვრთნელი კი არა, შესაძლოა, მისი თანაშემწე იყოს.

ერთი ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ, ერთსაც ველოდებით. ახლა გვარებს ვერ დაგიკონკრეტებთ. ერთს გეტყვით მხოლოდ - მთავარი მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ცნობილი სპეციალისტია.

სპონსორები? დიახ, აქაც გვაქვს სიახლეები და ამაზეც ოთხშაბათს მოგახსენებთ", - გვითხრა ურუშაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
zaza
ეგრე რა ცოტა რაგაც საქმე დაიძრაა,მარტლა გამიხარდა და წარმატებებს გისურვებტ,ჩემიონატი ტუ არ გადზლიერდა და განვიტარდა ნაკრებზე ლაპარაკი უაზრობააა
qartveli
კარგია,გურია წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ᓚᓐᓜᓩხᓣᓗᓘს "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓓᓘᓠᓔᓥᓢოᓠᓘ ᓒᓘᓝᓠგᓘ ᓤᓐᓪᓣᓠᓘᓐᓐ, ᓛᓬᓕᓠᓗნᓔᓚᓘ - ᓗემᓣᓠ ᓚᓝᓠᓘᓐ!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
აკაკი დევაძის სამი კლინიკური სიკვდილი: ალბათ, ჯოჯოხეთი ვნახე...
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...