ამის შესახებ 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში "არგენტინის სახლის" ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული პელე ეწვევა, - ამის შესახებ 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში "არგენტინის სახლის" ხელმძღვანელმა ნიკო პატარქალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პელე საქართველოს აპრილში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვევა.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები.

"ყველა საკითხი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები. სამხრეთამერიკული ქვეყნების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ტურნირი აპრილის დასაწყისში ჩატარდეს და სავარაუდოდ, ამ პერიოდში გაიმართება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირი და პელეს ჩამოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთამერიკული ქვეყნების ურთიერთობას", - აღნიშნა პატარქალიშვილმა.

"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე პელეს მასპინძლობასა და ტურნირის ჩატარებაში დახმარებას საქართველოს მთავრობას, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას კი ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სთავაზობს.

მისივე თქმით, ტურნირის გახსნაში მონაწილეობისთვის ის ასევე იწვევს ბერა ივანიშვილს, ქართულ ფოლკლორულ-ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ბრაზილიელ სამბას მოცეკვავეებსა და ტანგოს ცეკვის ჯგუფებს არგენტინიდან.

ტურნირის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სკულპტურის წარდგენა, რომელზეც გადმოტანილი იქნება საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის მოსკოვში გამართული მატჩის შემდეგ გადაღებული ცნობილი ფოტო. ფოტოზე ანზორ კავაზაშვილი, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი და პელე არიან.

წყარო: interpressnews.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ჩამოვა თუ არა პელე? - ნიკო პატარქალიშვილი მთავრობას კვლავ თხოვნით მიმართავს
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
პელე საქართველოში! ეს ცნობილი ფოტო შეიძლება ძეგლად იქცეს
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა