ქართული რაგბის ერთ-ერთმა მთავარმა კოლორიტმა "ყოჩებმა" გასული სეზონი უაღრესად მძიმედ განვლო
ქართული რაგბის ერთ-ერთმა მთავარმა კოლორიტმა "ყოჩებმა" გასული სეზონი უაღრესად მძიმედ განვლო.

უმაღლეს ლიგაში უკანასკნელი - მეათე ადგილი დაიკავა და უძლიერესთა რიგებში დასარჩენად ორრაუნდიანი პლეი ოფის თამაში მოუწია პირველი ლიგის გამარჯვებულ "თიბისისთან". სანდრო ესაკიას გაწვრთნილმა გუნდმა დროულად მოახერხა სრული კონცენტრირება და დაქვეითებას გადარჩა.

ახალი სეზონის დაწყების წინ კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით მატერიალური დახმარება მიიღო. ამას დაემატა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება, რამაც "ყოჩებს" საშუალება მისცა, სხვადასხვა გუნდში გაბნეული თავისივე აღზრდილი მორაგბეები დაებრუნებინა მშობლიურ კერაზე და გაცილებით უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა, ვიდრე ეს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

"ბოლნისის ყოჩებს" XXIV ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის სტარტი ბრწყინვალე გამოუვიდა. მათ პირველსავე ტურში მოქმედი ჩემპიონი "ლელო" დაამარცხეს 19-ქულიანი სხვაობით - 32:13. პირველი ტაიმის 7-ქულიანი სხვაობით წაგების შემდეგ მოთამაშე-მწვრთნელმა სანდრო ესაკიამ გადაწყვიტა, შეხვედრაში ჩართულიყო. გამოცდილმა ბურჯმა პირველ რიგში საკუთარი გუნდის თამაში გამოასწორა სტატიკურ მდგომარეობაში.

შერკინება დალაგდა, რამაც "ყოჩების" უპირატესობა განაპირობა. დროულად ათამაშდა უკანახაზელთა დუეტი, თემურ სოხაძის და შავლეგ მახარაშვილის შემადგენლობით. მათ ჯამში 4 არეკნი გაუტანეს მეტოქეს და საკუთარი გუნდის ხმაურიან გამარჯვებას დაუდეს სათავე.

მეორე ტურის წინ ბოლნისელები "ჯიქებთან" დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა დრამატულ მატჩში მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 22:22. 79-ე წუთზე თემურ სოხაძის მიერ გატანილი საჯარიმო დარტყმით "ყოჩებმა" 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი ლოგიკურ წარმატებას იზეიმებდნენ.

თუმცა მსაჯის მიერ ძირითადი დროისთვის დამატებულ მეორე წუთზე "ჯიქებმა" კიდევ ერთხელ ჯიქურად შეუტიეს, მსაჯს მეტოქე დააჯარიმებინეს და რამაზ ხარაზიშვილის ფეხჩუბინობის წყალობით ანგარიშიც გაათანაბრეს.

მომდევნო შეხვედრა "ყოჩებს" თბილისში, "აკადემიასთან" უწევდათ. სუსხიან ამინდში ორივე გუნდმა შეუპოვრად იბრძოლა. დიდი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მათგანი ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

შეხვედრის მიწურულს გიორგი ბეგაძის ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად სტუმრებმა მაინც გამოსტაცეს გამარჯვება ხელიდან მეტოქეს და სამ მატჩში მოპოვებული 10 ქულით სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდნენ.

მიუხედავად წარმატებული სტარტისა, აშკარა გახლდათ, რომ გუნდში ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო დასალაგებელი და ჩავარდნაც გარდაუვალი ჩანდა. ამ ფაქტორით მშვენივრად ისარგებლა "არმაზმა", რომელმაც დავით კიკნაძის ბრწყინვალე თამაშის წყალობით (19 ქულა) მეორე ტაიმში საბოლოოდ გატეხა მეტოქე და პირველი მარცხი აგემა ბოლნისელებს - 23:17.

წაგებული მატჩის შემდეგ ესაკიას გაწვრთნილი გუნდი დროულად გამოფხიზლდა და "ხარებთან" გამართულ მატჩში მშვენიერი სტარტი გამოუვიდა.

"ყოჩებმა" შეხვედრის საწყის 20 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და 21-ქულიანი უპირატესობით გაიჭრნენ წინ, რაც საბოლოო ჯამში საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის. თუმცა პრემიალური ქულა მაინც მიუღწეველი დარჩა, ვინაიდან "ხარებმა" მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეს და ორჯერ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში.

რუსთაველებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბოლნისელებს ურთულესი მატჩის ჩატარება უწევდათ სტუმრად ქუთაისში, "აიას" წინააღმდეგ. "ყოჩებმა" აბსოლუტურად ყველა სარაგბო ასპექტში დათმეს შეხვედრა და უშანსოდ დამარცხდნენ - 10:45.

გუნდმა მალევე მოახერხა მწარე მარცხის დავიწყება და ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყო "ბათუმს", გაუტანა რა მეტოქეს ერთბაშად 59 ქულა და საბოლოოდ პირველი გამარჯვება იზეიმა, რომელშიც პრემიალური ქულა აიღო.

ხანგრძლივმა სეზონმა თავისი უარყოფითი გავლენა იქონია "ყოჩების" თამაშზე. გუნდის რამდენიმე ლიდერი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც შეასუსტა ბოლნისელთა პოტენციალი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

საქართველოს სამგზის ჩემპიონებმა (1997, 1998, 2007) მომდევნო ორი შეხვედრა პრინციპულ მეტოქეებთან წააგეს - 13:17 "არმიასთან" და 19:20 "ლოკომოტივთან", რამაც "ყოჩების" საპლეიოფო ექვსეულიდან გავარდნა გამოიწვია. გუნდი არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეხვდა ერთთვიან სანაკრებო პაუზას.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე "ყოჩებმა" კვლავ "ლელოსთან" დაპირისპირებით გახსნეს და მატჩის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ უშანსოდ მარცხდებოდნენ - 10:27. ყოველი წუთის გასვლის შემდეგ ბოლნისელთა მდგომარეობა უფრო მძიმდებოდა. უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში "ყოჩებმა" რისკიანი თამაში წამოიწყეს.

ქარი მათ სასარგებლოდ ქროდა და შოუც შედგა. თემურ სოხაძემ ჯერ თვითონ დაალელოვა მეტოქე, ხოლო ორიოდე წუთში მშვენიერი პასი გადააწოდა თანაგუნდელს, რომელსაც აღარ გასჭირვებია მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე "ყოჩებმა" ავანტიურული იერიში კიდევ ერთი ლელოთი დაასრულეს და დაუჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. მათ უკანასკნელ 8 წუთში 19:0 გაქცევა მოუწყვეს მოქმედ ჩემპიონს და 29:27 გაიმარჯვეს.

მე-11 ტურის მატჩში ბოლნისელებმა უშუალო მეტოქე, "ჯიქები" დაამარცხეს მწირექულიან მატჩში - 10:3, რასაც აუტსაიდერ "აკადემიასთან" მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა - 15:14. უკანასკნელ ორ შეხვედრაში მოპოვებული 8 ქულით "ყოჩებმა" სატურნირო ცხრილში ორი საფეხურით აიწიეს და მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრდნენ.

სანდრო ესაკიას გუნდი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი რუმინეთის ჩემპიონატის ოქროსმედალოსნით, ბურჯ გიორგი ხოსიტაშვილით და გამოცდილი რატი ურუშაძით გაძლიერდა, რაც კიდევ უფრო მობილურს და სახიფათოს გახდის "ყოჩების" შერკინებას.

"ყოჩები"

სტატისტიკური დოსიე

სატურნირო მდგომარეობა: V

მოპოვებული ქულები: 34 ( 7 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, 4 პრემიალური ქულა)

გატანილი ქულები: 269 (28 ლელო)

გაშვებული ქულები: 234

საუკეთესო მელელოვე: გიორგი ბეგაძე (4), ლევან გოგოლაშვილი (4)

საუკეთესო მექულე: თემურ სოხაძე (131)

ბარათები: 12 ყვითელი, 1 წითელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
დიდი 10. XI ტური: "ლელო" რენომეს ინარჩუნებს, "ლოკომოტივიც" იქვეა
დიდი 10. III ტური: "აიას" მძიმე მოგება
დიდი 10. X ტური: "ჯიქის" უპირობო უპირატესობა
დიდი 10. XII ტური: ექვსეული გამოიკვეთა
რუსთავის "ხარები" ოთხეულის ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულია
საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის I ტური: საუკეთესო შვიდეული
დიდი 10. VIII ტურის წინ: სამი ლიდერი რეგიონიდან