ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი, ვფიქრობთ, თბილისის "ლელოსა" და ბოლნისის "ყოჩებს" შორის გაიმართება
საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. წლევანდელ გათამაშებას ყველასგან მოულოდნელად სათავეში გორის "ჯიქი" ჩაუდგა, რომელმაც პირველი მარცხი წინა, მე-7 ტურში განიცადა, თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

"ჯიქი", სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის სათავეში მერვე ტურის შემდეგაც დარჩება. გორელების მეტოქე რუსთავის "ხარები" იქნება, რომელსაც სულ ერთი გამარჯვება აქვს აქტივში და ბოლოდან მეორე ადგილზეა.

"ჯიქი" წლეულს"უწინდელისგან შედარებით გაცილებით დაბალანსებულ და საინტერსო რაგბის თამაშობს. მორკინალებს უკანახაზელებმაც აუბეს მხარი და შედეგიც სახეზეა. გორული გუნდი გათამაშების ფავორიტად იქცა. რასაც ვერაფრით ვიტყვით "ხარებზე". არადა, თითქოს სეზონისწინა ტურნირზე, რომელიც რუსთავში ჩატარდა გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ის შეჯიბრება მოიგო კიდეც.

საგულისხმოა, რომ პირველი სამი საფეხური სატურნირო ცხრილში რეგიონის გუნდებს უკავიათ. "ჯიქს" კვალში ჩაუდგა "ბათუმი", რომელმაც მე-7 ტურში შინ ჩემპიონი "ლელო" დაამარცხა. ზღვისპირელები შარშანდელ ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობდნენ და წლეულს, ჯერ კიდევ გასულ ჩემპიონატში ჩაყრილ საფუძველზე დაყრდნობით წინ მიიწევენ.

მერვე ტურში მათი მეტოქე "არმია" იქნება, რომლისგანაც წლეულს ბევრად მეტს მოელოდნენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი, "არმიამ" შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო და ერთ მატჩში ფრეს დასჯერდა. შედეგად, არმიელები სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.

"ბათუმს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ქუთაისის "აია". პირველი მარცხი ლიდერს სწორედ ქუთათურებმა აგემეს. "აიას" მუდამ სერიოზული პოტენციალი ჰქონდა. ქუთაისელები არც ამბიციურობის ნაკლებობას უჩიოდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო, რომელთა შორისაც ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეების გადინებაა, გუნდი ჩემპიონობას ვერაფრით აღწევდა.

შევსება "აიას" მხოლოდ თავისი სკოლიდან აქვს. ჭაბუკთა ლიგებში ამ კლუბის აღზრდილები მუდამ წარმატებით გამოდიან. ახლახან, B ლიგაში სწორედ "აიამ" გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში თანაქალაქური "ბაგრატი" დაამარცხა.

"აია" მერვე ტურში სტუმრად ეთამაშება თბილისის "არმაზს", რომელიც საკადრო პრობლემებს განიცდის. არმაზელებს ექვს მატჩში მხოლოდ ერთი ფრე აქვთ აქტივში და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "აიასთან" გამარჯვების მიღწევა ამ გუნდისთვის გარდამტეხი შეიძლება გამოდგეს. "არმაზი" მეტ თავდაჯერებულობას დაიბრუნებს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი, ვფიქრობთ, თბილისის "ლელოსა" და ბოლნისის "ყოჩებს" შორის გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონი ამჟამად მეოთხე ადგილზეა და მეექვსე ადგილზე მყოფ "ყოჩებს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

ლიდერთა შორის მოხვედრის შანსი აქვს თბილისის "აკადემიას". თუმცა, მეტოქე სერიოზული ჰყავს - ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი". გამარჯვების შემთხვევაში აკადემიელები საგრძნობლად დაშორდებიან სახიფათო ზონას და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდებათ.

დიდი 10. VIII ტური

აკადემია-ლოკომოტივი, ლელო-ყოჩები, არმია-ბათუმი, ჯიქი-ხარები, არმაზი-აია.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ჯიქი 7 6 0 1 +65 27

2.ბათუმი 7 5 0 2 +15 22

3.აია 7 4 1 2 +19 20

4.ლელო 7 4 1 2 +18 19

5.ლოკომოტივი 7 4 0 3 +15 19

6.ყოჩები 6 4 0 2 +24 18

7.აკადემია 7 3 0 4 -31 14

8.არმია 7 1 1 5 -26 10

9.ხარები 7 1 0 6 -61 6

10.არმაზი 6 0 1 5 -38 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
დიდი 10. XI ტური: "ლელო" რენომეს ინარჩუნებს, "ლოკომოტივიც" იქვეა
დიდი 10. III ტური: "აიას" მძიმე მოგება
რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" თავიდან შენდება
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
დიდი 10. X ტური: "ჯიქის" უპირობო უპირატესობა
დიდი 10. XII ტური: ექვსეული გამოიკვეთა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
რუსთავის "ხარები" ოთხეულის ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულია
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავში ოთხთა ტურნირი დაიწყო
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა