პარიზის "დიდი მუზარადი" 8-9 თებერვალს გაიმართება
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ 27 იანვარს, საღამოს დაასახელა 8-9 თებერვალს პარიზში, სეზონის პირველსა და ყველაზე პრესტიჟულ "დიდ მუზარადზე" წასაყვანი შემადგენლობა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, გიორგი ქალდანი (66), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

ალბათ, ამ შემადგენლობაში ნებისმიერი ქომაგი მოისაკლისებს ორ გვარს - ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (73) და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონს, უფროსებში საქართველოს წლევანდელ გამარჯვებულ გურამ თუშიშვილს (100).

საბედნიეროდ, შავდათუაშვილს ტრავმა აღარ აწუხებს და არც ჭიდაობაში უშლის ხელს, მაგრამ ამ შეჯიბრებას გამოტოვებს და თვის ბოლოს გერმანიაში იჭიდავებს.

აი, ცოტა რთულადაა თუშიშვილის საქმე, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სპორტული რეჟიმის დარღვევისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, ეს მართლაც ნიჭიერი და ეროვნული ნაკრებისთვის ეგზომ საჭირო ფალავანი თანაგუნდელ ლაშა ტაველურთან ერთად შეკრებაზე... ნასვამი გამოცხადდა.

ფედერაციამ ის ერთი წლით, ტაველური კი 6 თვით დასაჯა, ოღონდ განაჩენი საბოლოო არაა და გადახედვას ექვემდებარება, თუმცა - მხოლოდ გარკვეული პირობებით. კერძოდ, თუშიშვილის საქმე 3, ტაველურისა კი 2 თვეზე ადრე ვერ გადაიხედება და ესეც იმ პირობით, თუ მათზე პასუხისმგებლობას პირადი მწვრთნელები აიღებენ.

მომხდარი ძალიან ცუდია, თუმცა ვიმედოვნებთ, ფედერაციაც გაითვალისწინებს მათ ახალგაზრდულ ასაკს და სასჯელს მართლაც შეამცირებს. თავის მხრივ, ფედერაციაც უნდა შევაქოთ პრინციპულობისთვის, რადგან ჩვენს სპორტსმენებს პროფესიონალიზმი მართლაც აკლიათ - იმედია, ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ამ ფალავნებისთვისაც და სხვებისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის "დიდი მუზარადის" გამარჯვებულია [VIDEO]
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მუზარადის ბრწყინვალება - პარიზის ტურნირის შეჯამება
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ვალერი ლიპარტელიანს გამოკვლევა საფრანგეთის ოლიმპიური ბაზის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ამირან პაპინაშვილმა პარიზის "დიდ მუზარადზე" ვერცხლი მოიპოვა
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..