ფორმულა 1. ზამთრის ტესტები. II დღე
ახალი რეგლამენტის თანახმად, ზამთრის ტესტების ერთი დღე უნდა მიეძღვნას საშუალედო და წვიმის საბურავების გამოცდას. 29 იანვარი სწორედ ასეთი დღე იყო და ტრასა სპეციალურად დაასველეს, მაგრამ ამას გუნდების პროგრამაზე არ უმოქმედია - ინჟინრებს ბევრი სამუშაო აქვთ ახალ ძალისმიერ აგრეგატებთან და ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს საბურავების ტიპს.

ყველაზე მეტად გაუჭირდათ "რენოს" კლიენტებს. სებასტიან ფეტელმა მხოლოდ რვა წრე გაიარა და ვადაზე ადრე დაასრულა გუშინდელი პროგრამა ძრავაში აკუმულატორის ენერგიის პრობლემების გამო. ახლა ფეტელს "რედ ბულის" საჭესთან დაბრუნება ბაჰრეინის ტესტებზე მოუწევს, რადგან 30 იანვარს RB9-ით დანიელ რიკარდო იმუშავებს. საბოლოოდ, ხერესის ტესტების პირველი ორი დღე ავსტრიული საჯინიბოსთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა - მხოლოდ 11 წრე. არადა, შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 174 წრეს უდრიდა.

"რენოს" ძრავებით აღჭურვილმა სხვა მანქანებმაც დიდი დრო ბოქსებში გაატარეს. მარკუს ერიქსონი თავისი "კატერჰემით" მხოლოდ საღამოს გავიდა ტრასაზე, "ტორო როსო" კი მთელი დღე პრობლემების მოგვარებაზე მუშაობდა და ერთი წრის გავლაც ვერ შეძლო.

თუმცა "რენოს" ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს - პროგრამა-მინიმუმი შესრულებული იქნება, თუ ოთხ დღეში 200 კილომეტრს გაივლიან.

უფრო კარგად ჰქონდათ საქმე "მერსედესისა" და "ფერარის" კლიენტებს. გავლილი წრეების მიხედვით, ისინი სხვებზე მაღლა იდგნენ, თუმცა პრობლემები მათაც ჰქონდათ.

პირველად წითელი დროშები მაშინ ააფრიალეს, როცა ტრასიდან ესტებან გუტიერესი გადავიდა - მრბოლელმა ვერ დაიმორჩილა მანქანა მეხუთე მოსახვევში და უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, პირველ მოსახვევში გაჩერდა სერხიო პერესი - გადახურების გამო. ხოლო, როცა სესიის დასრულებამდე ერთი საათი რჩებოდა, საჭირო გახდა ერიქსონის "კატერჰემის" ევაკუირება.

კვლავ გამოტოვა დღე "მარუსიამ". ამ გუნდის მანქანა მხოლოდ საღამოს გამოჩნდა ხერესის ტრასაზე და წესით, 30 იანვარს უნდა დაიწყოს მუშაობა.

ყველაზე გრძელი დისტანცია - 97 წრე ნიკო როსბერგმა გაიარა, ხოლო წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა კიდევ ერთმა პილოტმა "მერსედესის" ძრავით - "მაკლარენის" წევრმა ჯენსონ ბატონმა. ამით ბრიტანულმა საჯინიბომ გუშინდელი დაკარგული დღის კომპენსირება მოახდინა.

II დღე

1. ბატონი (McLaren) 1:24.165 (43 წრე)

2. რაიკონენი (Ferrari) +0.647 (47)

3. ბოტასი (Williams) +1.179 (35)

4. როსბერგი (Mercedes) +1.423 (97)

5. პერესი (Force India) +4.211 (37)

6. გუტიერესი (Sauber) +9.105 (53)

7. ერიქსონი (Caterham) +13.810 (11)

8. ფეტელი (Red Bull) +14.155 (8)

"მაკლარენი" ფრანგს ჩააბარეს

29 იანვარს ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება "ლოტუსის" ყოფილ შეფთან, ერიკ ბულიესთან: ფრანგი სპეციალისტი გუნდის სარბოლო დირექტორი იქნება.

ბულიემ გასულ კვირას დატოვა წინა სამუშაო ადგილი, მისი გადასვლა "მაკლარენში" კი რესტრუქტურიზაციის პროგრამის დასაწყისია, რომელსაც რონ დენისი უდგას სათავეში. სწორედ ამ უკანასკნელმა აიყვანა პირად კონტროლზე სიტუაცია ჩაგდებული 2013 წლის სეზონის შემდეგ.

ვარაუდობდნენ, რომ ბულიე გახდებოდა გუნდის ხელმძღვანელი, მაგრამ, საბოლოოდ, მან სარბოლო დირექტორის პოსტი დაიკავა. "ავტოსპორტის" ინფორმაციით, ის სათავეში ჩაუდგება "მაკლარენში" მუშაობას, მაგრამ ფუნქციების ნაწილს აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ნილი შეასრულებს. ფორმალურად, საჯინიბოს ხელმძღვანელი არ ეყოლება.

ერიკ ბულიემ, შეზღუდული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, "ლოტუსი" ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ლიდერად აქცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
[VIDEO] გულიაშვილს გოლი არ ჩაუთვალეს - "რასინგმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ტორონტომ" "ფინიქსი" დაამარცხა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
ფერნანდო ალონსო "მაკლარენს" მალაიზიის გრან-პრიზე დაუბრუნდება
"ᓛᓐᓙᓚᓐᓠᓔᓜᓘ" ᕣᓛ
კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
კიმი რაიკონენსს მილიონებს არ აძლევენ
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]