ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა "ფეისბუქის" გვერდზე მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა
ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის "ფეისბუქის" გვერდზე მოქალაქეების შეკითხვებზე მისი ვიდეოპასუხები გამოქვეყნდა. რამდენიმე კითხვა ეხებოდა სპორტსაც, რაც გულშემატკივართა ყურადღების მიღმა დარჩა.

არადა, კალაძემ ძალიან ვრცლად ილაპარაკა გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე...

- ეღირსება ბათუმს სტადიონი? ტურისტულ ქალაქს სტადიონი სჭირდება...

- გეთანხმებით, აუცილებელია, ბათუმში იყოს სტადიონი. თუ როდის დაიწყება მშენებლობა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძეს. სპორტსაც შევეხეთ და მითხრა, რომ სტადიონთან დაკავშირებული ტენდერი თებერვალში დაინიშნა. სტადიონის მშენებლობა ანგისაშია დაგეგმილი და მასში 2,5 მილიონი ლარი ჩაიდება, ყველანაირად რომ მოწესრიგდეს.

ადგილობრივ ახალგაზრდობას ფეხბურთის თამაშისა და ვარჯიშის საშუალება უნდა მიეცეს. ამ საკითხს აუცილებლად მოვიკითხავ. თუ არ ვცდები, ადრეც იყო სტადიონის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორციელებაც 45 მილიონი ჯდებოდა, მაგრამ შესაძლებელია უკეთესი, უფრო თანამედროვე და ლამაზი სტადიონის აშენება. აჭარა და ბათუმი ამას ნამდვილად იმსახურებს.

მე პირადად კარგად მესმის, თუ რამხელა სიყვარული აქვს აჭარის მოსახლეობას ფეხბურთის მიმართ. იყავით დარწმუნებულები, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ფეხბურთი განვითარდეს.

- ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებს ამ გუნდის ბედი გვაინტერესებს. კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ კლუბი გაურკვევლობაშია. ლაპარაკია გუნდში პრეზიდენტად გიორგი დემეტრაძის მისვლის თაობაზე. ითქვა, რომ სპონსორების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს ხელისუფლება. ხომ არ ფლობთ კონკრეტულ ინფორმაციას?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ცუდია სპონსორის წასვლა და თან, ეს ყველაფერი პირველი წრის შემდეგ, შუა სეზონში მოხდა. რაც შეეხება თანხების მოზიდვას, ჩემი ინფორმაციით, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად გუბერნატორიც აქტიურად არიან ჩართულები. "ტორპედომ" სეზონი ღირსეულად უნდა ჩაამთავროს.

გიორგი დემეტრაძეს ძალიან დადებითად დავახასიათებ, როგორც პიროვნებას და წარმატებულ ფეხბურთელს. შესაძლოა, სუბიექტური ვიყო, რადგან ჩემი ახლო მეგობარია და ბევრი კარგის თქმა შემიძლია.

- ეშველება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ნაკრებს?

- სპორტში და, კონკრეტულად, ქართულ ფეხბურთში, რთული ვითარებაა, შეიძლება ითქვას - კატასტროფულიც. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ჩემპიონატი და მასში მონაწილე გუნდებიც.

პირველადი ინფრასტრუქტურის პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთშიც. რამდენიმე თვის წინათ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ერთად გავხსენით ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლა. რა თქმა უნდა, ასეთი წამოწყება მისასალმებელია. სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებენ.

რთული იქნება წარმატებების მიღწევა, ბავშვთა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის ფეხზე დაყენება, თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობაში აუცილებლად გვექნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ, ხელისუფლებამ, მთავრობამ, მივიღოთ გადაწყვეტილება საწყისი ინვესტიციების განხორციელების შესახებ. ამით უნდა დავაინტერესოთ ადგილობრივი ბიზნესი.

ფეხბურთი, სპორტი, უფრო მიმზიდველი რომ გახდეს, პატარებს უნდა მივცემთ საშუალება, ნიჭი სწორად გამოიყენონ, ქართულ ფეხბურთს მოახმარონ და ქვეყანა ასახელონ. დღევანდელი მდგომარეობა ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული. მეტი ანაზღაურებისთვის 15-16 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში მიდიან.

არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩვენს ახალგაზრდებს მინიმალური პირობები მაინც უნდა შევუქმნათ, რამდენიმე წელი საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშონ. მათთვის იქნება უკეთესი. ამის მერე წავიდნენ ევროპის ნორმალურ კლუბებში და წარმატებებს იქ მიაღწიონ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში სახელმწიფო და მთავრობა მონაწილეობას მიიღებენ.

- ფეხბურთის შემდეგ მინისტრობას როგორ შეეგუეთ?

- ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი გამოვიარე. ძალიან საინტერესო იყო წინასაარჩევნო ბატალიებში გამოცდილ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობა. უმოკლეს პერიოდში მათგან ბევრი რამ ვისწავლე და შევიძინე. რომ გითხრათ, გამიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ, ასე არ ყოფილა.

ყველა სფეროში - სპორტშიც, ბიზნესშიც, სამთავრობო პოსტზეც - ვცდილობდი, თავი დამემკვიდრებინა და მაქსიმალურად წარმატებული ვყოფილიყავი. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა საპასუხისმგებლო პოსტზე ვიმყოფები.

- მაინც რატომ გადაწყვიტეთ სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა?

- თუ ცხოვრებაში რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სპორტის, ფეხბურთის დამსახურებაა. როცა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე, ეს ძალიან რთული იყო, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ყველაფერი ჩემს ქვეყანაში არსებულმა მძიმე ვითარებამ გადაწონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tutis
შენ თუ გაქვს დიპლომი,ხომ ასახელე საქართველო!)))მართლა ტუტი და ტუტუცი ხარ!
პაატა
მაგარიკაცი და საქართვლოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ამას მისი 10 წლიანი კარიერა მეტყველებს მილანში
ტუტი
ბატონო კახა! კიდევ რა დიპლომი გაქვთ, იმის გარდა თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანის კაბინეტში სახელმწიფო გამოცდის ”ჩაბარების” შემდეგ რომ აიღეთ?
nana
ბატონო კახი!ყველაფერი რომ დაგაბრალონ,იმას მაინც ვერ დაგაბრალებენ,რომ ნაცნობობით და პროტექციით მოხვდით ფეხბურთში და შემდგომი წარმატებებიც ვინმემ გაგაქაჩათ!ახლა კი ნახეთ რა ხდება!ნაცნობობით ხვდებიან ფეხბურთში და თავიანთ შვილებსაც იქ ექაჩებიან,შეუძლიათ კარგი თამაში თუ არა!ამიტომ,სანამ ქართველები ვერ გაითავისებენ და კანონის დონეზე არ აიყვანენ იმას,რომ მხოლოდ ნიჭიერი და პროფესიონალი მოთამაშეები იყვნენ ფეხბურთში ,მანამდე 100 წელიც რომ გავიდეს,საქართველოში ფეხბურთს არაფერი ეშველება!გადახედეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და კიდევ მათ შემდგომ თაობას,თითქმის ნახევარზე მეტი ისევ ფეხბურთში ცნობადი სახეების შვილები არიან,კარგი ფეხბურთისთვის უნიჭოები მაგრამ,რა უჭირს,მთავარია მათი შვილები არიან!აი,ეს არის საქართველოს უბედურება და ამიტომ ვფიქრობ,და არა მარტო მე,არამედ ნახევარ საქართველოზე მეტი,რომ სანამ ასეთი მიდგომა იქნება(სხვადასხვა სფეროებშიც),ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება!!!თქვენ კი ბატონო კახი,ღმერთმა გაგიმარჯოთ და წარმატებები მოგცეთ,თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ,თქვენი პროფესიონალური და მაღალი დონის ფეხბურთელის ცხოვრებით!
qutaiseli
ამან თავის შრომით და ფეხებით დააგროვა თავის ქონება და არა ავტოგოლებით ამის პატრონმა უნდა თქვას შვილი გავზარდეო მარა ზოგიერთი ტვინგაყინული რას გაიგებს რა ხილია ზრდილობა და ზნეობა.
beqa
მარიკა --ერთი ხელი მოისვი
gabrieli
შენ მილიონებს მილიონები მიამატე ფეხბურთი თავისთვის აყვავდება.რამ გაგამტარე ასე ფულის გროვებაზე.
marika
ავტოგოლებით ხომ კარგად დააგროვე ქონება :)))ენერგეტიკა ხომ ყვავის და ახლა ფეხბურთსაც ააყვავებ :))))) ბუჰეჰე :))))ვაი შენს პატრონს :))))
giga
კახა იყო ის ფეხბურთელი ბი?ჩი ჯერ კუდევ 16 წლის ასაკში დინამოში რომ არ აიყვანეს და გულნარკენი ბიჩი გავიდა საზგვრებს უკრაინიდან დაიწყო და რამდენს მიაგწია თავისი შრომის ხარჯზე, ეხლა სულაც არ მიკვირს ტუ არ გაიფუჩებს ხელს ქარტულ ფეხბურთში ის ხოიმ მაშინ დინამოში დაიწუნეს, იცის რა სიტუაციაააცაა საქართველოში ამ მხრივს და რაზე გაისვრის ხელებს და თავს რატომ შეირცხვენს?
nuca
ფეხბურთის გულშემატკივარი ქართველი მამაკაცების უმოქმედობა, მაამებლიბა, ხოლო ქართულ ფეხბურთში დასაქმებულთა საქმიანობა პრინციპით "ხელი ხელს ბანს" უკვე გულისამრევია.... ვინმეს ან პოლიტიკოსს, ან ბიზნესმენს ესმის, რომ ქართული ფეხბურთის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს წარმატებაც არის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა პოლიტიკოსებზე და ბიზნესმენებზე კი არა უბრალო ადამიანების გულებზე გადის, რომელთა უმეტესობას ფეხბურთი ძალიან უყვარს... ეჰ, ჩემო სამშობლო როდის გაეცემა პასუხი ილიას კითხვას: "შენ როსღა აყვავდები"..
alk
უმაგრესი და უპატრიოტესი ხარ !!! ღმერთი გფარავდეს!
gi0gri
კახა მაგარ პატივს გვემ დზლიერი სამარტლიანი და პატი0სანი ადამიანი ხარ ვინც სჰენზე ცუდი რამეს თქმას მ0ინდ0მებს ჯერ თავის გმირ0ბებს გადახედ0ს მერე პირი სპირტით გამ0ირეცხ0ს და კეთილი ინებ0ს და ცუდის თქმა არ გამედ0ს. წარმატებები
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა