ფორმულა 1. ზამთრის ტესტები. II დღე
ფორმულა 1-ში პირველი სატესტო სერია ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ხერესის ტრასაზე ცხრა გუნდი და 22 პილოტი გავიდა. მათ ჯამში 1461 წრე ანუ 6462 კილომეტრი დაფარეს.

ესპანეთში ვნახეთ ყველა გუნდი "ლოტუსის" გარდა. "მარუსია" მანქანის გაუმართაობის გამო საკუთარ ბაზაზე შეყოვნდა და სხვა საჯინიბოებს ტესტების ბოლო ორ დღეს შეუერთდა.

ტრასაზე ვიხილეთ ყველა ძირითადი პილოტი და ორი "რეზერვისტი" - რობინ ფრეინსი ("კატერჰემი") და დანიელ ჰუნკადელია ("ფორს ინდია").

სიჩქარე ყოველდღე იზრდებოდა, მაგრამ ბოლო დღეს წვიმა წამოვიდა. აბსოლუტურად საუკეთესო დრო "მაკლარენის" წარმომადგენელმა კევინ მაგნუსენმა აჩვენა - 1.23,276. ეს დრო ხუთი წამით უარესია შარშან, ანალოგიური სერიისას ნაჩვენებ შედეგზე.

შეჯამებული ცხრილის პირველი ოთხი ადგილი ერგოთ იმ გუნდებს, რომლებიც "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებდნენ. საუკეთესო რვა პილოტს შორის მხოლოდ "მაკლარენის", "უილიამსის", "მერსედესისა" და "ფერარის" წარმომადგენლები მოხვდნენ, შემდეგ მოდის "ფორს ინდიას" სამი პილოტი.

"რენოს" ძრავით აღჭურვილი მანქანებიდან, მოულოდნელად, საუკეთესო გახდა მარკუს ერიქსონი ("კატერჰემი"), ხოლო ფრანგული V6-ით ყველაზე მეტი წრე "კატერჰემის" პილოტმა კამუი კობაიაშიმ გაიარა.

ოთხი დღის განმავლობაში ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა (187 წრე), რომელთანაც სულ ცოტა წააგეს ფერნანდო ალონსომ (172) და კევინ მაგნუსენმა (160). გუნდებს შორის "მერსედესმა" (308) აჯობა "ფერარის" (248) და "მაკლარენს" (243).

განსაკუთრებით მკაფიოა განსხვავებები ძრავების სტატისტიკაში. "მერსედესის" თითოეულმა პილოტმა, საშუალოდ, 60 წრე გაიარა, "ფერარი" - 44.1, "რენო" - მხოლოდ 8.7.

ერთი დღის განმავლობაში გავლილი წრეების მიხედვით რეკორდსმენები გახდნენ - "მერსედესი" და ფერნანდო ალონსო - მათ, შესაბამისად, 132 და 115 წრე დაფარეს.

წინასასეზონო ტესტების მეორე სერია 19-22 თებერვალს, ბაჰრეინში გაიმართება.

ხერესის ტესტების შემაჯამებელი ცხრილი:

1. მაგნუსენი (McLaren) 1.23,276 (160 წრე)

2. მასა (Williams) +0,424 (133)

3. ჰემილტონი (Mercedes) +0,676 (121)

4. ბატონი (McLaren) +0,889 (83)

5. რაიკონენი (Ferrari) +1,536 (76)

6. ბოტასი (Williams) +2,068 (42)

7. ალონსო (Ferrari) +2,219 (172)

8. როსბერგი (Mercedes) +2,312 (187)

9. ჰიულკენბერგი (Force India) +2,820 (17)

10. პერესი (Force India) +5,100 (37)

11. ჰუნკადელია (Force India) +6,181 (81)

12. ვერნი (Toro Rosso) +6,639 (28)

13. სუტილი (Sauber) +6,885 (102)

14. ბიანკი (Marussia) +8,946 (25)

15. გუტიერესი (Sauber) +9,994 (61)

16. ერიქსონი (Caterham) +14,699 (12)

17. ფეტელი (Red Bull) +15,044 (10)

18. კობაიაში (Caterham) +19,917 (54)

19. კვიატი (Toro Rosso) +20,740 (9)

20. რიკარდო (Red Bull) +22,098 (10)

21. ფრეინსი (Caterham) - (10)

22. ჩილტონი (Marussia) - (5)

როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, "რედ ბულის" პილოტებმა ჩააგდეს ხერესის ტესტები - მათ ჯამში მხოლოდ 20 წრე გაიარეს. ამას მაშინვე გამოეხმაურნენ ცნობილი William Hill-ის ბუკმეიკერები. თუ ტესტებამდე "რედ ბული" ლიდერობდა კონსტრუქტორთა თასზე კოეფიციენტების რეიტინგში, ახლა, პირველ ადგილზე "მერსედესმა" გადაინაცვლა. პირად ჩათვლაში ისევ სებასტიან ფეტელია პირველი, მაგრამ მისმა კოეფიციენტმა მოიმატა.

პილოტები

სებასტიან ფეტელი 2.62

ლუის ჰემილტონი 4.50

ფერნანდო ალონსო 6.50

ჯენსონ ბატონი 11.00

ნიკო როსბერგი 11.00

კიმი რაიკონენი 13.00

კევინ მაგნუსენი 17.00

დანიელ რიკარდო 34.00

რომენ გროსჟანი 67.00

გუნდები

Mercedes 2.50

Red Bull 2.75

Ferrari 5.00

McLaren 9.00

Lotus 34.00

Williams 41.00

ბრაუნმა ცირკი დატოვა

როგორც ჩანს, ცნობილი სარბოლო ინჟინერი როს ბრაუნი საბოლოოდ წავიდა ფორმულა 1-დან. მას შემდეგ, რაც გასული სეზონის დასრულებისთანავე მან "მერსედესი" მიატოვა, ყველას ეგონა, რომ ბრაუნი "მაკლარენში" მარტინ უიტმარშის მემკვიდრე გახდებოდა.

მაგრამ, ორი დღის წინ, ბრიტანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კარიერა ფორმულა 1-ში დასრულდა და დროს სხვა საქმიანობას დაუთმობს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს "დიდი ცირკის" რბოლებთან.

სხვათა შორის, რომ ბრაუნს ერთხელ უკვე ჰქონდა პაუზა ფორმულა 1-ის კარიერაში, როცა მან "ფერარი" დატოვა. მანამდე ის 2000-იან წლებში "სკუდერიაში" მიხაელ შუმახერის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

მაგრამ, ფორმულა 1-ის გარეშე ბრაუნის ცხოვრება დიდი ხანი არ გაგრძელებულა და 2008 წელს, ის "ჰონდას" ხელმძღვანელის რანგში დაბრუნდა "დიდ ცირკში. უკვე მომდევნო სეზონში, ბრაუნმა კონსტრუქტორთა თასი მოაპოვებინა "ბრაუნ გრანპრის", ხოლო პირად ჩართვაში ამ გუნდის ბოლიდით ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა.

2010 წელს, "ბრაუნ გრანპრი" გერმანულმა ავტოგიგანტმა "მერსედესმა" შეიძინა და ბრაუნმა საქარხნო გუნდში გააგრძელა მუშაობა ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა შარშან დატოვა "მერსედესი", მისი ფუნქციები კი ტოტო ვოლფმა და პედი ლოუმ გადაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ფორმულა 1: ბრაუნი ამ კვირას წავა?
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
ფორმულა 1: რევოლუცია არ იქნება
ᓤᓝᕠᓛᓣᓚᕐ 1: ᕑᓠᓐᓣᓜᓘ "ᓤᓔᓠᕐᓠᓘᓨᕘ" ᓑᓠᕣᓜᓓᓔᓑᓐ?
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
იმედიანი "მერსედესი"
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]
ფორმულა 1: შუმახერის მაინც სჯერათ