ცსკა-სა და რუსეთის ასაკობრივი ნაკრების 20 წლის ქართველ მოთამაშეს საინტერესო წარსული აქვს
დავით ხურციძე "ტორპედოში" ითამაშებს. ფეხბურთელი ქუთაისში სამშაბათს ჩამოფრინდება და რიონისპირელებს შეუერთდება.

მისი სახელი და გვარი ქართველ გულშემატკივარს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ 20 წლის მოთამაშეს საინტერესო წარსული აქვს, რაზეც ადრე "ლელო" წერდა.

ხურციძე ქუთაისელია, მაგრამ წლების წინათ გადავიდა მოსკოვში, ცსკა-ში ვარჯიშობდა და ახლა რუსეთის მოქალაქეა.

მისი ტრანსფერი ცსკა-ს ეკუთვნის, მოსკოველთა ძირითად კლუბთან ერთად არაერთი შეკრებაც გაუვლია, თუმცა რეზერვისტთა გუნდში თამაშობდა, რამდენიმე შეხვედრა კი რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებშიც ჩაატარა.

ხურციძეს მცველადაც ათამაშებდნენ და ნახევარმცველადაც. 2012/13 წლების სეზონში, ცსკა-ს დუბლებში ჩატარებულ 23 მატჩში (აქედან 19 - სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. 2013 წელს, 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე (NextGen Series), ცსკა-მ "აიაქსი" 2:0 რომ დაამარცხა, იმ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ხურციძემ გახსნა და შეუცვლელადაც ითამაშა.

შარშან ზაფხულში, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და დიდ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის, ხურციძე მეორე ლიგის ბინადარ პენზის "ზენიტში" მიავლინეს. ამ გუნდში მან სულ 4-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი სიახლე "ტორპედოსგან": მოგეხსენებათ, 2013 წლის დეკემბერში კომპანია "ვისოლმა" ქუთაისური კლუბის დაფინანსება შეწყვიტა. ბუნებრივია, ამან "ტორპედოში" თანამდებობრივი ცვლილებები გამოიწვია.

პოსტი უკვე დატოვა ქუთათურთა აღმასრულებელმა დირექტორმა გოგა პაპიაშვილმაც, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წესიერი და საქმიანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს.

"ტორპედოში" განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე არ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კლუბის ერთიდან მეორე მეპატრონის ხელში გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად ვეცდები, ეს მოკლე დროში მოხერხდეს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. გუნდის საკეთილდღეოდ, წვიმასა და ქარში, ერთად ვიდექით.

მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვუგულშემატკივრებ, ჩემთვის პირველი მუდამ "ტორპედო" იქნება. ძალიან მინდა, 9 მარტს თბილისის "დინამოსთან" თამაშზეც ჩამოვიდე და გუნდს მხარი დაგიჭიროთ.

სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს გუნდის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. "ტორპედოს" და, ზოგადად, ქუთაისს მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ", - ამბობს გოგა პაპიაშვილი "ტორპედოს" პრესსამსახურთან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო
კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...
დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოდან" მოსკოვის "არარატში" გადავიდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედო": ფაქტია, ქართულ ფეხბურთს "სისხლის გადასხმა" სჭირდება
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია