6 თებერვალს, დილის 10 საათზე საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები სტამბულის გავლით პარიზში გაფრინდა
6 თებერვალს, დილის 10 საათზე საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები სტამბულის გავლით პარიზში გაფრინდა, სადაც 8-9 თებერვალს სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.

ძალიან კარგია, რომ, როგორც იქნა, საქართველოს საჰაერო სივრცეშიც გამოჩნდა ავიარეისი, რომელიც ადამიანურ დროს - დილის საათებში სრულდება და არა ძველებურად შუაღამისას.

შედეგად, ჩვენები ევროპაში ნორმალურად, ღამის თევების და უძილობის გარეშე იფრენენ, თუმცა ეს ვერაფერს შველის ირაკლი უზნაძის საკადრო პრობლემებს - სატურნიროდ შეგულებული 14 კაციდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო 5 გამოაკლდა, ორ წონაში - 66-სა და 73-ში კი საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე.

გამოკლების მიზეზი სხვადასხვაა - შალვა ქარდავას (66) მკერდზე ფურუნკულის ოპერაცია გაუკეთეს, ამავე წონაში გიორგი ქალდანს ვირუსი შეეყარა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (73) თიაქარმა შეაწუხა, ევროპის მესამე პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილს (73) ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი გადაუბრუნდა, ნოდარ მეტრეველს (100) კი მუხლის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. სხვათა შორის, ფეხის ტრავმის გამო გუნდს პარიზში ვერც უზნაძე მიჰყვება - მანაც ვარჯიშზე იტკინა.

სამწუხაროდ, ყველა სპორტსმენის ტრავმა იმდენად გვიან გამოვლინდა, ახლებისთვის საბუთების გაფორმება და მათი შეცვლა არ ესწრებოდა.

დაშავებული სპორტსმენები მომდევნო შეჯიბრებებზე - ავსტრიულ ობერვარტსა და დიუსელდორფში გადანაწილდებიან, ანუ ავსტრიული ტურნირის შემადგენლობაც შეიცვლება, ხოლო გერმანულ ნაკრებზე მწვრთნელები ჯერ ისედაც არ იყვნენ ჩამოყალიბებულები.

ამდენად, "დიდ მუზარადზე" შემცირებული გუნდით გამოვალთ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე - +100).

საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში ვარჯიშზე ლიპარტელიანმაც ხელის თითი იტკინა, მაგრამ შეძლებისდაგვარად მოუშუშეს და ჭიდაობაში ხელს არ შეუშლის.

ამ სპორტსმენებიდან პარიზში განთესილთა შორის პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი იქნებიან.

ტურნირის პირველი საშეჯიბრო დღე 8 თებერვალია, როცა ვაჟთაგან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალებიდან - 48, 52, 57 და 63-ისა, დანარჩენები კი მეორე დღეს - 9-ში იასპარეზებენ.

წინასწარი მონაცემებით, თავად ტურნირი, ტრადიციულად, სოლიდური იქნება - 81 ნაკრებია დარეგისტრირებული, ფალავანთა რაოდენობა კი 600-ს (!) აღწევს. თუმცა ვიმეორებთ, ეს წინასწარი მონაცემებია, რაც იქნებ კიდეც შეიცვალოს. მაგალითად, ბაზაში ჩვენი ტრავმირებული ხუთეულიცაა შეყვანილი, მაგრამ შეჯიბრებამდე დიდი ცვლილებები აღარ მოხდება.

ამასობაში ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო ამბავი თავად ფრანგთა ბანაკიდან ვრცელდება - "მუზარადზე" არ იჭიდავებს მათი და მსოფლიოს ძიუდოს უპირველესი ვარსკვლავი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი (+100). ასევე წინასწარი მონაცემებით, ტურნირზე მძიმე წონაში არ იქნებიან ბრაზილიელები, ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი რაფაელ სილვა და რუსთა ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
მსგავსი რამ არ გამიგია, ეგ 5 კაცი გასაგებია რატომაც არ წავიდნენ მაგრამ მწვრთნელმა ფეხი იტკინა და გუნდს არ მიჰყვებაო ასეთი რამე პირველად გავიგე...
judo
აქედან ვინც არ წავიდა არანაირი ტრამვა არ აწუხებთ, ჭიდაობა არ უნდოდათ და მაგიტომა არ წავიდნენ, ვისაც მართლა ტრამვა ქონდა ანუ ლიპარტელიანს უნდოდა ყველაზე მეტად ჭიდაობა და ნატკენი თითით ჭიდაობს, სხვებმა მოიმიზეზეს ტრამვები, უზნაძემ სპეციალურად შეამოწმებინა და რეხვიაშვილის უთხრეს ხარივით ჯანმრთელი ხარო მაგრამ წონა ქონდა ძან დიდი და ვერ დაიკლებდა ერთბაშად, დიუსელდორფისთვის იმედია დადგება წონაში, თითქმის ვინც დარჩნენ არავის არ სჭირდა ისეთი რამ რაც ხელს შეუშლიდა, უბრალოდ მიზეზები არის აქ ჩამონათვალი
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ბაქო 2015: დღეს ევროპულ თამაშებზე პირველ ოქროს ველით!
თბილისის გრან-პრი 2015: პირველ დღეს უმედლოდ
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ობერვარტიდან დიუსელდორფამდე: ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ნოდარ მეტრეველმა მინსკში ევროპის ჩემპიონი დაამარცხა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ულიდეროდაც ძლიერი და საინტერესო
ბაქო 2015. სამბო: დაბრუნება ბრინჯაოს ხანაში
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
კლუჟი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძემ გოლიათი მოცელა [VIDEO]
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ᕥᓐᓠᓗᓕᓔᕚᓛᓐ ᕡᕐᓛᓑᓘᓡᓢᕔᓑᕛᕐ ᓡᕞᓝᓠᓢᕘᓡ ᓡᕐᓛᓘᓜᕘᓡᓢᕠᓝᓨᓘ ᕑᓣᕥᓐᓠᓔᓡᓢᕘᓡ ᓢᕣᓠᕜᕘᓠᓘ ᕨᓔᓐᓤᕐᓡᕔᓡ
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა
თბილისის გრან-პრი 2015: მედლისთვის მხოლოდ პაპინაშვილი იბრძვის
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია