სატრანსფერო ციებ-ცხელებისას, აქამდე ქართულ რაგბიში არნახული ამბები მოხდა
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდები საზამთრო არდადეგებზე არიან.

გათამაშება 1-ელ მარტს, მე-13 ტურის შეხვედრებით განახლდება. მანამდე კი, სატრანსფერო

ციებ-ცხელებისას, აქამდე ქართულ რაგბიში არნახული ამბები მოხდა.

როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე უკეთ საქართველოს ჩემპიონატის აუტსაიდერმა "ბათუმმა" გამოიყენა.

შავიზღვისპირელებს, სხვებთან შედარებით, ორი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული და 6 ქულით ბოლო ადგილზე არიან. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, გუნდის გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ თვალი უცხოეთს მიაპყრო.

არ გეგონოთ, ბათუმელები საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველებით დაინტერესდნენ. არა, დღეიდან საქართველოს ჩემპიონატში "ბათუმის" ღირსებას ერთი ახალზელანდიელი, ორი სამხრეთაფრიკელი და სამი ინგლისელი მორაგბე დაიცავს.

ჯო საიგო ახალზელანდიელია, კორნე ნიუვენჰეიზენი და ჟაკ ხოუვსი სამხრეთაფრიკელები არიან, თიმოთი ვენი, ჩარლი რუქი და სემ ჰემპსონი ნისლიანი ალბიონიდან გვეწვივნენ.

ცხადია, ლეგიონერების გამოჩენა საქართველოს ჩემპიონატში უაღრესად დადებითი მოვლენაა. მით უფრო, რომ ისინი ასეთი ძლიერი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

ვფიქრობთ, მათი "ბათუმში" გამოჩენა რაგბის კიდევ უფრო პოპულარულს გახდის საქართველოს ამ რეგიონში და შორს აღარ იქნება ის დრო, როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში აჭარული რაგბის რამდენიმე წარმომადგენელი ითამაშებს. სამწუხაროა, მაგრამ ამჟამად ამ კუთხეს "ბორჯღალოსანთა" რიგებში მოთამაშე არ ჰყავს.

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ბათუმურ გუნდს მიზნად მარტო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება როდი აქვს დასახული.

კულუარული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებს უახლოეს ორ ან სამ წელიწადში ევროპის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობა სურთ.

საამისოდ ბათუმში სწორედ ამ პერიოდისთვის, სავარაუდოდ, სათანადო დონის სარაგბო სტადიონიც იქნება, რომელსაც "ფონდი ქართუ" აშენებს.

გარკვეული ცვლილებებია სხვა გუნდებშიც. "არმიას" რუმინეთიდან დაუბრუნდა მგეზავი მამუკა ნინიძე, რომელიც იქ კონსტანცას "ფარულში" ასპარეზობდა და რუმინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კარგი შევსება აქვს ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ქუთაისის "აიას". მის რიგებში მოსკოვის "სპარტაკიდან" დაბრუნდნენ ძმები გიორგი და ზურაბ თუთბერიძეები, ასევე მესამეხაზელი გიორგი მინაძე, რომელსაც რუსეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" ფრანგული "პერიგოდან" დაუბრუნდა შერკინების ბურჯი ნიკოლოზ მაღალდაძე. მასთან ერთად რკინიგზელებმა მეორეხაზელი გიორგი ტალახაძეც დაიმატეს.

სამი ახალი მოთამაშეა ერთ-ერთ აუტსაიდერ რუსთავის "ხარებში". გუნდს ბოლნისის "ყოჩებიდან" დაუბრუნდა თავისი აღზრდილი ლაშა შუბითიძე. გუნდი ორი ახალგაზრდა მორაგბით - გიორგი კოშაძითა და ბექა გორგაძით გაძლიერდა. ორივე მათგანი 17 წლისაა.

წლევანდელ სეზონს უწინდელზე უკეთესად ატარებს ბოლნისის "ყოჩები", რომელმაც სატრანსფერო ციებ-ცხელებისას რუმინეთიდან დაბრუნებული შერკინების ბურჯი გიორგი ხოსიტაშვილი დაიმატა. ის "ტიმიშოარას" შემადგენლობაში ასპარეზობდა და რუმინეთის ჩემპიონი გახდა. "ყოჩებს" დაუბრუნდა მესამეხაზელი რატი ურუშაძეც, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ასპარეზობდა. გასულ სეზონში ის კრასნოიარსკის "ენისეის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ჯერჯერობით ცვლილებები არ არის გათამაშების ლიდერის, "ლელოს" შემადგენლობაში. სავარაუდოდ, ასევე ძველი შემადგენლობით იასპარეზებენ "არმაზი", "ჯიქები" და "აკადემია".

ტრანსფერები

არმია

მამუკა ნინიძე

აია

გიორგი თუთბერიძე

ზურაბ თუთბერიძე

გიორგი მინაძე

ლოკომოტივი

ნიკოლოზ მაღალდაძე

გიორგი ტალახაძე

ხარები

ლაშა შუბითიძე

გიორგი კოშაძე

ბექა გორგაძე

ყოჩები

გიორგი ხოსიტაშვილი

რატი ურუშაძე

ბათუმი

თიმოთი ვენი

კორნე ნიუვენჰეიზენი

ჩარლი რუქი

ჯო საიგო

ჟაკ ხოუვსი

სემ ჰემპსონი

გრიგოლ ცირეკიძე

ერეკლე ხელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეზო110
ნამდვილად გამიხარდა ბათუმში უცხოელების მისვლა, მითუმეტეს მაგ ქვეყნებიდან. თუ ძალიან წყალწაღებულნი არ არიან, ასეთები კი არა მგონია იყვნენ რადგან მგელაძე ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და ალბათ მიხვდებოდა ვისთანაცა აქვს საქმე. მათი გამოჩენა სხვა გუნდების მოტამაშე ჩვენი ბიჭებისთვის ნამდვილად მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება, მივესალმები
GiorgiG83
საინტერესო ძვრებია ქართულ რაგბიში, მიველსამები
kargia
მგელაძე პროფესიონალია. ყოველთვის იპოვის გამოსავალს
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დიდი 10. XIII ტურის წინ: ზამთრის არდადეგები მიილია
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓮᓐᓠᓔᓑᓘ" ᓫᓚᓘᓔᓠᓓᓔᓑᓘᓐᓜ
რუსთავის "ხარები" დაღესტნელ მორაგბეებს მასპინძლობენ
რუსთავის "ხარებმა" პირველი წრე შეაჯამეს
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია
ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓮᓐᓠᓔᓑᓡ" ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓗᓐᓕᓐᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓰᓧᓐᓕᓡ
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში