გადაცემაში ირლანდიური რაგბის ლეგენდა ქის ვუდი და შოტლანდიის ნაკრების ცხრა ნომერი ენდი ნიკოლი მონაწილეობდნენ
ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის თამაშის მიზანშეუწონლობის თაობაზე უკვე ბევრი ალაპარაკდა. ნოემბრის ტესტების დასრულებისთანავე "ლელოსთან" ინტერვიუში რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა პირველმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა თასისთვის გადაიზარდა (იხილეთ ვრცლად).

ახლახან კი, ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას, ტელეკომპანია Sky TV-ზე საინტერესო დიალოგი შედგა, რომელიც ძირითადად საქართველოს ნაკრებს უკავშირდებოდა.

გადაცემაში, წამყვანთან ერთად, ირლანდიური რაგბის ლეგენდა, "სამყურების" ყოფილი კვაჭი ქის ვუდი და შოტლანდიის ნაკრების ცხრა ნომერი ენდი ნიკოლი მონაწილეობდნენ.

აი, დაახლოებით რაზე ისაუბრეს მათ:

წამყვანი: იტალიელები, ალბათ, გულდაწყვეტილნი იქნებიან ხელიდან გაშვებული რამდენიმე შანსის გამო. ირლანდიამ სრულიად დამსახურებულად დაამარცხა შოტლანდია. რამდენად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდათ იტალიას და შოტლანდიას, ექვსი ერის გუნდებსა და მეორე დონის ნაკრებებს შორის გავარდნა-აღზევება რომ იყოს?

ენდი ნიკოლი: ვფიქრობ, ღირებული შენიშვნაა. რამდენიმე მზარდი გუნდია: პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი...

წამყვანი: საქართველო!

ენდი ნიკოლი: დიახ, საქართველო... არ ვიცი, არ მგონია, რომ ისინი ჯერ... მგონია, რომ პროდუქტი უნდა გაუმჯობესდეს. როცა იტალია დაემატა ხუთ ერს, შეჯიბრება გაუმჯობესდა. არ მგონია, რომ გავარდნა-აღზევების შემთხვევაში იგივე დადებითი ეფექტი გვქონდეს.

ქის ვუდი: მე მინდა... ვინაიდან საქართველო ძალიან შთამბეჭდავად გამოვიდა მსოფლიოს თასზე.

წამყვანი: ...და ძალიან ბევრი ქართველი საფრანგეთში თამაშობს.

ქის ვუდი: მე მინდა, რომ უფრო ხშირად ეთამაშონ ამ ბიჭებს, თუმცა, როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. მე არ ვარ გავარდნა-აღზევების მომხრე, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, იქნებიან თუ არა შოტლანდიელი და იტალიელი მორაგბეები წნეხის ქვეშ იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ექვსი ერის გათამაშებაში აღარ იყვნენ.

არ მგონია, რომ ეს მძიმე ტვირთი იქნება, მაგრამ ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ მონაწილეობენ კონკრეტულად ეს ქვეყნები.

წამყვანი: მაშინ წინა წელს საფრანგეთი უნდა გავარდნილიყო.

ქის ვუდი: დიახ. საფრანგეთი გავარდებოდა, მაგრამ ძალიან მინდა საქართველოს ნახვა ამ გუნდების წინააღმდეგ.

ენდი ნიკოლი: ანუ საკითხი ასე დგას: შეიძლება თუ არა, რომ პირველი დონის ქვეყნებმა უფრო ხშირად ითამაშონ მეორე ეშელონის ქვეყნებთან, რათა ეს უკანასკნელნი განვითარდნენ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა - დიახ. მაგრამ არ ვიცი, რაგბის კალენდარში ეს როგორ აისახება.

ქის ვუდი: ექვს ერში დამატებამდე ჩვენ იტალიას ვეთამაშებოდით ყოველწლიურად, მათ ჩვენ სამჯერ დაგვამარცხეს.

წამყვანი: ისიც აღსანიშნავია, რომ დიდ ბიჭებს ძალიან არ სურთ ნოემბრის ტესტებზე ერთზე მეტი თამაში მეორე ეშელონის გუნდებთან და იმასაც ხანდახან დიდი ძალდატანებით აკეთებენ, ვინაიდან სურთ დიდებთან თამაში, რასაც ფული მოაქვს. საერთოდ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ჩანს ელიტარული გუნდებისგან მეორე ეშელონის გასავითარებლად.

ქის ვუდი: მაგრამ სწორედაც რომ ასეთი სურვილი იყო იტალიის შემთხვევაში, სანამ ხუთ ერს დაემატებოდა. იტალია უფრო მეტჯერ თამაშობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა და სწორედ ასეთი ხშირი თამაშის შედეგად ითქვა, რომ ესენი საკმარისად კარგები არიან, რათა დაემატონ ხუთ ერს.

ვინ არის მეორე ეშელონის საუკეთესო წარმომადგენელი? ეს საქართველოა. მაშინ ისინი უნდა თამაშობდნენ 1 ან 2 მატჩს ნოემბრის ტესტებზე.

ენდი ნიკოლი: ახალი ზელანდია არასოდეს ჩასულა ტონგაში, სამოასა და ფიჯიზე. არასოდეს უთამაშია მათთან სტუმრად.

წამყვანი: ზუსტად ეგ კითხვა დავუსვი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენელს ორიოდ კვირის წინათ და მან მიპასუხა: რატომ უნდა ვეთამაშოთ?

ენდი ნიკოლი: იმიტომ, რომ თამაში განვითარდეს. ძალიან ცინიკურად გამომივა, მაგრამ კუნძულელი მოთამაშეები რომ მოვაშოროთ, ვისაც წლების განმავლობაში ახალ ზელანდიაში უთამაშია...

ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ყინული დაიძრა. როდესაც ასეთი ლეგენდარული პიროვნებები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ნაკრებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე მოსაზრებები რაგბის საერთაშორისო საბჭოშიც მუსირებს.

ახლახან აშშ-ის ნაკრების თავკაცმა მაიკ ტოლკინმა twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოთქვა მოსაზრება ექვსი ერის მეორე დივიზიონის შექმნასთან დაკავშირებით.

მოკლედ, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როგორ მოხერხდეს ელიტური და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების დაახლოება. რამდენად სერიოზულადაა IRB ამით დაინტერესებული, სავარაუდოდ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dadu
ჩვენზე რომ ასეტი საუბარი დაიწყეს ეს უკვე ბევრის მთქმელია!სწორედ ამიტომაა საჭირო რუმინელებთან მუდმივი წარმატება ..რომ ლიდერად ჩვენ გვთვლიდნენ!მოგიწოდებთ რომ მარტო რუსებტან კიარა რუმინელებტან უფრო მეტი გულშემატკივრის მობილიზებას!მათან წარმატება უფრო მნიშვნელოვანია პერსპექტივაში..
ragbi-STI
ჩვენ რომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ამაზე საუბარიც ზედმეტია ისიც მართალია რომ ფაქტის წინაშე დამდგარი აი-არ-ბი ვეღარაფერს მოიმოქმედებს - ასე მოხდა არგენტინის რეალობაშიც და ხედავთ რა დონეზე თამაშობენ პუმები ჩვენ თავს უნდა მივხედოთ, აი ინგლისელი გულშემატკივარი ჩამოვა თუ არა ეგ სულ არ მაინტერესებს
roma
რაგბში თითქმის არ ხდება ისე,რომ სუსტს გაუვარდეს და ძლიერს მოუგოს,ასეთი რამ იშვიათობაა,ხოლო ფეხბურთში,კალათბურთში და სხვა სპორტის სახეობაში ასეთი რამ ხშირად ხდება,ამიტომ ჩვენ აღზევებას აზრი არა აქვს და ამიტომ ხდება ის რაც ხდება,ჩვენ ნაკრებს არცერთი მატჩი არა აქვთ მოგებული ბობოლა გუნდებთან,სანამ მსოფლიოზე არ დავამარცხებთ მათ არაფერი გამოვა,ხოლო ხალხის უმეტესობა გაუთვითცნობიერებელია ამ საკითხში,ესპანეთს,ბელგიას ან რუსეთს თუ მოუგეთ მათ ჰგონიათ,რომ ყველაფერი რიგზეა,არადა ეს ასე არ არის,ჩვენ ისინი მეორე ეშელონის გუნდად გვთლიან და ეს ასეა სამწუხაროდ.
ciba
როდესაც ირლანდიასთან პირველად ვი თამაშეთ და დავმარცხდით 70-0,ჩვენი გულშემატკივრები,ვინც ნაკრებს ახლდა მაშინ დუბლინში,ყვებოდნენ,რომ ირლანდიელი მაყურებელი მოდიოდა თამაშის მერე და გვილოცავდაო.თავიდან გვეგონა გვაშაყირებენო,თურმე არა,გულწრფელად გვილოცავდნენ სარაგბო ქვეყანაში სტუმრობას. მერე მეორედ უკვე ლელოც დავუდეთ(14-63),ხოლო მესამედ რაც მოხდა საფრანგეთში,ალბად ყველას კარგად გვახსოვს:ბოლო 20 წუთი 22-დან არ გამოგვიშვია.თამაშის შემდეგ მაყურებელმა ჩვენს მცირერიცხოვან გულშემატკივარს სტადიონის გარეთ დერეფანი მოუწყო გულწრფელი ტაშით.უკვე აღარაა შორს ის დრო,როცა ბობოლებთან ყოველ წელს რამდენიმე თამაშს ვითამაშებთ.
akhali
შოტლანდიელს ეშინია-გავარდნის წესის შემთხვევაში შოტლანდია ან იტალია გავარდება
koxi
გიორგი იქნებ აღარ თვლის ამ საქართველოს მეორე დონის გუნდად?
giorgi
ახლა მაგრად არ უნდა ააგინო და ცემო ენდი ნიკოლს? საქართველო არც გახსენებია.ესპანეთი საიდან მოიტანა? რაც ვთქვი იმის ღირსია ზუსტად
PARFIUMER
ლაშას ვეთანხმები... სერიოზული ეგ საკითხი მაშინ გახდება ექვსი ერის ბოლო ადგილოსან გასვლაზე რომ მოუგებთ, მანამდე ასე ილაპარაკებენ... თავისთავად მსოფლიოზე უნდა ვანახოთ რომ შეგვიძლია ყველასთან რაგბის თამაში. პ.ს. ილუზიაა მაგრამ ახალ ზელანდიას რომ გაუქაჩოთ კარგად ეგეც ბევრ რამეს გადაწყვეტს.
makiavelli
ეს საუბრები პრაქტიკულ შესრულებაზე მაშინგადავა როდესაც მსოფლიოზე დავამარცხებთ რომელიმე ბობოლას!
ეგრეა, ეგრე... ჯერ იტალია - შოტლანდიას უნდა გავუთანაბრდეთ- ამ გზაზე კი ჯერ ისევ რუმინეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი და ტოnგაა...
ნამდვილად სანამ უპირატესობით არ მოვუგებთ მაგ ტიპის გუნდებს მანამდე აზრ ი არააქ აღზევებას ნელნელა ესეც იქნება უბრალოთ ჩვენ ყველაფერი სწრაფად გვინდა
GiorgiG83
jimsheri -ს ეგრეა, ეგრე... ჯერ იტალია - შოტლანდიას უნდა გავუთანაბრდეთ- ამ გზაზე კი ჯერ ისევ რუმინეთი, აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი და ტოგაა... თუმცა აზრი რომ მუსიერბს უკვე წარმატებაა
ლაშა
არამგონია 6ერის პირველობას მე–2 დონის ერებიდან რომელიმე დაემატოს, ან 6 ერის პროგრამა შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში ხილულ პერსპექტივაში მაინც, მაგრამ ურიგო არ იქნება მე–2 დონის 6ერის გამარჯვებულმა ჯილდოდ (სავალდებულო სახით) ელიტის 6 ერის გათამაშების მე–6 ადგილოსანს (სავალდებულო "ჯარიმის" სახით) ეთამაშოს 1 თამაში, ალბათ უფრი მისვე მოედანზე. აბა აქ არ ჩამოვლენ ეგენი .საკმაოდ ნორმალური და სამართლიანი შემოთავაზებაა :)))
GiorgiG83
ეს უკვე სერიოზული თემაა... გასაგებია, რომ ბრიტანელები და ფრანგები, ფარად იტალას იშველებენ და იმ საკითხს, რომ ტურნირი კომერციულია. თუ გვაქვს რამეზე პრეტენზია გვყირდება ორი რამ: 1. ირბ -ს ნება და 2. ქართული რაგბის წინსვლა ირბ-ს ნება მაშინ გააქტიურდება როდესაც მოვლენა როგორც ფაქტი იქნება გარდაუვალი. აი ის რომ ჩვენი წინსვლა და ამით რაღაცის გარდაუვლობა დადგეს უმეტესად ჩვენზეა დამოკიდებული, გარეშე ფაქტორები მხოლოდ კატალიზატორი და წამახალისებელი თუ იქნება. მაქვს წინადადება რამდენიმე საათიანი რეპორტაჟI მოამზადოს ქართულ რაგბიზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ (ეს არხი მაინც ჩვენი ჯიბით ფინანსდება და დამფინანსებლის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს) - მივაწვდინოთ ხმა (არც ეგ არ არის პრობლემა) რომ ყველა პრობლემა დაფიქსირდეს და მათი გადაჭრის გზები, ისიც რომ რამდენად საზოგადოების სურვილია რაგბიზე სახელმწიფოს პატრონაჟი.
jimsheri
ჯერ-ჯერობით 6 ერის არცერთი გუნდისთვის არ მოგვიგია, ამიტომ არ მგონია ჩვენი პრეტენზიები ძალიან სამართლაინი იყოს. სამოას რომ მოვუგეთ და ბობოლებთან 1ად გავიმარჯვეთ ძალიან კარგია. ახლა, ჯერ ერთა თასი უნდა მოვგოთ, რომ კარგ ჯგუფში მოვხვდეთ, მერე იქ მოვიგოთ 2 თამაში, რომ შესარჩევების თამაშია არ გვიწევდეს, ამასობაში 6 ერის გუნდებთან ტესტებს დაგვინიშნავენ და იქაც უნდა ვიყოჩაღოთ. ანუ, წინ ვუსწრებთ მოვლენებს. რეალობა ისაა, რომ წინა მსოფლიოზე შოტლანდიას ვეთამაშეთ და მცირე სხვაობით, მაგრამ ერთობ უიმედოდ წავაგეთ. და კიდევ 1, პაბ-ში შეკრებილ ინგლისელებს არ ეკითხებით, რამდენად აქვთ ინტერესი ინგლის-საქართველოს უყურონ? აი მაგათთან რომ მოგებას დავიწყებთ, მერე გაუჩნდებათ მაგ სანახაობის ყურების ინტერესი.
archilcheghe
Beso selanastvis mainc gekitxa mis natargmns sanam 1x1 daakopirebdi? :D
ragbi-STI
მართალია წამყვანი როცა ახსენებს ლეგენდებს რომ დიდი გუნდები არანაირ ინტერესს არ იჩენენ პატარების დასახმარებლად ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ბატონყმობას ბოლო დაუდგება და მერე ევნახავთ ვინ ჯობია ბიჭობაში არც ის იყო შემთხვევითი საქართველო რომ "გამორჩა" მეორე ცირკულარის ქვეყნების ჩამოთვლისას ბატონს არ უდნათ დამყარებული და დამყაყებული სიტუაციის შეცვლა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
საქართველო რაგბიში 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადაა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია და უფრო დიდ ტურნირში უნდა ჩაგრთოთ!"