ოლიმპიური თამაშები შორეულ წარსულში იღებს სათავეს
ოლიმპიური თამაშები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ისტორიისთვის ცნობილია სპორტის ამ დიდი დღესასწაულის გამარჯვებულის ვინაობა - ეს გახლდათ ელადის მკვიდრი კოროიბოსი, რომელიც ზეთისხილის შტოთი ძვ. წ. აღრიცხვის 776 წელს შეამკეს. მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო და რომის იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა 394 წელს ოლიმპიური თამაშები, როგორც წარმართობის გადმონაშთი, აკრძალა.

დიდი დრო დასჭირდა ამ კომპლექსური სპორტული ღონისძიების აღორძინებას - 1502 წელი. ფრანგმა ბარონმა პიერ დე კუბერტენმა ოფიციალურად 1893 წელს წამოაყენა ოლიმპიური თამაშების აღდგენის იდეა. მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ და 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა პირველ აღორძინებულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 245 წარმომადგენელი მონაწილეობდა. თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი სამმხტომელი ჯეიმს კონოლი. მასპინძლებს უდიდესი სიხარული სპიროს ლუისმა მოუტანა, რომელმაც მარათონში გაიმარჯვა.

XX საუკუნის დასაწყისში პიერ დე კუბერტენმა სპორტის სამყაროს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეაც შესთავაზა, მაგრამ მას სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რადგან 1901 წლიდან თავად მართავდნენ "ჩრდილოეთის თამაშებს", რომლებშიც ზამთრის სახეობების უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ამდენად, მსგავსი პარალელური შეჯიბრების მოწყობა სკანდინავიელებს გაუმართლებლად მიაჩნდათ.

ფრანგმა ბარონმა მაინც აისრულა საწადელი: 1924 წელს კუბერტენის სამშობლოში, კერძოდ, ქალაქ შამონში გაიმართა "ზაფხულის VIII ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სპორტული კვირეული" ზამთრის სპორტის სახეობებში, რომელსაც, სოკ-ის 1925 წლის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების სტატუსი მიენიჭა.

იმ წლიდან მოყოლებული, 1992 წლამდე, ზამთრის თამაშები ზაფხულის ოლიმპიადების წლებში იმართებოდა, რაც, ორგანიზაციული თვალსაზრისით, პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, 1992 წლის ალბერვილის XVI ზამთრის თამაშებს ორ წელიწადში ლილეჰამერის XVII ზამთრის ოლიმპიური თამაშები მოჰყვა და მერე რეგულარულად ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ლილეჰამერი ქართველებისთვის, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ოლიმპიურ მოძრაობაში დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით სწორედ 1994 წლიდან ჩაება. ნორვეგიის ამ ქალაქში ქართველთა ოლიმპიურ მისიას გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა.

ფრანგული შამონის შემდეგ მომდევნო თამაშების მარშრუტი ასეთი იყო: სანკტ-მორიცი (1928 წელი, 11-19 თებერვალი), ლეიკ პლესიდი (1932. 4-15 თებერვალი), გარმიშ-პარტენკირჰენი (1936, 6-16 თებერვალი), სანკტ-მორიცი (1948, 30 იანვარი-8 თებერვალი), ოსლო (1952, 14-25 თებერვალი), კორტინა დ"ამპეცო (1956, 26 იანვარი- 5 თებერვალი), სკვო-ველი (1960, 18-28 თბერვალი), ინსბრუკი (1964, 29 იანვარი-9 თებერვალი), გრენობლი (1968, 6-18 თებერვალი), საპორო (1972, 3-13 თებერვალი), ინსბრუკი (1976, 4-15 თებერვალი), ლეიკ პლესიდი (1980, 13-24 თებერვალი), სარაევო (1984, 8-19 თებერვალი), კალგარი (1988, 13-28 თებერვალი), ალბერვილი (1992, 8-23 თებერვალი), სოლთ ლეიქ სითი (2002, 8-24 თებერვალი), ტურინი (2006, 2-26 თებერვალი), ვანკუვერი (2010, 12-28 თებერვალი) და აი, სოჭი (2014, 7-23 თებერვალი)....

ქართველები ზამთრის ოლიმპიადებზე

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით 1994 წლიდან ჩაება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მანამდე ჩვენი მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ბაკურიანელი "მფრინავი ტორპედო" კობა წაქაძე გამოდიოდა ტრამპლიდან ხტომაში. მან ოთხ ოლიმპიადაზე მოსინჯა ძალები:

1956 წელი, VII ოლიმპიადა. კორტინა დ"ამპეცო. 70 მ. ტრამპლინი - 30-ე ადგილი;

1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი. 80 მ ტრამპლინი- მე-9 ადგილი;

1964 , IX ოლიმპიადა. ინსბრუკი. 90 მ ტრამპლინი- 27-ე ადგილი;

1972, XI ოლიმპიადა. საპორო. 70 მ ტრამპლინი- მე-9, 90 მ ტრამპლინი- 35-ე ადგილი.

1994 წელი, XVII ოლიმპიადა, ლილეჰამერი. ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება)- 47-ე ადგილი, კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა)- 27-ე, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი- 50-ე, 120 მ ტრამპლინი- 55-ე, ლევან აბრამიშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია.

1998, XVIII ოლიმპიადა, ნაგანო. ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) - 25-ე, სოფიკო ახმეტელი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, ლევან აბრამიშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი- 55-ე, 120 მ ტრამპლინი- 59-ე ადგილი.

2002, XIX ოლიმპიადა, სოლთ ლეიქი სითი. ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა)- 27-ე, სოფიკო ახმეტელი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, რობერტ მახარაშვილი (სლალომი) - დისკვალიფიკაცია, კახა წაქაძე: 90 მ ტრამპლინი- 58-ე, 120 მ ტრამპლინი - დისკვალიფიკაცია.

2006, XX ოლიმპიადა, ტურინი. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - მე-10, ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა)-28-ე, იასონ აბრამაშვილი: გიგანტური სლალომი-29-ე, სლალომი-32-ე ადგილი.

2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - მე-14, ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგურული ციგურაობა) - 27-ე, იასონ აბრამაშვილი: გიგანტური სლალომი- 46-ე, სლალომი - დისკვალიფიკაცია; ჯაბა გელაშვილი: გიგანტური სლალომი - 50-ე, სლალომი - დისკვალიფიკაცია, ნინი წიკლაური: სლალომი - 50-ე, გიგანტური სლალომი - დისკვალიფიკაცია.

ვანკუვერის ტრაგედია

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა: ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ბაკურიანელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი, რამაც შეძრა არა მარტო საქართველოს დელეგაცია და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი ოლიმპიური სამყარო.

უმძიმესი წუთების მიუხედავად, საქართველოს დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვანკუვერში დარჩენა და ოლიმპიური პრინციპების ერთგულება, რათა პატივი მიეგო ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ვაჟკაცის ხსოვნისთვის.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

დათო
სამწუხაროდ შეჭამეს ეგ ფული
სოსო
ვანკუვერში საქართველოს დელეგაციამ პატივი მიაგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას და არ დატოვა ოლიმპიური თამაშები.სწორად მოიქცნენ .გეთანხმებით,მაგრამ ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ნოდარის სამშობლოში,მისი სახელობის საციგაო ტრასის აგება.8 წელი გავიდა მას შემდეგ და აშენებულზე არაფერი ისმის და არც პრესა სძრავს კრინტს ამის შესახებ.ყველა დუმს.ეს არის ხსოვნის პატივისცემა? თუ არ ხერხდება და რაიმე დაუძლეველი დაბრკოლებაა,გვითხარით და გავიგებთ,მაგრამ თუ ვიღაცის დაუდევრობა ან უფრო უარესია,გვითხარით მაინც ვის უნდა გადავუხადოთ "მადლობა"
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით "ნიურნბერგმა" "კაიზერსლაუტერნთან" ფრეს მიაღწია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში
არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ - ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მოინანია და აპატიეს - ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს "ბარსელონასთან" მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება - პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
8 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
"ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე" - ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
ნოდარ ქუმარიტაშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოს გუნდური შეჯიბრება გაიმართება
ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
კურიოზი ოლიმპიადაზე: ნორვეგიელებს შეცდომით ნახევარი ტრაილერი კვერცხი მიუტანეს
სამი წელი რიო დე ჟანეიროს ბატალიებამდე
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ამბავი, რომელიც ყველას გულს უჩუყებს - საბა ქუმარიტაშვილმა ნოდარის მისია 12 წლის შემდეგ შეასრულა