ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება: ახალი ძველი "ბორუსია" და დაბეჩავებული "ჰამბურგი"

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება: ახალი ძველი "ბორუსია" და დაბეჩავებული "ჰამბურგი"

რაფაელ ვან დერ ვაარტი: საკუთარი ფანების გვეშინოდა!
იმ დროს, როცა მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობის სარეკორდო დროში განაღდებისკენ ისწრაფვის და რეკორდმაისტერის შემჩერებელი არავინ ჩანს, ბუნდესლიგის მე-20 ტურში ყურადღების ცენტრში ორი გუნდი მოექცა: დორტმუნდის "ბორუსია" პოზიტიური, "ჰამბურგი" კი უკიდურესად ნეგატიური კუთხით.

დავიწყოთ მთავარი პოზიტივით, ანუ "დორტმუნდით". მძიმე პერიოდის შემდეგ, რომელსაც ჩვენი გერმანელი კოლეგები თამამად უწოდებდნენ კრიზისულს, იურგენ კლოპის გუნდი, როგორც იქნა, გამოცოცხლდა. ეს სწორედ დროული გამოფხიზლება გახლდათ, რადგან 11 თებერვალს "ბორუსიას" ფრანკფურტში გერმანიის თასის მეოთხედფინალური დუელი უწევს.

ამრიგად, "ჰოფენჰაიმში" 2:2-ის, "ჰერტასთან" 1:2-ის, "აუგსბურგთან" 2:2-ისა და "ბრაუნშვაიგთან" მხოლოდ 2:1-ზე მოგებული თამაშის შემდეგ, "დორტმუნდმა" ბრემენის "ვერდერს" "კუდით ქვა ასროლინა" - 5:1 და ისიც მატს ჰუმელსის გარეშე, რომელიც ტრავმირებულია. საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ გაიბრწყინეს ჰენრიხ მხითარიანმა და რობერტ ლევანდოვსკიმ, თუმცა სრულყოფილი ბედნიერებისთვის დორტმუნდელებს მაინც აკლიათ ორი რამ.

"ჩემმა გუნდმა მართლაც გრანდიოზული ფეხბურთი აჩვენა. ეს სწორედ ის იყო, რასაც ჩვენი გულშემატკივრები ამ გუნდისგან ყოველ კვირას და ხანდახან კვირაში ორჯერ ითხოვენ," - განაცხადა მატჩის შემდეგ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა.

თუკი დორტმუნდელები თავიდან ფრთხილობდნენ (ბრემენელთაგან ზომიერზე მეტი აგრესია იყო მოსალოდნელი), მერე და მერე, ნელ-ნელა მოუმატეს, მეორე ტაიმში კი "ვერდერი" საბოლოოდ განგმირეს, რაც პირველ რიგში, სწორედ მხითარიანისა და ლევანდოვსკის უაღრესად ეფექტიანი კომბინაციებისა და გოლების დამსახურება გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე 25 წლის მხითარიანს აშკარა კრიზისი ჰქონდა - "ბორუსიას" სომეხ გამთამაშებელს 8 ტურის განმავლობაში არცერთ გოლში არ მიეღო მონაწილეობა.

რაც შეეხება იმ ორ რამეს, რაც "დორტმუნდს" ჯერ კიდევ აკლია: ეს არის გემრიელი გამარჯვება საკუთარ მოედანზე, სადაც კლოპის გუნდს უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. საქმე ისაა, რომ "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერის კარის დალაშქვრა თვით "ვერდერმაც" კი მოახერხა.

თუმცა "დორტმუნდი" მომავალი დუელებისთვის ამ ნიუანსების გარეშეც მომზადებული ჩანს. 11 თებერვალს კლოპის გუნდი ფრანკფურტში ჩადის, სადაც "აინტრახტს" გერმანიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში სტუმრობს. შაბათს ბუნდესლიგის მორიგი ტურია, რომელშიც კლოპის გუნდის მეტოქე ასევე "აინტრახტი" იქნება. მერე კი დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდი ელით - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან".

ვან დერ ვაარტი: საკუთარი ფანების გვეშინოდა!

გასული უქმეები "ჰამბურგისთვის" განსაკუთრებით მძიმე რომ იყო, ამის შესახებ 10 თებერვლის ნომერში, უშუალოდ მე-20 ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით. გაგახსენებთ, რომ "ჰერტასთან" 0:3-ის შემდეგ ჩრდილოგერმანული კლუბის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს შეუტიეს, რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერი ესროლეს, მერე კი სტადიონის გასასვლელის ბლოკირება მოახდინეს და მოთამაშეების ავტომობილებიც დააზიანეს.

მომხდარში ალოგიკური და უცნაური არაფერია, რადგან "ჰამბურგს", რომელიც ბუნდესლიგიდან აქამდე არასდროს გავარდნილა, ზედიზედ ექვსი წაგება აქვს და მეორე ბუნდესლიგასთან ისე ახლოა, როგორც არასდროს!

"საკუთარი გულშემატკივრების ასე თუ შემეშინდებოდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვენ მართლა გვეშინოდა! მაგრად გვეშინოდა!" - წუხდა "ჰამბურგის" ჰოლანდიელი კაპიტანი რაფაელ ვან დერ ვაარტი მატჩის შემდეგ. მასაც ბევრი საგანი ესროლეს და უყვიროდნენ, შენ კლუბი "ჰამბურგი" ისე არ გიყვარს, როგორც უნდა გიყვარდესო.

რაფაელისა და ფანების შეხლა-შემოხლაში პოლიცია ჩაერია - ფანები ვან დერ ვაარტს კვერცხებს, სანთებლებს და ვაშლებს ესროდნენ, მერე კი მის და მისი თანაგუნდელების ავტომობილებს შეუტიეს. ახალწვეული ოლა ჯონის მანქანა 40-მდე სამართალდამცავმა გააცილა, თოლგაი არსლანის მანქანას კი კაპოტი დაუზიანეს.

"ფეხბურთელებზე ასეთი იერიშის მიტანა ყოვლად დაუშვებელი და გაუმართლებელი საქციელია. როგორ უნდა იბრძოლონ ამის მერე ახალგაზრდა მოთამაშეებმა?" - განრისხებულია ვან დერ ვაარტი. სწორედ ასეთი ახალგაზრდაა "ჰამბურგის" თავდამსხმელი ჟაკ ზუა, რომელსაც თავში რაღაც მოარტყეს, დაეცა და მერე მოედანი ტირილით დატოვა. პოლიციამ ორი აგრესიული ფანი დააკავა, "ჰამბურგი" კი ტოტალურ ქაოსშია ჩაძირული. ამ კლუბმა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ ექვსი თამაში და 20 ტურის შემდეგ 47 მიღებული გოლიც ნეგატიური რეკორდია.

ხელმძღვანელებიც ერთმანეთს არიან გადაკიდებულები და ვერ წყვეტენ, გაათავისუფლონ თუ არა მწვრთნელი ბერტ ვან მარვეიკი და მოიყვანონ თუ არა ფელიქს მაგათი მხსნელის რანგში. როგორ უნდა გამოვიდეს "ჰამბურგი" კრიზისიდან? ამ კითხვაზე სრული პასუხი არც ვან დერ ვაარტს აქვს:

"ვიცი, რომ ცუდად ვთამაშობ. ჩვენ ყველანი მართლა ძალიან ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ამას განგებ როდი ვაკეთებთ. ყველაფერი ჩვენვე, მოედანზე უნდა შევცვალოთ."

ცნობისათვის, "ჰამბურგს" მომდევნო მატჩი 12 თებერვალს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში, მიუნხენის "ბაიერნთან" უწევს...

XX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

(4-2-3-1)

ნოიერი (ბაიერნი) - იუნგი (აინტრახტი), ლანგკამპი (ჰერტა), თოფრაქი (ლევერკუზენი), კოლასინაცი (შალკე) - ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ჩიგერჩი (ჰერტა) - ჰანი (აუგსბურგი), მხითარიანი (დორტმუნდი), ვან დერ ბერგი (ჰერტა) - ლევანდოვსკი (დორტმუნდი)

XX ტურის გმირი

ჰენრიხ მხითარიანი (დორტმუნდი)

ჰენრიხ მხითარიანი დორტმუნდის "ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია, რის გამოც 25 წლის სომეხს ყველა მატჩში იდეალურად თამაში მოეთხოვება. მხითარიანს ამ ტურამდე 1060 წუთის განმავლობაში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, საგოლე პასი კი ბოლო 8 შეხვედრაში არ ჰქონდა გაკეთებული. "ვერდერთან" ჰენრიხმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ელიან და ითხოვენ. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა კომბინაციაში მონაწილეობდა, მან დუბლიც მიითვალა.

საუკეთესო ფეხბურთელები

"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08

2. ფილიპ ლამი ბაიერნი 18 2.59

3. მარკო როისი დორტმუნდი 20 2.63

4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 20 2.65

5. სიდნი სემი ლევერკუზენი 15 2.65

6. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 18 2.67

7. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 20 2.68

8. ტონი კროოსი ბაიერნი 18 2.68

9. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 17 2.79

10. შტეფან რაინარტცი ლევერკუზენი 12 2.86

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 20 13 8 21

2. ადრიან რამოსი ჰერტა 20 14 5 19

3. მარკო როისი დორტმუნდი 20 8 9 17

4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17

5. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 17 6 9 15

6. მაქს კრუზე გლადბახი 20 8 7 15

7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 19 12 3 15

8. თომას მიულერი ბაიერნი 19 8 7 15

9. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 19 9 6 15

10. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 15 8 6 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ

კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია

ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელად ბაუსა დაინიშნა

ᓠᓝᓛᓐᓜ ᓕᓐᓘᓓᓔᓜᕤᓔᕚᓔᕠᓘ: ᓗᕣ ᓠᓐᓛᕔᓐ, ᓛᕖᓐᕓ ᕕᓐᓠ!

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების კარს ესპანეთთან მატჩში ვერ დაიცავს

კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა

ბერტ ვან მარვეიკი თუ მაინც მაგათი?

ლევანდოვსკი "ბარსელონაში" კიდევ 1 წლით დარჩება

"იდიოტი, დიდთავა ლაპორტა! "ბარსელონაში" თამაში ახლა სირცხვილია..." - ვან დერ ვაარტი "ბლაუგრანას" ტრანსფერებზე

მარკო როისი "ბორუსიიდან" წასვლაზე სერიოზულად დაფიქრდა

"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა

"ბარსა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, თუმცა...

ვან დერ ვაარტი: მას პირველად რომ შევხედე, მეთქი, რა ნაგავია, ახლა კი რა ფორვარდი დადგა...

ურთიერთობა 12 წლით უმცროს მამაკაცთან - გერმანიის ნაკრების ვეტერანი წევრის ყოფილი მეუღლე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ხვდება

დორტმუნდის "ბორუსია": კასტრო მოდის, ჰუმელსი რჩება

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს

"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს

"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: თრილერები ქვემოთაც და ზემოთაც

ვან დერ ვაარტი ფელიქსზე: არასწორ კლუბში, არასწორ მწვრთნელთან მოხვდა

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: ათამაშებს პეპ გვარდიოლა შვაინშტაიგერს?

"კეინი თუ ლევანდოვსკი?" - კომანმა არჩევანი გააკეთა

ვან დერ ვაარტი: მაგუაიერის დონის 3 მოთამაშეს კვირაობით მოყვარულთა თამაშის დროს ვნახულობ

მირკო სლომკა, "ჰამბურგის" მხსნელი?

ლეროი სანეს "ბაიერნში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა, "აიაქსის" დონის ფორვარდი ნამდვილად არ არის" - "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტნებმა მიქაუტაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს