პარიზელი ვარსკვლავები "ვალანსიენზე" კბილებს ილესავენ
"ვალანსიენი" ყველაფერს აკეთებს გადარჩენისთვის და უსაფრთხო ზონას ორ ქულამდე მიუახლოვდა, მაგრამ ამჯერად რამდენად უნდა ჰქონდეს ქულების მოპოვების შანსი, თავად განსაჯეთ - არიელ იაკობსის გუნდი პსჟ-ს სტუმრობს.

თუმცა, თუ ვალანსიენელებმა "მონაკოს" მოუგეს გასვლაზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი სასწაული პარიზშიც მოახდინონ? ძნელი იქნება, მაგრამ უნდა იბრძოლონ.

პარიზელებმა წინა ტურში უკვე ხსენებულ "მონაკოსთან" ვერ მოიგეს. "ლუი მეორეზე" ლორან ბლანის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ახლა გაბრაზებული დედაქალაქელები შეეცდებიან, გამარჯვების წყურვილი აუტსაიდერთან დაიკმაყოფილონ, თან ზედმეტადაც არ გადაიღალონ და კარგი განწყობა შეიქმნან, რადგან ჩემპიონთა ლიგა და გერმანიაში სტუმრობა ახლოვდება. პსჟ "ლევერკუზენს" 18 თებერვალს ეთამაშება.

"ვალანსიენის" ასეთი რთული მატჩით "ევიანმა" უნდა ისარგებლოს, მაგრამ თავად ევიანელებსაც არ ელით გასეირნება - მათი მეტოქე მესამეადგილოსანი "ლილია", რომელსაც მდევრები "კუდზე აზიან" და რენე ჟირარს კიდევ ერთი წაბორძიკების უფლება არ აქვს.

საინტერესო იქნება ევიანელთა რიგებში ტულიო დე მელოს ხილვა, რომელიც ამ კლუბში ლილელთაგან გადავიდა იჯარით.

ისე, "ლილს" "კაენთან" სათასო შეხვედრაში ნერვების წყვეტა და დიდი ენერგიის დახარჯვა კი მოუხდა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში იძალა. ვნახოთ, გადაღლილები იქნებიან თუ არა ჟირარის ბიჭები. "ევიანი" კი 9-თამაშიანი (აქედან 2 თასზე) მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

120 წუთი იწვალა "ნიცასთან" სათასო შეხვედრაში "მონაკომაც", თუმცა კლაუდიო რანიერის გაცილებით გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. იტალიელმა შესაძლოა, ამჯერად ძირითადში დააყენოს დიმიტარ ბერბატოვი. გუნდმა სწორედ შეცვლაზე შესული ბულგარელის მიერ 115-ე წუთზე გატანილით მოიგო.

მონტეკარლოელთა მეტოქეს "ბასტიას" სათასო ბატალია არ ჰქონია, მაგრამ შუა კვირაში კორსიკელებმაც ითამაშეს. მათ "ტულუზს" გადადებულ მატჩში სძლიეს და საგარეო შეხვედრებში 9-თვიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გაიბრწყინა ჯიბრილ სისემ, რომლისაც "მონაკოს" განსაკუთრებულად უნდა ეშინოდეს.

"ბასტიასთვის" ერთადერთი ცუდი ამბავი ის გახლდათ, რომ ტულუზელებთან გამარჯვებას მათი ძირითადი მეკარე მიკაელ ლანდრო შეეწირა. ვეტერანი გოლკიპერი დაახლოებით 6 კვირა იუქმებს.

ყველაზე ტიტულოვანები

"სენტ ეტიენისა" და "მარსელის" დაპირისპირებას თამამად შეგვიძლია ტურის ცენტრალური შეხვედრა ვუწოდოთ. საფრანგეთის მასშტაბით ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთს "ჟოფრუა გიშარზე" შეებმება.

ამჟამად მათ შორის სხვაობა 2 ქულაა, "მწვანეების" სასარგებლოდ, რომლებიც თავის მხრივ, "ლილსა" და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურს სამით ჩამორჩებიან.

ერთი სიტყვით, ამ პაექრობაში ფრე მხოლოდ მათ კონკურენტებს აწყობთ, წაგება კი კატასტროფა იქნება, განსაკუთრებით, "მარსელისთვის". ასე რომ, გუნდებს ერთადერთი ვარიანტი რჩებათ - გამარჯვება! და ისინიც აუცილებლად მოსაგებად ითამაშებენ.

ამასობაში ევროთავგადასავლების კიდევ ერთი მაძიებელი "ლიონი" ბოლოადგილოსან "აიაჩოს" მასპინძლობს "ჟერლანზე" და თუ ვერ მოიგო, საბოლოოდ დაუქნევს ხელს ისედაც 7 ქულაში მყოფ ლიგის ევროსაგზურს. კორსიკელებს კი ამ ხუმრობა-ხუმრობაში უკვე სამი მატჩია, არ წაუგიათ.

მეზობლები

"რეიმსისა" და "ბორდოს" საინტერესო თამაშში გამარჯვებული ხუთეულისთვის ბრძოლის კარგ შანსს დაიტოვებს, ხოლო დამარცხებული პირიქით, მცირეს. ასე რომ, ეს შეხვედრა ერთგვარი ფილტრია.

მსგავსად თანაბარი წყვილებია "რენი"-"მონპელიე", "ლორიანი"-"ტულუზი" და "ნიცა"-"ნანტიც" - ერთმანეთს სულ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ხვდებიან.

ცალკე ვთქვათ "სოშო"-"გენგამზე": მონბელიარელებს სურთ, დარჩენაზე ოცნება ოდნავ უფრო რეალური გახადონ და გაიხანგრძლივონ. ამიტომაც არცთუ კარგ ფორმაში მყოფი მეტოქის დამარცხებას ყველანაირად შეეცდებიან და გულშემატკივრების მხარდაჭერაც არ დააკლდებათ.

გენგამელებს კი კრიზისის დაძლევაში ეგებ სათასო გამარჯვება და იქ მეოთხედფინალში გასვლა დაეხმაროთ. მათ ლიგა ერთში უკვე 9 მატჩია, არ მოუგიათ და ახლა ამ უიღბლო სერიის შეწყვეტის მშვენიერი შანსი აქვთ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXV ტური

14 თებერვალი

პსჟ-ვალანსიენი 23:00

15 თებერვალი

ბასტია-მონაკო 20:00

ნიცა-ნანტი 23:00

ლორიანი-ტულუზი 23:00

რეიმსი-ბორდო 23:00

რენი-მონპელიე 23:00

სოშო-გენგამი 23:00

16 თებერვალი

ლიონი-აიაჩო 17:00

ევიანი-ლილი 20:00

სტ. ეტიენი-მარსელი 00:00

ბომბარდირები:

18 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), რემი კაბელია (მონპელიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ᓡᓐ
SportMediaset: "მილანს" ვან ბომელს ჩააბარებენ
"რონალდო ის ფეხბურთელია, რომლის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი..." - მესი
"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXIII ტურის წინ: პარიზელებმა ისევ მოიგეს
ბერბატოვი: ის საუკეთესო პარტნიორი იყო, არადა, ერთმანეთს ვერც კი ვესაუბრებოდით
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
ᕡᜐᓤᕠᜐ
კრიშტიანო რონალდო - ზედიზედ მე-13 30-გოლიანი სეზონი
გაორებული ბლანი და ჩხუბი პარიზში
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓚᕐᕜᓓᓠᓝ ᓓᕐ ᓠᓝᕛᓐ ᓓᓐᓒᕕᓔᓛᓨᓕᓘᕓᓝᓑᓜᓔᓜ
თბილისში ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლამდე ბერბატოვმა ბუნტი წამოიწყო
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᕔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓓᓘᓓᓘ ᓘᓛᓔᓓᓒᓐᓪᓠᓣᓔᓑᓐ "ᓓᓘᓓᓘᓡᓒᓐᕜ"
"დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს" გაწვრთნის" - ბერბატოვი რუნიზე
42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი
მესი და რონალდო საუკეთესო სამეულში მოხვედრას არ იმსახურებენ - ბერბატოვი
ლიგა 1. სეზონის I ნაწილის შეჯამება: იბრა, პსჟ და სხვები
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება