6.16 მეტრი ჭოკით ხტომის ახალი მსოფლიო რეკორდია
ფრანგი რენო ლავილენი მსოფლიოს ახალი რეკორდსმენია ჭოკით ხტომაში. მან დონეცკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 6.16 მეტრი დაძლია და ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ლეგენდარული სერგეი ბუბკას რეკორდი. სხვათა შორის, უკრაინელი 1993 წელს, ასევე დონეცკში გადახტა 6.15 მეტრზე.

27 წლის ფრანგმა უფრო მაღალი ნახტომის შესრულებაც სცადა: თამასა კიდევ ხუთი სანტიმეტრით მაღლა ასწიეს, მაგრამ ეს სიმაღლე რენოსთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ფრანგი ცუდად დაეცა და ფეხი იტკინა, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთებული იყო.

რენო ლავილენი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი გახლავთ. გარდა ამისა, მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი დარბაზებისთვის. მისი რეკორდიც სწორედ დახურული არენებისთვისაა, ღია ცის ქვეშ კი უმაღლესი მიღწევა კვლავაც ბუბკას აქვს - მან რეკორდი (6.14 მ) 1994 წელს, იტალიის ქალაქ სესტრიერში დაამყარა. ლავილენის საუკეთესო შედეგი ღია არენებზე 6.02 მეტრს შეადგენს.

ახალი რეკორდის დამყარებას ბუბკა პირადად ესწრებოდა და მიულოცა ფრანგს უდიდესი წარმატება.

"ძალიან მიხარია რენოს გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს მოხდა დონეცკში, ჩვენს საიუბილეო ტურნირზე. ის შესანიშნავი ადამიანია. მე აღფრთოვანებული ვარ მისით და ღირსეულ მემკვიდრედ მივიჩნევ. გაოცებული ვიყავი, რომ ჩემმა რეკორდმა 21 წელი გაძლო. იმ მომენტში, როცა რეკორდი დავამყარე, ვფიქრობდი, რომ უფრო მაღალი შედეგის ჩვენება იყო შესაძლებელი", - განაცხადა ლეგენდარულმა უკრაინელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
რუსებს აღარაფერი დაეჯერებათ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ფრანგი ბუბკას კრახი
ᓭᓝᓙᓘᓗ ᓮᓢᓝᓛᓐ ᓔᓘᓤᓔᓚᓘᓡ ᓙᓝᓨᓙᓘᓡ ᓤᓝᓜᓖᓔ
ძალიან ახლოს ბუბკას რეკორდთან
ბრილიანტის ლიგა: კარგად დარბიან და დახტიან
მძლეოსნობა: რენოს მორიგი ექვსიანი
ბუბკაც გასვრილია? ლეგენდარული მხტომელის გადარიცხვებმა ეჭვი წარმოშვა
რენო ლავილენის მორიგი ექვსიანი
მძლეოსნობა: პრეზიდენტის მემკვიდრეები
უკრაინა 2022 წლის ოლიმპიადისთვის იბრძოლებს
სოჭი 2014: უკრაინა ოლიმპიადაზე რჩება