ტრამპლინიდან ხტომაც დასრულდა
სოჭში გამოსვლა დაასრულეს ტრამპლინიდან მხტომელებმა. მედლების ბოლო კომპლექტი გუნდურ პირველობაში გათამაშდა. ამ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს შანსი ვერ მიიღო ბრწყინვალე პოლონელმა მხტომელმა კამილ შტოხმა, რომელსაც პარტნიორებმა ვერ აუბეს მხარი და პოლონეთის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

ოქროსთვის ბრძოლა კი გერმანიასა და ავსტრიას შორის გაიმართა. ავსტრიელებს ამ დისციპლინაში ბოლო ორი ოლიმპიადა ჰქონდათ მოგებული. გარდა ამისა, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატიდან მოყოლებული, დაუმარცხებელნი იყვნენ. 17 თებერვალს ისინი ბოლო ორი ნახტომის წინ ლიდერობდნენ, მაგრამ გერმანელების - ანდრე ველინგერისა და ზევერინ ფროინდის შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ დაკარგეს პირველი ადგილი და მათი ჰეგემონია სწორედ სოჭში დაემხო. ფროინდის ბოლო ცდის შემდეგ დაფიქსირდა გერმანიის მცირე უპირატესობა - 2.7-ქულიანი ჰანდიკაპი.

ფროინდისა და ველინგერის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ანდრეას ვანკი და მარინუს კრაუსი. ავსტრიას წარმოადგენდნენ: მიხაელ ჰეიბოეკი, ტომას მორგენშტერნი, ტომას დიტჰარტი და გრეგორ შლირენცაური.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 41 წლის იაპონელი ნორიაკი კასაის მორიგი წარმატება. ვეტერანმა გრძელ ტრამპლინზე მოპოვებულ ვერცხლს გუნდურის ბრინჯაო დაუმატა და ფინიშის შემდეგ განაცხადა - 2018 წელს, პიონჩანგის ოლიმპიადაზეც მიხილავთო. კასაი იმ დროს 45 წლის იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
სოჭი 2014: ტრამპლინიდან ხტომა - ის, რაც მალიშმა ვერ შეძლო