პოლონური ბენეფისი
ლეგენდარული ადამ მალიშის წყალობით, ტრამპლინიდან ხტომა პოლონეთში ეროვნულ სახეობად იქცა, მაგრამ თავად მალიშსაც კი ერთხელაც არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი. ის ბევრჯერ იყო მეორე, მაგალითად, ვანკუვერში ორჯერ დამარცხდა სიმონ ამანთან.

როცა მალიშმა კარიერა დაასრულა, ბევრს ეგონა, რომ ხტომების ბუმი პოლონეთში მინელდებოდა, მაგრამ ადამის ბოლო სეზონის დროს ამობრწყინდა კამილ შტოხის ვარსკვლავი, როცა დებიუტშივე მოიგო მსოფლიოს თასის ორი ეტაპი, შარშან კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. და აი, 9 თებერვალს შტოხმა საბოლოოდ ჩაწერა თავისი სახელი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში.

მისი ტრიუმფი მოსალოდნელი იყო. ეს ჯერ კიდევ ოფიციალურ ვარჯიშებზე ჩანდა, ხოლო ოფიციალური სტარტისას, პირველივე ნახტომის შემდეგ მოუსპო იმედები კონკურენტებს: პოლონეთის ნაკრების ლიდერი 105.5 მეტრზე გადახტა, რითაც კომფორტული უპირატესობა მოიპოვა ნორვეგიელ ანდერს ბარდალზე და სლოვენიელ პეტერ პრევცზე. კამილის მეორე ნახტომი 103.5 მეტრი სიგრძისა იყო, რითაც მან დაადასტურა თავისი ბრწყინვალე ფორმა. შტოხმა მიაღწია იმას, რაც თვით ადამ მალიშისთვის იყო მიუწვდომელი.

იმედი გაუცრუეს საკუთარ გულშემატკივრებს გერმანელებმა და ავსტრიელებმა. გერმანიის ნაკრების ლიდერი ზევერინ ფროინდი პირველი ცდის შემდეგ დაეცა, ავსტრიელი ტომას დიტჰარტი მეოთხე ადგილზეც ვერ გავიდა, ხოლო გრეგორ შლირენცაუერი ათეულის მიღმა დარჩა.

კამილ შტოხი

დაიბადა: 25 მაისი, 1987

სიმაღლე: 1.73 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, საშუალო

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (2013), ბრინჯაოს პრიზიორი (2013); მსოფლიოს თასის 11 ეტაპის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად