"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი გულშემატკივარს "კამპ ნოუზე" საპასუხო მატჩში ბრძოლას ჰპირდება
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ "ბარსელონასთან" მატჩში გადამწყვეტი მარტინ დემიკელისის გაძევება აღმოჩნდა.

18 თებერვალს გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "სიტის" - 2:0. თამაშზე დიდი გავლენა 53-ე წუთზე დემიკელისის გაძევებამ იქონია, რის შემდეგაც ჯო ჰარტის კარში გოლები ლიონელ მესიმ (პენალტით) და დანი ალვეშმა გაიტანეს.

"ძალიან კარგად ვთამაშობდით და ვცდილობდით, გაგვეთანაბრებინა, თუმცა მეტოქემ ბოლო წუთზე მეორედაც აიღო ჩვენი კარი. არადა, 11-მეტრიანამდე "ბარსელონას" ჩვენს კარში გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ფეხბურთელის გაძევების შემდეგაც ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და გვეზრუნა გატანაზე. კაცნაკლული გუნდისთვის ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ორი-სამი მომენტი მაინც გვქონდა.

ბურთს მეტწილად "ბარსელონა" ფლობდა, მაგრამ ფლობდა მას იქ, სადაც ამის უფლებას ჩვენ ვაძლევდით. ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს თამაში იშვიათად მიმდინარეობდა - ჩვენც სწორედ ეს გვსურდა.

დღეს ჩემმა ბიჭებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს, აჩვენეს ხასიათის სიმტკიცე და ათი კაცითაც კი შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას.

იხილეთ ვიდეო

რა თქმა უნდა, შევეცდებით, მდგომარეობა "კამპ ნოუზე" გამოვასწოროთ. სწორედ ასე იყო "ბაიერნთან" პაექრობის დროსაც, რომელთანაც ასევე პირველად შინ დავმარცხდით. ამ შემთხვევაში, მეორე გოლმა მნიშვნელოვნად გაგვირთულა ამოცანა და დღეს "ბარსელონას" დიდი უპირატესობა აქვს.

ვნახოთ, რა გამოვა საპასუხო მატჩში. ჩვენ მიზნად ამა თუ იმ ჯილდოს მოპოვებას არასდროს ვისახავთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ნებისმიერი ტურნირის ნებისმიერ მატჩში გავიმარჯვოთ, შემდეგ კი გამოჩნდება, მოგვიტანს თუ არა ეს ჯილდოს", - აქვეყნებს პელეგრინის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]

coco
რა შუაშია მსაჯის მხარე, დემიკელისი არ იყო გასაგდები თუ წესების დარღვევა არ იყო? 2 ვითომ ძლიერი მოჩანს სიტი მარა ჯერ ადრეა ამათთვის გრანდების გაგდებაზე ფიქრი. ორი სხვადასხვა კლასის გუნდი თამაშობდა და ლოგიკური შედეგით მორჩა
Fergiuson
რაო მანუელ, მოგეწია ლივერპულის ცოდვები? კარგია როცა მსაჯი სხვა გუნდის მხარეზეა? ჰა???
მათეუსი: პსჟ "ბაიერნს" ვერ გაუძლებს - ბავარიელებმა პარიზში მეტოქეზე უკეთ ითამაშეს
დი კანიო: იტალიაში გვშურს - პსჟ-ს და "ბაიერნის" მატჩი გოძილასა და კინგ კონგის ბრძოლას ჰგავდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
"ბაიერნთან" მომავალი მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
ტრანსფერ ONLINE: 8 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე
მანუელ პელეგრინი: "ბლექბერნი" საკუთარ კედლებში საშიში იქნება!
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ლეაო ტრანსფერზეა - "მილანი" პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
ალისონი უკვე "ლივერპულის" სერიოზული პრობლემაა - ბოლოს და ბოლოს მიდის თუ რჩება?
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
Breaking: პეპ გვარდიოლა მზადაა იტალიის ნაკრები გაწვრთნას
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა