საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თსუ-ს შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოქმედმა ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ მოიპოვა. იმერულმა კლუბმა თელავში გამართული შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სერია მშრალი ანგარიშით, 3:0 დახურა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველსავე პერიოდში გადაწყდა. კოტე ტუღუშის გუნდმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო და საწყისი 10 წუთი 18-ქულიანი უპირატესობით, 16:34 მოიგო. მართალია, მასპინძლებმა მეორე და მესამე მეოთხედებში მცირედით შეამცირეს სხვაობა (23:19, 27:22), თუმცა დასკვნით პერიოდში ქუთაისელებმა კონტროლი დაიბრუნეს (12:17) და მატჩი სასურველი შედეგით – 78:92 დაასრულეს.

ქუთაისელთა რიგებში შედეგიანი მატჩი ჩაატარა დეტრიკ ბრაუნინგმა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. მას მხარი მარქუს გილსონმა აუბა, რომელმაც 8 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. თელაველთაგან საუკეთესო ანზორ ნადირაძე იყო 19 ქულით.

საინტერესოა, რომ შარშანდელი ფინალის მონაწილეები — „ქუთაისი“ და თსუ — წელსაც ნახევარფინალში არიან და მათი გზები ფინალამდე არ იკვეთება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქუთაისელებმა 0:2-დან შემოატრიალეს ფინალური სერია და ჩემპიონები გახდნენ.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო „ბათუმის“ გამოსვლა გორში. აჭარულმა კლუბმა „ივერიონს“ შანსი არ მისცა და 110:87 გაიმარჯვა. ბათუმელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა (35:21) და მას შემდეგ სხვაობა თამაშის ბოლომდე სოლიდური და სტუმართა სასარგებლო იყო. ამ გამარჯვებით სერიაში ანგარიში 2:1 გახდა ბათუმელთა სასარგებლოდ.

30 აპრილს ტყიბული მასპინძლობს „ორბისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ დაპირისპირებას. ამ წყვილში „მარგვეთი“ ლიდერობს სერიას — 2:1. 1 მაისს გორში „ივერიონი“ კვლავ უმასპინძლებს „ბათუმს“. „ქუთაისი“ ნახევარფინალში სწორედ ბათუმი-ივერიონის წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

GBF

ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს