უკრაინელთა განცხადება
უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, რომელშიც კომენტარი გაუკეთა უკრაინული დელეგაციის მიერ სოჭის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

განცხადებაში წერია, რომ სპორტსმენები, რომლებსაც ჯერ ისევ წინ აქვთ ზამთრის თამაშებზე გამოსვლა, ოლიმპიურ სოფელში რჩებიან. ათლეტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს გამოსვლა, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ბრუნდებიან უკრაინაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო სამთო-მოთხილამურე ბოგდანა მაცეცკაიას მიმართ, რომელიც წინა დღეს მკვეთრი განცხადებით გამოვიდა და 21 თებერვალს დანიშნულ სლალომში გამოსვლაზე უარი განაცხადა. იტყობინებიან, რომ 20 თებერვალს გაიმართა სერგეი ბუბკასა და სპორტსმენის პირადი შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მოისმინა ბოგდანას პოზიცია ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.

"ბოგდანა მაცეცკაია გაგებით ეკიდება იმ ოლიმპიელების პოზიციას, რომლებიც აგრძელებენ გამოსვლას. ის დარჩება სოჭში ოლიმპიადის დასრულებამდე და უგულშემატკივრებს ყველა უკრაინელ სპორტსმენს, განსაკუთრებით კი, ქალ ბიატლონისტთა ნაკრებს, რომელსაც გამარჯვებას ვუსურვებთ მთელი უკრაინელი ხალხის სადიდებლად", - წერია განცხადებაში.

"ყველანი ძალიან აღელვებულნი ვართ უკრაინის ტრაგიკული მოვლენებით. გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ამბავი. ვიზიარებ აზრს იმის შესახებ, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინას წარმოადგენენ თამაშებზე, ამ რთულ პერიოდში ერთიანობის მნიშვნელოვან მისიას ახორციელებენ", - განაცხადა სერგეი ბუბკამ.

20 თებერვლის ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ სათხილამურო რბოლაში ქალთა გუნდური სპრინტის სტარტზე არ გავიდნენ უკრაინელები - მარინა ლისოგორი და კატერინა სერდიუკი. პირველი ვერსიით, სპორტსმენებმა ასეთი საქციელით სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრასაზე არგასვლის მიზეზი მხოლოდ სერდიუკის ტრავმა იყო.

და აი, გუშინ ლისოგორისა და სერდიუკის გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი გახდა ცნობილი. მოთხილამურეებს შავი სამკლავურებით სურდათ სტარტზე გასვლა, რითაც პატივს მიაგებდნენ კიევის მოვლენებისას დაღუპულების ხსოვნას, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დართო ამის ნება. სწორედ აქედან მომდინარეობდა უკრაინელთა პროტესტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ᓭᓝᓙᓘᓗ ᓮᓢᓝᓛᓐ ᓔᓘᓤᓔᓚᓘᓡ ᓙᓝᓨᓙᓘᓡ ᓤᓝᓜᓖᓔ
სოჭი 2014: კიევის გამოძახილი - უკრაინელმა მოთხილამურემ გამოსვლაზე უარი თქვა
ძალიან ახლოს ბუბკას რეკორდთან
ბუბკაც გასვრილია? ლეგენდარული მხტომელის გადარიცხვებმა ეჭვი წარმოშვა
სენსაცია დონეცკში: სერგეი ბუბკას რეკორდი წაართვეს!
მძლეოსნობა: პრეზიდენტის მემკვიდრეები
უკრაინა 2022 წლის ოლიმპიადისთვის იბრძოლებს