ბაფალო-კაროლინა 3:2
სოჭის ოლიმპიადით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლდა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. გაიმართა ერთი შეხვედრა - "ბაფალო" "კაროლინას" მასპინძლობდა. თავდაპირველად ეს მატჩი 7 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო.

შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა, ბოლო წუთები კი სავსე იყო არაორდინარული მოვლენებით. "კაროლინა" დარტყმების რაოდენობით დიდად აღემატებოდა მეტოქეს, მაგრამ "ბაფალომ" ორჯერ მოახერხა წინ გასვლა და შემდეგ დაკარგა ეს უპირატესობა.

სირენამდე ოთხი წუთით ადრე "კაროლინას" რუსმა ლეგიონერმა ალექსანდრ სიომინმა მეორედ გაათანაბრა ანგარიში და თითქოს ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე ავტოგოლი ვიხილეთ: "ბაფალოს" დარტყმულს მიმართულება შეუცვალა "კაროლინას" მცველმა ჯასტინ ფოლკმა. გოლი "სეიბრზის" მცველ კრისტიან ერჰოფს ჩაუთვალეს, ხოლო "ბაფალოს" მეკარემ რაიან მილერმა ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

"ბაფალომ" ბოლო ორწელიწადნახევარში პირველად მოუგო "კაროლინას" ძირითად დროში - ბოლოს მან ეს 2011 წლის ნოემბერში გააკეთა.

ბაფალო-კაროლინა 3:2

0:0, 1:1, 2:1

გოლები: 1:0 ერჰოფი-5 (სტეფორდი-13, მილერი-1), 1:1 ე. სტაალი-15 (ფოლკი-20), 2:1 ენისი-14 (მოულსონი-19, სტეფორდი-14), 2:2 სიომინი-15 (სეკერა-24), 3:2 ერჰოფი-6 (მილერი-2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა