6 ბულიტი და 49 დარტყმა
ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს პირველი ვარსკვლავი გახდა აშშ-ის ნაკრების მეკარე რაიან მილერი, რომელიც "ბაფალო სეიბრზის" ღირსებას იცავს. მან "ვაშინგტონ კეპიტალზთან" შეხვედრაში 49 დარტყმა და ექვსი ბულიტი მოიგერია. შეხვედრა "ბაფალომ" ბულიტების სერიაში მოიგო - 2:1. ამ მოგების მიუხედავად, "სეირბზი" ბოლო ადგილზე რჩება აღმოსავლეთ კონფერენციაში.

მილერი აშშ-ის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე და იქ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიმდინარე რეგულარულში 33 წლის გოლკიპერმა 28 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა დარტყმების 92.7 პროცენტი მოიგერია.

გუშინ, ზედიზედ მესამე მატჩში უგოლოდ დატოვა მოედანი "ვაშინგტონის" ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა. ასეთი რამ რუსის კარიერაში წელიწადნახევარია არ მომხდარა. სულ ამ შეხვედრაში ოვეჩკინმა 12 დარტყმა შეასრულა.

სხვათა შორის, აშშ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე ჩამოყალიბდა სოჭის ოლიმპიადისთვის მეკარეების საკითხში. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან მილერი, ჯონათან კუიკი ("ლოს ანჯელესი") და ჯიმი ჰოვარდი ("დეტროიტი"). ასე რომ, ამერიკელთა გენერალური მენეჯერი დევიდ პოილი განაცხადის მიღმა დატოვებს კორი შნაიდერს, ბენ ბიშოპსა და ტიმ ტომასს.

არჩეულ სამეულში საკამათოა კუიკის კანდიდატურა, რადგან მას 12 ნოემბერის შემდეგ არ უთამაშია საზარდულის ტრავმის გამო და არც მანამდე გამოირჩეოდა საიმედო თამაშით.

ბაფალო-ვაშინგტონი 2:1 (ბ)

0:0, 1:0, 0:1, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 სტეფორდი-4 (ერჰოფი-12), 1:1 ბროუერი-8 (გრაბოვსკი-19).

ბულიტები გაიტანეს: ოტი (ბაფალო).

ფლორიდა-მონრეალი 4:1

1:0, 2:1, 1:0

გოლები: 1:0 კულიკოვი-2 (ფლიშმანი-15), 1:1 პრუსტი-4 (დიასი-11, ბუიონი-3), 2:1 ბ. კემპბელი-5 (გილბერტი-12, ბოიესი-6), 3:1 ბარკოვი-7 (გილბერტი-13, ბოიესი-7), 4:1 ბერგენჰაიმი-8 (ბ. კემპბელი-14).

კოლამბუსი-პიტსბურგი 3:5

1:1, 1:1, 1:3

გოლები: 1:0 დუბინსკი-7 (ტიუტინი-12, ჯ. ჯონსონი-8), 1:1 ჯ. ნილი-12 (ნისკანენი-15, კუნიტცი-20), 1:2 ჯ. ნილი-13 (კროსბი-35), 2:2 ტროპი-2 (ჯენერი-4, ნიკიტინი-9), 2:3 კროსბი-22 (კუნიტცი-21, ჯ. ნილი-15), 2:4 კუნიტცი-21 (კროსბი-36, ჯ. ნილი-16), 2:5 ჯ. ნილი-14 (ვიტალე-11, ენგელანდი-5), 3:5 ნიკიტინი-2 (მაკენზი-2, კომო-6).

დალასი-სტ ლუისი 2:3 (ო)

0:1, 2:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 შვარცი-13 (სობოტკა-11, ოში-27), 0:2 ოში-5, 1:2 ჯეიმი ბენი-13 (რეი უიტნი-11, ე. კოული-10), 2:2 გარბუტი-7 (როუმი-1, ჯორდი ბენი-7), 2:3 შატენკირკი-6 (პიეტრანჯელო-20, სობოტკა-12).

კალგარი-ვანკუვერი 0:2

0:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 ჰანსენი-7 (ჰ. სედინი-25, ჰამჰუისი-7), 0:2 სანტორელი-9 (კესლერი-12).

ტორონტო-კაროლინა 5:2

1:0, 2:2, 2:0

გოლები: 1:0 კესელი-19 (ბოჟაკი-8), 1:1 გერბე-9 (სიომინი-10), 2:1 კესელი-20 (ვან რიმსდიკი-15, ბოჟაკი-9), 3:1 კულემინი-5, 3:2 ფოლკი-3 (სეკერა-14, სკინერი-10), 4:2 რეინჯერი-2 (ბოჟაკი-10), 5:2 ფანოფი-4.

ტამპა ბეი-რეინჯერსი 3:4

2:2, 0:2, 1:0

გოლები: 0:1 რიკ ნეში-7 (სტეპანი-17), 1:1 ტ. ჯონსონი-10 (პერსელი-12, ფილპულა-16), 2:1 პალატი-6 (გუდასი-7, კოუტი-3), 2:2 ცუკარელო-9 (ბრასარი-14, მაკდონაჰი-16), 2:3 კრაიდერი-10 (ცუკარელო-18, მაკდონაჰი-17), 2:4 პულიო-7 (ბრასარი-15, ცუკარელო-19), 3:4 ფილპულა-14 (პურსელი-13, კორობოვი-1).

მინესოტა-აილენდერსი 4:5

1:0, 2:2, 1:3

გოლები: 1:0 რ. სატერი-1 (რუპი-1, ტ. მიტჩელი-7), 2:0 ბროდინი-7 (მ. კოივუ-21, ნიდერაიტერი-12), 3:0 ნიდერაიტერი-7 (მ. კოივუ-22), 3:1 ტავარესი-14 (ვანეკი-15, ოკსოპო-23), 3:2 კლატერბეკი-5 (ჰიკი-6, ნელსონი-7), 3:3 ჰიკი-2 (კ. მაკდონალდი-3, სტრომი-2), 3:4 ოკსოპო-13 (ჰიკი-7, ენდრიუ მაკდონალდი-12), 4:4 ფონტენი-8 (კუკი-9, სკანდელა-9), 4:5 ოკსოპო-14 (ვანეკი-16).

კოლორადო-ვინიპეგი 1:2 (ო)

0:0, 0:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ლედი-10 (ველერი-16, ტროუბა-8), 1:1 მაკინონი-9 (ლანდესკოგი-16, ე. ჯონსონი-10), 1:2 ველერი-15 (შაიფელი-13, ბაფლინი-22).

სან ხოსე-ანაჰაიმი 3:1

1:0, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 ბერნსი-12 (პაველსკი-20, ჯ. ტორნტონი-38), 2:0 კუტური-11 (ბერნსი-11, დემერსი-14), 3:0 კირნსი-1 (დეჟარდენი-7, მ. ბრაუნი-2), 3:1 მარუნი-3 (პერი-20, ფაულერი-19).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: გადადებული მატჩით განახლდა
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓗᓘᓗᓥᓛᓘᓡ "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘ" ᓐᓠᓘᓐᓜ
NHL. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓐᓠᓘᓡ ᓙᓠᓝᓡᕑᓘᕡ ᓒᕝᓚᕘ!
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓚᓣᓜᓓᓙᓕᓘᓡᓢᓛᓐ ᓘᓜᓢᓠᓘᓒᓐ ᓓᓐᓐᓑᓠᓣᓜᓐ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რაიან მილერი "ბლუზმენი" გახდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ტორონტოს" ორიდან ორი აქვს
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᓘᕜᓯᓔᓠᓡᓘ" ᓛᓔᓢᓝᓥᓔᓡ ᓔᕚᓝᓓᓔᓑᓐ
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘᓡ" ᓛᓔᓝᓠᓔ ᓙᓣᓠᓗᓮᓔᓕᓐ