უფერული ჯახი მდუმარე "ოლიმპიკოზე"
"სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ინტერს" შეასკდა, მაგრამ ბრძოლის მეტი ვერც ვერაფერი ვიხილეთ. გოლები არ გასულა, სახიფათო მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა და თითქოს თავიდანვე ჩანდა, რომ თამაში უგოლოდ უნდა დასრულებულიყო.

მილანელებს ჰქონდათ ერთი-ორი კარგი მომენტი, რომაელთაგან კი მხოლოდ მირალემ პიანიჩს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ სტუმართა მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.

მოკლედ, მატჩი ვერაფერი სანახავი გამოდგა და არც "ულტრასები" იყვნენ ტრიბუნებზე, რომ ფეხბურთელები გამოეფხიზლებინათ. დიახ, "რომას" ტიფოზები დისკვალიფიცირებულნი იყვნენ და საყვარელ გუნდს მხარი ვერ დაუჭირეს. მართალია, თამაშს 40 ათასამდე ქომაგმა მიადევნა თვალი, მაგრამ "ულტრასების" გარეშე "სტადიო ოლიმპიკო" აშკარად დადუმებული იყო. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოკლე კომენტარი გააკეთეს:

ვალტერ მაცარი (ინტერი): "ურთულესი მატჩი იყო, რომელიც მაღალ დონეზე ჩავატარეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. "რომასთან" "ოლიმპიკოზე" ქულის აღება ურიგო შედეგი ნამდვილად არაა და უკმაყოფილების საბაბი ნაკლებად მაქვს. რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, მაგრამ მთლიანობაში, შეგირდებს მხოლოდ მადლობა ეკუთვნით. ფრედი გუარინი? - ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, თუმცა ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს".

რუდი გარსია (რომა): "პირველ ნახევარ საათში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, შემდეგ კი ბურთი დავიჭირეთ და მეტოქის ნახევარზეც გადავედით. ბუნებრივია, ეს არ იყო "რომას" საუკეთესო თამაში და არც შედეგით ვარ აღფრთოვანებული. კარგია, რომ არადამაჯერებელი ასპარეზობის მიუხედავად, ასეთ ძლიერ მეტოქესთან არ დავმარცხდით. მოკვდა თუ არა სასკუდეტო ინტრიგა? - წინ ბევრი მატჩია და ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ".

იხილეთ ვიდეო

"პარმა" წინ მიიწევს

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული ევროპალიგის საგზურებისთვის. "პარმა" თამაშს თამაშზე იგებს და წინ მიიწევს. ამჯერად, რობერტო დონადონის შეგირდებმა "სასუოლო" დაამარცხეს, ერთადერთი გოლი კი მარკო პაროლომ გაიტანა. გასულ უქმეებზე "პარმას" ჯეკ-პოტი დაუჯდა, რადგან უშუალო კონკურენტებმა ქულები დაკარგეს - "ინტერის" შესახებ ვთქვით, "ვერონამ" საკუთარ კედლებში "ბოლონიას" ვერ მოუგო, "ტორინო" კი სულაც "სამპდორიასთან" დამარცხდა.

მოკლედ, დონადონი უკეთესს ვერ ინატრებდა და ამად იყო, რომ ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და კიდევ უფრო განვიმტკიცეთ პოზიცია სატურნირო ცხრილში. სიმართლე გითხრათ, ევროპის ლიგის საგზურზე ნაკლებად ვფიქრობ და ჩემი მიზანი თამაშიდან თამაშამდე პროგრესი, მომატებაა. როდესაც გუნდი ასე თამაშობს, ვრწმუნდები, რომ სწორი გზით მივდივართ. კლუბის მესვეურებისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, ჩვენ ერთად შევეჭიდეთ დიდ პროექტს, რომელიც გუნდს აუცილებლად მიიყვანს წარმატებამდე".

"ნაპოლი" ლივორნოშიც შეფერხდა

ბოლო ორ შეხვედრაში "ნაპოლიმ" ოთხი ქულა დაკარგა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, არადა, სეზონის წინ რაფას გუნდს სკუდეტოს მოპოვების რეალურ პრეტენდენტად მიიჩნევდნენ.

ჯერჯერობით, "ნაპოლი" ვერ ეჭიდავება "იუვენტუსს" და ამად არის, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკვე მომდევნო სეზონზე ალაპარაკდა. პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი სწორედ მომდევნო ჩემპიონატში იბრძოლებს პირველობისთვის.

"ლივორნოსთან" შეხვედრაში ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტიც მეტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იხეირეს და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით. მასპინძელთა გოლი კი სტუმართა მეკარის, პეპე რეინას "დამსახურებაა", რომელმაც ბურთი ვერ შეიმაგრა და საკუთარ კარში შეაგდო. მოკლედ, "ნაპოლი" რეინამ დააღალატა და შედეგად, ბენიტესის შეგირდებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. "ნაპოლის" უჭირს, ბევრ კომპონენტში აქვს მოსამატებელი, რაც ნამატჩევს არც ესპანელ სპეციალისტს დაუმალავს.

იხილეთ ვიდეო

11 ქულით

წუხელ, გვიან ღამით, "იუვენტუსმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "მილანი" და მეორეადგილოსან "რომას" უკვე 11 ქულით გაუსწრო. გოლები ფერნანდო ლორენტემ და კარლოს ტევესმა გაიტანეს. ფლორენციაში "ლაციომ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა ალბანელი ლორიკ კანას გოლის წყალობით.

იხილეთ ვიდეო

სერია A. XXVI ტური

რომა-ინტერი 0:0

რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი - ნაინგოლანი, სტროტმანი, დე როსი - ლიაიჩი (55. პიანიჩი), ჟერვინიო (89. ფლორენცი), დესტრო (81. ბასტოსი).

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - როლანდო, სამუელი, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი (88. ძანეტი), კამბიასო, ალვარესი (64. ერნანესი), გუარინი, ნაგატომო - პალასიო, იკარდი (74. ბოტა).

გაფრთხილება: სამუელი (ინტერი).

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-8(5-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 38 000

კალიარი-უდინეზე 3:0

გოლები: 1:0 იბარბო (18), 2:0 ვეჩინო (81), 3;0 იბარიმი (89).

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - დანილო, როსეტინი, ასტორი, აველარი - ვეჩინო, კოსუ, დესენა - ადრიანი (46. ერიკსონი) - იბარბო, პინილია (67. ნენე).

უდინეზე (3-5-1-1): სკუფეტი - ნალდო (75. მაიკოსუელი), დანილო, ერტო - ბასტა, იებდა, პერეირა, პინცი, გაბრიელ სილვა (61. ვიდმერი) - ფერნანდესი (51. ლოპესი) - დი ნატალე.

გაფრთხილება: კოსუ, პინილია, იბრაიმი - დანილო.

კუთხური: 2-9; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 4-9(4-5); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 6 000

ატალანტა-კიევო 2:1

გოლები: 1:0 კარმონა (21), 1:1 დაინელი (72), 2:1 ჩიგარინი (85).

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი, იეპესი, სტენდარდო, ბრივიო - რაიმონდი (74. ბრიენცა), ბაზელი (82. ჩიგარინი), ბონავენტურა, კარმონა - მორალესი (87. მილიაჩო) - დენისი.

კიევო (4-2-3-1): აგაცი - რუბინი, დაინელი, ცეზარი, ფრეი - გუარენტე, გუანა (70. კანინი) - პალოსკი (79. ბერნარდინი), ჰეტემაი, რიგონი - თერეუ (52. პელისიერი).

გაფრთხილება: კარმონა - დაინელი, რიგონი.

გაძევება: ცეზარი (68. კიევო).

კუთხური: 6-8; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-7(5-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 20 000

ჯენოა-კატანია 2:0

გოლები: 1:0 ანტონელი (14), 2:0 სტურარო (85).

ჯენოა (3-4-3): პერინი - ანტონინი (83. კალაიო), პორტანოვა, ბურდისო - მოტა, სტურარო, ბერტოლაჩი (46. ფეტფატციდისი), ანტონელი - კონატე, სკული (59. კაბრალი), ჯილარდინო.

კატანია (3-4-1-2): ანდუხარი - როლინი, ბელუში, სპოლი - პერუცი, ისკო, ბირაგი, რინაუდო - ლოდი (65. მონძონი) - კეკო (72. ლეტო), პლაშილი (65. ფედატო).

გაფრთხილება: ბურდისო, ბერტოლაჩი, სტურარო (ჯენოა).

გაძევება: ბელუში (39. კატანია).

კუთხური: 4-0; ჯარიმა: 19-26; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-7(4-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 22 000

ვერონა-ბოლონია 0:0

ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი - რომულო, დონადელი, მარკინიო - იანკოვიჩი (63. მარტინიო), იტურბე (76. ალფრედსონი), რაბუშიჩი (63. თალები).

ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, მანტოვანი - გარიჩი, ხრისტოდოლოპულოსი, კრჰინი, პერესი (70. იბსონი), მორლეო - კონე (33. კრისტალდო) - ბიანკი (66. მოსკარდელი).

გაფრთხილება: მორასი - მანტოვანი, მორლეო, პერესი, ხრისტოდოლოპულოსი.

გაძევება: კრისტალდო (82. ბოლონია).

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 3-6(2-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 20 000

სასუოლო-პარმა 0:1

გოლი: 0:1 პაროლო (2).

სასუოლო (3-4-3): პეგოლო - მენდესი, კანავარო, არიაუდო - გაცოლა, ბრიგი (46. მარონე), ბიონდინი, პუჩინო (71. ბერარდი) - მანიანელი - ძაძა (60. ფლორო ფლორესი), ფლოკარი.

პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, პალეტა, ლუკარელი - ბიაბიანი, გარგანო, პაროლო, მოლინარო, მარკიონი (68. ასკუა) - კასანო (69. სკელოტო), ამაური.

გაფრთხილება: გაცოლა, ძაძა - ლუკარელი.

გაძევება: ბერარდი (72. სასუოლო).

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 23-20; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 5-10(3-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 13 000

ტორინო-სამპდორია 0:2

გოლები: 0:1 ოკაკა (7), 0:2 გაბიადინი (79).

ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, ბოვო (57. ბარეტო) - დარმიანი, ფარნერუდი (69. მეჯორინი), კურტიჩი, ვივესი (77. ბაშა), პასკუალე - ჩერჩი, იმობილე.

სამპდორია (4-2-3-1): და კოშტა - დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო (61. ფორნაზიერი), რეჯინი - რენანი (74. კრსტიჩიჩი), ობიანგი - ედერი (81. ბარნასონი), გაბიადინი, სორიანო - ოკაკა.

გაფრთხილება: ბოვო, გლიკი, მაქსიმოვიჩი - რენანი, ობიანგი, ოკაკა.

კუთხური: 12-4; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-6(6-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 18 000

ლივორნო-ნაპოლი 1:1

გოლები: 0:1 მერტენსი (32-პენ.), 1:1 რეინა (39-პენ.).

ლივორნო (3-5-2): ბარდი - კაჩატორე, ემერსონი, კოდა - ბენასი, მბაიე, ბიაჯანტი, გრეკო (82. დუნკანი), მესბა - ბელფოდილი (77. ემეგარა), პაულინიო (90. კასტელინი).

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი - ინლერი, ფრელო - კალეხონი, ჰამშიკი (82. საპატა), მერტენსი - პანდევი (70. ინსინიე).

გაფრთხილება: ბენასი, მბაიე - ბრიტოსი, მაჯო.

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-14(3-8); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 20 000

ფიორენტინა-ლაციო 0:1

გოლი: 0:1 კანა (5).

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი, ფერნანდესი, ამბროზინი (57. ანდერსონი) - ხოაკინი (57. გომესი), კუადრადო, მატრი (73. ვოლსკი).

ლაციო (4-3-3): მარკეტი - კონკო (63. ნოვარეტი), სიანი, კანა, რადუ - ბილია, გონსალესი, ლედესმა (46. ონაზი) - კანდრევა, ლულიჩი, პერეა (90. კეიტა).

გაფრთხილება: პასკუალი, ტომოვიჩი, ამბროზინი - მარკეტი, სიანი, ლულიჩი.

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-6(2-3); ბურთის ფლობა: 64%-34%.

მაყურებელი: 35 000

მილანი-იუვენტუსი 0:2

გოლები: 0:1 ლორენტე (44), 0:2 ტევესი (68).

მილანი (4-2-3-1): აბიატი - აბატე, რამი, ბონერა, ემანუელსონი - დე იონგი, მონტოლივო (70. ჰონდა) - პოლი (53. საპონარა), კაკა, ტაარაბტი (75. რობინიო) - პაცინი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი (84. პადოინი), მარკიზიო, პოგბა, პირლო, ასამოა - ტევესი (90. ჯოვინკო), ლორენტე (90. ოსვალდო).

გაფრთხილება: ბონერა - პირლო, მარკიზიო.

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-7(11-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 80 000

ბომბარდირები: 15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 13 - ჩირო იმობილე (ტორინო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ლუკა ტონი (ვერონა).

მომდევნო ტური

8 მარტი:

უდინეზე-მილანი, კატანია-კალიარი

9 მარტი:

იუვენტუსი-ფიორენტინა, ლაციო-ატალანტა, კიევო-ჯენოა, პარმა-ვერონა, სამპდორია-ლივორნო, ბოლონია-სასუოლო, ინტერი-ტორინო, ნაპოლი-რომა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizo
დაიპყრო კი არადა მიაფარჩაკა მილანი ... ასეთი მილანი შორს ვერ წავა ... ალლეტიკომ არ დაიპყრო სან სირო? და საერთოდ ვინ არ დაიპყრო??? :) შევარდნაძე რომ ახალგაზრდა იყოს ისიც დაიპყრობდა :)

დაიპყრო არაააა გადაიპყროოოო :)))))))))))))))))))))) კატენაჩოს და (შევარდნაძეს) მოუტყან დ ე დ ა !!! :D სტამბულსჰი ხო დატყნეს :D
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"კონტემ "ნაპოლიში" ეს შეცვალა... კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ..." - Arenapoli "პარტენოპეის" ახალ დამრიგებელზე
"ბარსელონა" ფერნანდო ლორენტეს გადაბირებას ცდილობს
ფერნანდო ლორენტე შეიძლება "იუვენტუსში" დაბრუნდეს
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"
უეფას კარზე: მოდი, გავიცნოთ კოსოვო
ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
ფერნანდო ლორენტე "ნაპოლიში" გადავიდა
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
ანტონიო კონტეს "ინტერში" სამი ესპანელი ფეხბურთელის მიყვანა სურს