ემანუელ ადებაიორმა ლონდონის "ტოტენჰემის" ფანებს აქეთ უსაყვედურა
დიდი არეულობაა "ტოტენჰემში". "დეზებმა" ისევ წააგეს, თანაც საკუთარ კედლებში "სტოკთან" და კულუარებში იმ ერთი შეხედვით წარმოუდგენელ სცენარზეც კი ალაპარაკდნენ - დანიელ ლევი უკვე მაურისიო პოჩეტინოს შესაძლო გადაყენებაზეც ფიქრობსო.

"ზეწოლას არ ვგრძნობ, ეს ხელს არ მიშლის. უბრალოდ, როდესაც მარცხდები, ყოველთვის უკმაყოფილო ხარ. ჩემი მიზანი გამოსავლის რაც შეიძლება მალე პოვნაა. ეს არის ჩვენი გამოწვევა უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე.

როდესაც გოლი გავუშვით, ავჩქარდით და შეცდომების დაშვებას ვუმატეთ. რამდენიმე ისეთი ხარვეზი გვქონდა, როგორიც პრემიერლიგისთვის შეუფერებელია.

ფეხბურთში დიდი დრო არასოდეს გაქვს და ამიტომ დროულად უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, მენტალურად უნდა შევიცვალოთ და მოვძლიერდეთ", - ამბობს პოჩეტინო, რომელიც უკვე პირველად არ უსვამს ხაზს იმას, რომ მისი აზრით, კლუბის მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათისაა და "გამარჯვებულის მენტალიტეტის" დამკვიდრებაა საჭირო.

რასაკვირველია, სტოკელებთან მატჩის ბოლოს გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ და საყვარელ გუნდს ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს ემანუელ ადებაიორს არ მოეწონა და თქვა, რა გასაკვირია, რომ ამ სეზონში სახლში ხშირად ვაგებთ და გასვლაზე უკეთ ვთამაშობთ, სტუმრად არ გვისტვენენ და "ბუუუ" მაინც არ გვესმისო.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ ტოგოელი თავდამსხმელის სიტყვებზე ისედაც გაღიზიანებულ ფანებს. თან ადებაიორმა ისიც დაამატა, ნახევარზე მეტი კლუბის სახელით ვსაუბრობ, ბიჭებიც ჩემს აზრზე არიანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პოჩეტინომ სანაკრებო დონეზე გადაინაცვალა - არგენტინელი აშშ-ის 2026 წლის მუნდიალზე საშინაო კედლებში გაწვრთნის
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ლონდონის "ტოტენჰემის" სტადიონის მშენებლობა ყოვნდება
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"რეალმა" მაურიციო პოჩეტინიოს გარემოცვასთან წამოიწყო მოლაპარაკება
"სექსის დროს რომ არის, ისეთი ხმები მოგვესმა და..." - როგორ უყურებდა არშავინი პორნოს მატჩის შესვენებაზე
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
"მოსკოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და მადრიდსაც სჯობს; მინდა, იქ ჩავიდე და..." - ემანუელ ადებაიორი
ადებაიორის თამამი განაცხადი: ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია...
"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"ჩელსიმ" პოჩეტინო გაათავისუფლა
"მანჩესტერმა" პოჩეტინო გამორიცხა - "იუნაიტედს" ტენ ჰააგის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია
"ჩელსიმ" პოჩეტინოს შემცვლელი შეარჩია
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
"ჩელსის" ფანებს მოურინიოს დაბრუნება სურთ - ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი ჩანს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა