ჰოლანდიელი დაბრუნდა და ალაპარაკდა
სერია A-ს გასულ ტურში "რომამ" "ტორინოს" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთი კარგი ამბავი მოხდა, 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს კევინ სტროოტმანი დაუბრუნდა.

24 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ტრავმის გამო გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი, მსოფლიოს ჩემპიონატი და მიმდინარე სეზონის სტარტი გამოტოვა. კევინმა "ტირინოსთან" ბოლო 5 წუთი ითამაშა და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტროოტმანმა შთაბეჭდილება გაგვიზიარა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ჰოლანდიის ნაკრების კრიზისზე...

დაბრუნება

მოედანზე დასაბრუნებლად 8 თვის განმავლობაში ვემზადებოდი და, რა გასაკვირია, რომ ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. 3:0-ს ვიგებდით. მატჩის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც რუდი გარსია გამომელაპარაკა და ჩემი მოედანზე შესვლა გადაწყდა.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც უდიდესი სითბო მაგრძნობინეს. სარეაბილიტაციო პერიოდში უამრავი მხარდამჭერი წერილი მივიღე, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე კი თითქოს ყველამ ერთად მოიყარა თავი. თანაგუნდელთა მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. მინდა ყველას მადლობა კარგი თამაშით გადავუხადო.

"რომა"

ვფიქრობ, რომ "რომა" მიმდინარე სეზონში უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ ჩემპიონატში. რუდი გარსიამ დიდძალი სამუშაო შეასრულა და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. თუნდაც თავდასხმის ხაზს შევხედოთ, სადაც მუდმივი როტაციაა, მაგრამ გოლები ყველას გააქვს.

გარსიას შეუძლია, ერთ თამაშში ტოტი-ჟერვინიო-ფლორენცის ტრიო დააყენოს და მომდევნო პაექრობაში ლიაიჩს, დესტროს და იტურბეს დაეყრდნოს. ამიტომ მიმდინარე სეზონში კარგი შანსი გვაქვს საიმისოდ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. ვიცი, "ბაიერნთან" მატჩებმა ბევრს დაწყვიტა გული, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - დღეს რამდენიმე გუნდია ევროპაში, რომლებიც სხვებზე ერთი თავით მაღლა არიან, მათ შორის, მიუნხენური გრანდი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და მჯერა, მალე ნებისმიერ გუნდს ტოლ-სწორად ვეპაექრებით.

ჰოლანდიის ნაკრები

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გამოვტოვე და ჰოლანდიის ნაკრებში დიდი ხანია, არ მითამაშია, ამ გუნდის წევრად მივიჩნევ თავს. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საშინლად დავიწყეთ და თავი მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული.

კიდევ არაერთი მატჩი უნდა გავმართოთ და გვაქვს შანსი, საუკეთესო ორ გუნდს შორის მოვხვდეთ. რაც შეეხება კრიზისს, ეს სადღაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ნაკრები ისეთმა მწვრთნელმა დატოვა, როგორიც ლუი ვან გაალია. მას სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს, თავის გუნდს აშენებდა და გუუს ჰიდინკი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შესარჩევი ეტაპის უახლოეს შეხვედრას ლატვიასთან ვმართავთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, შეცდომის უფლება არ გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
წიტაიშვილის დამატების სურვილი ფრანგულ, გერმანულ და ნიდერლანდურ კლუბებს აქვთ
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
[PHOTO] ელ შაარავის საცოლემ ბარძაყზე ფეხბურთელის სურათი დაიხატა - რას წერს ლუდოვიკა სოციალურ ქსელში
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
მოულოდნელი გადაწყვეტილება სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს - "რომამ" კევინ სტროოტმანი გაყიდა
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
სერია A. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: კაცი მოურინიოს ჩრდილში
ევრო 2016. ჰოლანდიის ნაკრები: რობენზე დამოკიდებულნი
ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლომ დააღალატა
"იუვენტუსის" ახალი სამიზნეები: კევინ სტროოტმანი და შკოდრან მუსტაფი
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
არიენ რობენი: საწყენია, რონალდო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რომ გაგიტანს [VIDEO]