ფრანგული არჩევანი
წლის შემაჯამებელ ტურნირზე გუშინ მეორე ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩოგბურთელები, რომლებმაც პირველ ტურში პირწმინდად წააგეს თავიანთი შეხვედრები - ტომაშ ბერდიხი და მარინ ჩილიჩი. მათ ერთნაირი ანგარიშით - 1:6, 1:6 წააგეს, შესაბამისად, სტენ ვავრინკასთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ჩილიჩი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა წლის დასკვნით ჩემპიონატს და ამჯერადაც უშანსო წააგო - 75 წუთში 3:6, 1:6. ხორვატი აგრესიულ თამაშს ცდილობდა და ექვსი ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა. ბერდიხმა ამით ძალიან კარგად ისარგებლა და თითო სეტში ორ-ორი ბრეიკით გავიდა ფონს. ჩეხმა ჩილიჩთან ურთიერთშეხვედრებში გაზარდა თავისი უპირატესობა - 6:4.

გვიან ღამით A ჯგუფში მეორე შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი სტენ ვავრინკას ხვდებოდა.

ფრანგული არჩევანი

ცნობილი გახდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დევისის თასის ფინალური მატჩისთვის. ფრანგები 21-23 ნოემბერს ლილში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდებიან გადამწყვეტ შეხვედრაში.

საფრანგეთის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჟო-ვილფრიდ ცონგა, გაელ მონფილსი, რიშარ გასკე და ჟულიან ბენეტო. წინასწარ შემადგენლობაში ბენეტოს ნაცვლად ჟილ სიმონი ეწერა, მაგრამ ჟულიანი ამჟამად წყვილებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოდის და ნაკრების ხელმძღვანელობა ფინალში მისი წყვილთა მატჩში გამოყენებას აპირებს.

უფრო ადრე გამოცხადდა შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა. ამ გუნდში ორივე ლიდერი ითამაშებს - როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
დევისის თასი: ცონგა და ვავრინკა დაიწყებენ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]
რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი
მარიონ ბარტოლი წავიდა და არც წასულა
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
ბაუტისტა აგუტი, ცონგა... - ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ 63-ე ნომერია
შანხაის მასტერსი: ჩინეთი ჯოკოვიჩისაა
ნიკამ ვენა უნდა გაიხსენოს - დღეს ბასილაშვილი მონრეალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება
რაფაელ ნადალი თავის თავს არ ჰგავს
ჟო-ვილფრიდ ცონგას დაბრუნება გაუფუჭეს