საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე აღარ გამოვა
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთი კვირის თავზე - 20-21 ნოემბერს მინსკში, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე აღარ გამოვა.

ყოველ შემთხვევაში - ძირითადი ნაკრები, ანუ ლიდერები, თორემ არაა გამორიცხული, სათადარიგოებით დაკომპლექტებული გუნდი კი გაემგზავროს. მთავარი ნაკრებისთვის ალტერნატივად ყაზახეთში გასამართავი კომერციული შეჯიბრება იგეგმება, თუმცა ჯერ არც იქ წასვლაა გადაწყვეტილი.

კაცმა რომ თქვას, ძირითადი ნაკრები აქ ჯერ ძალზე პირობითი ცნებაა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი არ ჩატარდება. მისი გამართვა იანვარში იგეგმებოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლოსთვის გადმოიტანეს.

სწორედ იმის შემდეგ გაირკვევიან ქვეყნის ჩემპიონები და ჩამოყალიბდება ეროვნული ნაკრები. არადა, ჭიდაობაში ჯერ კიდევ ბევრი წყალქვეშა დინებაა, თუმცა ვიმედოვნებთ, პირველობა არ ჩაიშლება, ნამდვილად გაიმართება და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

ამ გზაზე ძალზე მნიშვნელოვანია აღმასკომის სხდომა, რომელიც 24 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა არის მოსაზრება, რომ რამდენიმე დღით ადრეც ჩატარდეს. დღეს ისეთი რეალობაა, რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ელოდება ამ თარიღს, ანუ ის ერთგვარ წყალგამყოფადაც შეიძლება იქცეს.

შიდა აშლილობის გამო სამომავლო სეზონისთვის მზადების საშემოდგომო ეტაპი ჩაუვარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს - მათ მხოლოდ იაკუტსკში მოასწრეს გამოსვლა და იქაც, ძირითადად, სათადარიგოებმა იჭიდავეს, სხვა შეჯიბრებებზე კი ვეღარ გაემგზავრნენ.

მათთან შედარებით, "ბერძენ-რომაელებს" ისედაც არ ჰქონდათ დაგეგმილი ბევრი სტარტი, მაგრამ ახლა ამათზეც ვეღარ მიდიან. არადა, გაისად მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები უნდა გათამაშდეს. ასეთი მნიშვნელოვანი სეზონის წინ სრულყოფილი მზადება რამდენად მნიშვნელოვანია, შეხსენებაც არ გჭირდებათ.

...თუმცა მოლოდინის რეჟიმში არა მხოლოდ ქართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა, არამედ მსოფლიოც - საერთაშორისო ფედერაცია ამ სტილისთვის სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

კერძოდ, საერთაშორისო ფედერაცია წესებში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელთა შორისაც არსებითი ორია: გაუქმდეს პერიოდებად დაყოფა, სანაცვლოდ კი დააბრუნონ ადრინდელი უწყვეტი 5-წუთიანი ჭიდაობა და ასევე, გაუქმდეს ჩოქბჯენი, როგორც სადამსჯელო ღონისძიება და არა საჭიდაო ელემენტი.

მოგეხსენებათ, თანამედროვე რეგლამენტი ორ სამწუთიან პერიოდს ითვალისწინებს, შუაში შესვენებით, ახლა კი გაჩნდა იდეა, დააბრუნონ ძველი წესი, როცა უწყვეტად ჭიდაობდნენ 5 წუთი.

რაც შეეხება ჩოქბჯენს, არის იდეა, რომ გაფრთხილებული მოჭიდავე პირდაპირ დასაჯონ 2 ქულით, მაგრამ არ ჩააყენონ დაბლა.

საერთოდ, ამ იდეის ავტორებს სურთ, რომ ჩოქბჯენში ჩაყენებით ნუ დასჯიან ფალავანს, ხოლო ჭიდაობისას ვინმე თუ გადაიყვანს მეტოქეს ამ მდგომარეობაში, შეხვედრა ჩვეულებრივად გაგრძელდება, არ შეაჩერებენ. ისევ გავიმეორებთ - ლაპარაკია ჩოქბჯენის, როგორც სადამსჯელო ღონისძიების და არა ილეთის გაუქმებაზე. ანუ, როგორც ფანდი, ის კვლავაც იარსებებს.

ცვლილებათა ზემოაღნიშნულ პაკეტზე მსოფლიოს ფედერაციამ გასულ უქმეებზე უკვე იმსჯელა მოსკოვში, "ევროპის ერთა თასის" დღეებში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. განზრახულია დეკემბერში მორიგი შეხვედრა შვეიცარიაში, მსოფლიოს ფედერაციის შტაბბინაში, სპეციალურად ამ საკითხზე, რომელსაც მსაჯ-ინსტრუქტორებიც დაესწრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს