მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან დოპინგის მიღებაში მხილებული ყველა მოჭიდავე 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება
მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან დოპინგის მიღებაში მხილებული ყველა მოჭიდავე 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ მიიღო, რომელმაც ახალი ანტიდოპინგური კოდექსი შეიმუშავა, საზოგადოებას კი ეს ამბავი ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა აუწყა.

სასჯელის გაორმაგება ძალაში ახალი წლის დადგომისთანავე შევა, ლალოვიჩი კი სპორტსმენებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "დოპინგი არა მარტო ჭიდაობის, არამედ მთლიანად სპორტის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ბრძოლა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს დახმარებით, არა მარტო კოდექსს გავამკაცრებთ, არამედ სინჯების რაოდენობას და ფინანსურ ჯარიმებსაც გავზრდით. 4-წლიანი დისკვალიფიკაცია, ფაქტობრივად, კარიერის დასრულებას ნიშნავს. ამიტომ ვაფრთხილებ ყველას, პატიოსნად მოეკიდონ თავიანთ საქმეს და სუფთად იბრძოლონ წარმატების მისაღწევად" - განაცხადა მან.

ჭიდაობის ანტიდოპინგური კოდექსი სხვა ცვლილებასაც ითვალისწინებს - მცირდება სასჯელი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც სამჯერ აარიდებენ თავს დოპინგ-ტესტს - წელიწადნახევრის ნაცვლად, ახალი წლიდან ისინი ერთი წლით ჩამოშორდებიან აქტიურ სპორტს.

დოპინგზე საუბრისას ლალოვიჩმა ბოლო ორი სკანდალიც გაიხსენა, რომელთაგანაც ერთი თავისუფალ ჭიდაობაში თურქთა დაღესტნელ მსოფლიოს მესამეპრიზიორ შამილ ერდოღანს (97) უკავშირდება, მეორე - ქართველ ფალავანს, ასევე თავისუფალ ჭიდაობაში, ოღონდ ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს (120).

თურქი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და თან ბრინჯაოც ჩამოერთვა, ქართველს კი 6-თვიანი სასჯელი აკმარეს, თუმცა მსოფლიოს ოქროსთან მოუხდა გამოთხოვება (ის ამ ტურნირზე ჩავარდა და ამიტომ ევროპის ოქროს არ შეხებიან, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მას იგივე პრედუქტალი, რაზეც ახლა მიედავნენ, მაშინაც ჰქონდა მიღებული, ოღონდ ამის შესახებ სპორტსმენის ანკეტაში იყო ჩაწერილი). პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით, ორივე 4 წლით დაისჯებოდა.

როგორც ჩანს, კანონის ასეთი გამკაცრებისკენ არა მარტო ჭიდაობა, მთლიანად მსოფლიოს სპორტი წავა. საქმე ისაა, რომ ამგვარი რეგულაციის შემოღებას საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოც აპირებს, რასაც ასევე ახალი წლიდან გეგმავდა, თუმცა კონგრესზე ამ იდეის დახვეწა მოითხოვეს და მისი შემოღება დროებით გადაიდო. ლალოვიჩმა და ჭიდაობამ, უბრალოდ, მოვლენებს დაასწრეს...

ლალოვიჩი მართალია იმაში, რომ 4-წლიანი დისკვალიფიკაცია, ფაქტობრივად, კარიერის დასრულებას ნიშნავს. პეტრიაშვილის ასაკში (20 წლისაა) კიდევ შეიძლება რეაბილიტაცია, თუმცა გაცდენილი წლების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ეს ის ასაკია, როცა სპორტსმენი საბოლოოდ ყალიბდება ათლეტად და ფორმის პიკზე უნდა გავიდეს, ასეთ დროს წყვეტა კი აუნაზღაურებელი დანაკლისია.

მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ძიუდოში ნიჯატ შიხალიზადე (66), ვინც 18 წლისა მსოფლიოს პრიზიორი გახდა, თუმცა იმავე ასაკში მეორედ ჩავარდა დოპინგზე და 4 წლით დაისაჯა. მან სასჯელი მოიხადა, დაბრუნდა კიდეც და თავის ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი, აქა-იქ ხელშესახებ წარმატებებსაც აღწევს, მაგრამ ეს მაინც არაა ის ძველი ფალავანი, რაც დასჯამდე იყო. დღეს მას ამ წონის ლიდერთა შორის არავინ მოიხსენიებს. არადა, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დოპინგს ლეგალურად 25 ფეხბურთელი მოიხმარდა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
უარი დაწყვილების იდეას - ქვეყნიდან ერთ წონაში ისევ მხოლოდ ერთი ფალავანი იჭიდავებს
დენის ჩერიშევის წინააღმდეგ ესპანეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ჭიდაობაში ნოვატორული იდეების განხორციელება გრძელდება
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
იტალიის საუკეთესო მოცურავეს დოპინგის გამოყენების გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
დოპინგში აშშ პირველია, რუსეთი - მეორე
20 ქვეყანა რუსეთისთვის სპორტული შეჯიბრებების ჩატარების უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ფეხბურთში დოპინგის მოხმარების ფაქტები მატულობს