ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბელგიელი აგენტი: ურუგვაიში თქვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკეთ თამაშობენ

ბელგიელი აგენტი: ურუგვაიში თქვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკეთ თამაშობენ

მარტინ ანგოტე შოკშია - ევროპაში "პორშეს" სისწრაფეებია, საქართველოში კი "ოპელ ასტრას" ტემპში მოძრაობენო
ფოტოზე: ლაშა ჯაკობია და მარტინ ანგოტე

ადრეც ვწერდით, რომ 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისას თბილისს არაერთი ევროპელი მენეჯერი თუ კლუბის წარმომადგენელი სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი ბელგიელი აგენტი როჟე ანგოტე გახლდათ, რომელმაც წლების წინ ლიეჟის "სტანდარტში" ლაშა ჯაკობია წაიყვანა, წლეულს ზაფხულში კი ლუკა კიკაბიძე - ფრანგულ "ბასტიაში" მოაწყო. ზაფხულში ის "გენტში" გიორგი თევზაძის დაბინავებას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი მიზეზთა გამო გადაიდო.

ამ ცოტა ხნის წინ კი თბილისში ცნობილი აგენტის ერთ-ერთი ვაჟი, მარტინ ანგოტე იმყოფებოდა. ვფიქრობთ, მისი ინტერვიუ ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა:

- მარტინ, საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?

- ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს ვარკვევდი. მამაჩემისგან ისედაც ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე, აქაურ ფეხბურთზე, არსებულ ვითარებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თავად მსურდა დეტალებში გარკვევა. სულ საქართველოს ჩემპიონატის 5 მატჩი ვნახე და მის დონეზე წარმოდგენა შემექმნა.

- როგორია ეს შთაბეჭდილებები?

- საკმაოდ მძიმე. პირდაპირ რომ გითხრათ, კატასტროფული დონეა.

- ესე იგი, კატასტროფული...

- სამწუხაროდ, ასეა. საქართველოში ჩამოსვლამდე ლაშა ჯაკობიას ვიცნობდი, რომელიც მამაჩემმა 17 წლის ასაკში ბელგიაში ჩაიყვანა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი.

ბევრი რამ ვიცი თქვენებზე, ისიც, რომ რამდენჯერმე თქვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. თავად ვნახე შარშან, თქვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდში რა კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ნანახმა შოკში ჩამაგდო.

- ყველაზე ცუდად თვალში რა მოგხვდათ?

- ძალიან დაბალი ტემპი და ფეხბურთელების ინერტულობა. ბევრი მათგანი მოედანზე იდგა, არ მოძრაობდა, არ იხსნებოდა, გამწვავებას არ ცდილობდა. მე სხვა ფეხბურთს შევეჩვიე და არ ვიცი, ეს ინერტულობა რას მივაწერო. ეს უფრო მენტალური და აღზრდის პრობლემაა - თავდამსხმელები დგანან და ელიან, როდის მისცემენ პასს.

ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი ტალანტია, ასეთი ჩემპიონატი იქნებოდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ არ დარბიან, მაგრამ რიტმი არ იგრძნობა და აფეთქებები მეტისმეტად მცირეა. ევროპაში ამაზე ბევრად მაღალი ტემპია არა მხოლოდ ტოპ-ლიგებში, არამედ ბელგიის მეორე ლიგაშიც.

- ძალიან დიდი განსხვავებაა?

- ევროპაში "პორშეს" სისწრაფეებია, საქართველოში კი "ოპელ ასტრას" ტემპში მოძრაობენ.

- ეს ყველაფერი ჩვენი კლუბების ფინანსურ გასაჭირსაც ასახავს. პირობები არ აქვთ, მოთამაშეებს კარგად ვერ ამზადებენ...

- ეს ვიცი და მესმის, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც გაცილებით ნაკლები ფული აქვთ, თქვენზე უფრო მეტად უჭირთ, მაგრამ იქაური ჩემპიონატების დონე და ტემპი გაცილებით მაღალია.

- მაგალითად?

- მაგალითად, პარაგვაისა და ურუგვაიში. შესაძლოა, იქ თქვენნაირი პირობები ან უარესიც კი არის, მაგრამ იქაური კლუბები ფეხბურთელების გაზრდას მაინც ახერხებენ. სხვათა შორის, განსაკუთრებული სიმდიდრით არგენტინული კლუბებიც არ გამოირჩევიან, მაგრამ სხვა მენტალიტეტის ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრად ჟინიანები და მონდომებულები.

დაბალი ტემპია ბრაზილიის მესამე ლიგაში, მაგრამ იქ ნიჭიერს მრავლად წააწყდები. აქ კი ტალანტები 16-17 წლის ბავშვები არიან, მათგან კი ერთი-ორი თუ იზრდება.

- პლუსი საერთოდ ვერ დაინახეთ?

- არა, რატომ? თქვენს ფეხბურთელებს ტექნიკის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ და ბევრ საინტერესო თვისებასაც ავლენენ, მაგრამ ერთადერთი თამაში მომეწონა - ქუთაისში "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც ვნახე და ერთადერთი, სადაც ფეხბურთი ვიხილე.

- რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდით?

- დიახ, ორი საინტერესო ფეხბურთელი მოვძებნე და კიდევ უფრო გამიმყარდა მოსაზრება, რომ 18 წელს მიღწეული ქართველი ფეხბურთელი ევროპაში უნდა წავიდეს, თორემ მერე თქვენთან პროგრესი შეუძლებელია.

მოთხოვნა ბევრს ნიშნავს, აქაური ჩემპიონატის დონეზე კი მოთამაშეს ბევრი არ მოეთხოვება. მაგრამ ასეთ დონეზე ვერავინ განვითარდება და ვერაფერს მიაღწევს. ჯობია, წავიდეს და ბელგიური კლუბის დუბლშემადგენლობაში ითამაშოს, ვიდრე თქვენს უმაღლეს ლიგაში.

- ამაზე უარესი დონის ჩემპიონატი გინახავთ?

- როგორ არ მინახავს? მაგალითად, ავსტრალიაში. იქ ფეხბურთი კარგად არც ესმით. თქვენ კი საფეხბურთო ქვეყანა ხართ და ასეთი დონე არ შეგშვენით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Nodari

იმათ გასაგონად... ვინც გეცბაიას აიგივებს ამ სკაუტთან... ქეცბაიამ უამრავი ტყუილი თქვა და თითო ოროლად თავის პოზიციის გასამყარებლად ნათქვამი სიმართლე.. მაინც არაფერს ნიშნავს, მიზეზთა გამო.. ამ კაცს კ ტყუილი არ უთქვამს ჯერ :)

• quTaiseli

და არ ეკითხებით მერე უნდა თუარა დაბრუნება იმუშავებს დაბალ ხელფასსე და როგორც მისი მომხრეები ამბობთ უპერსპექტივო ნაკრებთან.თუ ფეხბურთელები არაგვყავს როგორც თქვენ ამბობთ ვისთან იმ უმუშავებს.

• ნუკრი

დააბრ უნეტ კეცბაია ტუგინდატ რამის მიხწევა

• luk

ყველაფერი ქეცბაიას ბრალია რას ამბობ! ის რო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები პასს ვერ აკეთებენ,გოლი ვერ გააქვთ,იღლებიან,ბურთს იშორებენ,ქეცბაია ეუბნება ასე ქენითო თორე ეხლა რო წავიდა თემურა აი ნახეთ გერმანიასაც მოუგებენ პოლონეთსაც და ვაფშე მერე ბრაზილიასაც მიაყოლებენ ... თემურა იყო ქართული ფეხბურთის დამაქცევარი თორე ეს ვიღაც არაკომპეტენტური ბელგიელები ვის აინტერესებს?! :D საცოდავი ერი ვართ,იმისიც კი არ გვრცხვენია რო აზერბაიჯანი სასომხეთი და ყაზახეთი გვჯობნის,ფული ფულიო,ესენი რო გაჯობებენ სუ უფულოდ უნდა ითამაშო და სული ამოხადო სომეხმა და აზერბაიჯანელმა ან თუნდაც ყაზახმა ფეხბურთში კი არა რამეში როგორ უნდა გაჯობოს,მაგრამ აღარ გვაქვს აღარც ჟინი აღარც თავდადება,მარტო ერთმანეთის მოტყუება და დახოცვა ვიცით!

• Raul

საინტერესოა :) მადლობა ამ კაცს პირდაპირობისათვის :)

• gio

ფეხბურთს რომ ვაკვირდები ყოველ 12 წელში რაღაც მეორება მე მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტს და მერე თვითონ შეაფასეთ რამდენად რეალურია,2002 წელს რეალმა ლიგა მოიგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ანალოგიურად ბაიერნმა 2001-13, იტალიამ 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში წააგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ,1998 წელს ინტერმა უეფას თასი მოიგო და 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა,1990 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა1-0 და ორჯერ 12 წლის შემდეგ ანუ ამ წელს იგივე განმეორდა და ესეთი სხვა ფაქტებიც იქნება . ეს მსოფლიო ფეხბურთზე და მსგავსი მომენტი ქართულ ფეხბურთშიც არის 1981 ში დინამომ რომ მოიგო თასების მფლობელთა თასი ორჯერ 12 წლის შემდეგ პატარა წარმატება განმეორდა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით ამიტომ მანამდე თუ არა 2017 წლისთვის შეიძლება დინამომ რაღაც წარმატებას მიაღწოის თუ მანამდე რამე კარგი მოხდა ეს წარმატება ალბათ უფრო მეტი იქნება და შეიძლება 2018 წლის მსოფლიო თასზეც ამოვყოთ თავი მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგია დანარჩენი შენ უნდა გაკეთო მხოლოდ ეგეთ შემთხვევაში მუშაობს ეს ყველაფერი..ბრაზილიელებს ეს საქმე კარგად ესმით და მაგის წყალობითაც არიან ხუთგზის ჩემპიონები ადრე ერთ-ერთ გადაცემაში მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა ამ თემაზე.ამიტომ ვგულშემატკივრობ ლივერპულს როდესაც ჩვენ რაღაც წარმატებას ვაღწევდით ლივერპულიც მაგ დროს იგებდა,ამ თემაზეც თუ დაწეერთ კარგი იქნება

• nika

ურუგვაის ცხოვრების დონე და ეკონომიკა გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენთან, 3,5 ურუგვაის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 18 ათასი დოლარია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 6 ათასია. ურუგვაისთან ნამდვილად უადგილოა შედარება.

• Joni

Ertaderti kaci vinc simartles laparakobda kecbaia iyo da isic moishores. Mteli federacia ***

• jorj

რეფორმებია გასატარებელი სასწრაფოდ.

• zaza

16 გუნდიანი კი არა, ასეთ ვითარებაში 8 გუნდიანი ჩემპიონატიც არ არის საჭირო....რა, ამ უცხოელს რომ არ ეთქვა, ჩვენ ვერ ვხედავთ?

• poster

GIGA... :D მართალია ეს რო ქეცბაიას ეთქვა ეტყოდნენ როგორ გვაკადრა ამ გაუზრდელმაო მაგრამ უცხოლი რახან არის პროფესიონალი იქნება იასნიაო იფიქრეს... დარწმუნებული ვარ ქეცბაიას მეასედიც არ იცის ამ სკაუტმა მაგრამ ამის გჯერათ და ის მოინელეთ რახან ქართველია და კარგად ვერ მეტყველებს.

• mmm

ჰოდა რომ არ დარბიან და ბიუჯეტის ფულები უნდათ, მაგაშია საქმე. რაში უნდა უხადოს სახელმწიფომ მილიონებიააა/ საერთოდ არ გვინდა ფეხბურთი, ჩაოოოოო

• giga

ამას ამაყად ავრცელებთ და ქეცბაია შეჭამეთ!!!!!!!

• Saba

ესეც ქეცბაია ხო არაა თქვე კაი ხალხო. არ დარბიან ეს ოჯახ აშენებულები და მერე იტყვიან რატო გვაქვს ცუდი ჩემპიონატიო

• Toma

ა კაცი, რეალურად შეაფასა ქართული ფეხბურთი, ისე "ოპელ ასტრას", რომ მიამსგავსა მე მგონი "ზაპორიჟეცი" ჯობდა , ან სულაც "როლიკები" :–) :–) :–)

• გუჯა კახაძე

ეს კაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გვჭირდება!!!!

• Tbilisi

Qartuli fexburti sword rom mag veteranebma Mokles romeltac adidebt romel jibeshi chaidon fuli amas fiqtoben. Yvela chumadaa arafers laparakobs imitom rom federacia adzlevs Fuls da cuds rogor ituvian am dros fexburti kvdeba

• Lasha

Saqartvelos chempionatis done martlac dzalian dabalia, au avstraliaze ver davetanxmebi iq tempic magalia donec, avstraliis chempionatidan fexburtels seria -A gundebi da inglisis premiershipis gundebi yiduloben ai saqartvelos chempionatidan ki arcerti qveyana ar yidulobs.tu sadme sinjze wava isic milionshi erti tu darcheba sashvalo evropul gundshi

• dave

ეს გამოუშვა სპეცილურად ქეცბაიამ : )))))))))))))))))))))))))))))))))))

• Tbilisi

ამაზეა ნათქვამი სიმართლე მწარეაო :)

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?

"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა

ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა

ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]

"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...

კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში - ჯიმი ტაბიძე ქვეყნის ჩემპიონ "გენტში" ჩაირიცხა!

კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა

ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს

კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში

ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

ეს ვარიანტი ძალიან მაწყობდა - ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს

ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა

ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"

რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან