თბილისის "დინამოს" მცველი, 21 წლის გიორგი თევზაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.
თევზაძემ "ჟილინასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ჟილინამ" გასულ სეზონში ფორტუნა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
გიორგი "დინამოს" ამ წერილით დაემშვიდობა:
"დინამოში" 3 წელიწადზე მეტი გავატარე და ამ პერიოდში საქართველოში არსებული ყველა ტიტული მოვიგე. იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიმდიოდა კლუბში და იყო მომენტები, როდესაც ტრავმებმა და შემდეგ აღდგენითმა პერიოდმა გამაწვალა. საბოლოო ჯამში, მე "დინამოში" დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და ახლა კი ვემშვიდობები ამ კლუბს. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს, "დინამოში" მომუშავე პერსონალს, ჩემს კოლეგებს, სამწვრთნელო შტაბს და პრეზიდენტს. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც სლოვაკური "ჟილინა" ჰქვია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პერიოდი წარმატებული მექნება. "დინამო" კი სამუდამოდ ჩემს გულშია".
თევზაძემ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2017 წლის სეზონში 18 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა. მან "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი უკვე წარადგინა თავად სლოვაკურმა კლუბმა. "ჟილინამ" ოფიციალურ ვებგვერდზე ფეხბურთელის კომენტარიც გამოაქვეყნა.
"პირველი შთაბეჭდილებები კარგია, სტადიონი მშვენიერია. ვგრძნობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. საკმაოდ მოტივირებული ვარ. მინდა, ჩემი კარგი თვისებები, თამაში და ნიჭი გამოვავლინო", - განაცხადა თევზაძემ.
"რა თქმა უნდა, მინდა, რომ ძირითადში ვითამაშო და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ჩემი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელი სლოვაკეთში მუშაობდნენ. ამიტომ ვიცი, რომ "ჟილინა" სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. "ჟილინა" აგრესიულად თამაშობს და მუდმივად დომინირებს. გუნდი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია", - აღნიშნა თევზაძემ.
ქართველი ახალწვეულის შესახებ კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კაროლ ბელანიკმაც გააკეთა.
"დიდი ხანი ვაკვირდებოდით გიორგის და როცა მისი დამატების შანსი გამოჩნდა, ის გამოვიყენეთ. გიორგი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის საჭირონი არიან. მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიციაზე კონკურენციას გავაძლიერებთ. გიორგის დრო დასჭირდება, რომ ახალ პირობებს მიეჩვიოს, აკლიმატიზაცია გაიაროს. ეს მისთვის პირველი უცხოური კლუბია, თუმცა მას აქვს პოტენციალი", - თქვა ბელანიკმა.
გაიოზ გოშაძე
გიორგი დიდ წარმატებებს გისურვებ, გაიხარე და გაგვახარე ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.
კი ეგრეა
ჰოპ ჟილინა, ჟილინა
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
ვინისიუსმა "არსენალით" დაინტერესება გამოიყენა და "რეალთან" კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
კორონავირუსმა სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონი შეიწირა
"დილა" "ჟილინასთან" სლოვაკეთში 1:5 განადგურდა [VIDEO]
ჟილინა-ტორპედო 3:3 - მხიარული თამაში სლოვაკეთში
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს
"დილამ" გორში თამაში შემოატრიალა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი - ვერა
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 4:0 - დინამო, ძალა მოძრაობაში [VIDEO]
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა