დევი დობორჯგინიძე: "ერთხელ მაინც, სამთავრობო სხდომაზე გულშემატკივრები მიგვიწვიონ და ვიტყვით, რაც გვტკივა და გვაწუხებს"
საინტერესო ისტორიაა - გასულ საუკუნეში ტყიბულის რაიკომის მდივანმა კარლო ლომაძემ და "საქნახშირტრესტის" მმართველმა დავით დობორჯგინიძემ ქალაქში 20-ათასიანი სტადიონი ისე ააშენეს, არც ერთ საბჭოთა გეგმასა თუ პროექტში არ დაუმტკიცებიათ და, ცხადია, მშენებლობის დაფინანსების წყაროც არ არსებობდა.

მაგრამ ფეხბურთის ამ ორმა დიდმა მოყვარულმა მაინც მოძებნა გზა. სამშენებლო მასალები მაშინ იაფი იყო და მისი შოვნა პრობლემას არ წარმოადგენდა. ეს იყო პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონი მთელ საბჭოთა კავშირში (ლანჩხუთში მერე ააშენეს), რომელიც ხარისხიანი მოედნით გამოირჩეოდა.

მერე, ტყიბულის სტადიონი საქართველოს მაშინდელმა პირველმა კომუნისტმა ვასილ მჟავანაძემ ნახა და ისე მოეწონა, მშენებლობის ხარჯების გასტუმრება ერთ-ერთ მაღაროს მიაწერა...

პროგრამა თაროზე

"ასეთი ხალხი დღეს უფრო გვჭირდება, რადგან ჩვენ უკვე დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს და მას მეტი მონდომებით უნდა ვემსახუროთ", - ამბობს დავით დობორჯგინიძის შვილი დევი დობორჯგინიძე.

ბატონი დევი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო ძველი ვერისბაღელის სტატუსით იცნობენ.

ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისას ტრიბუნაზე ასიოდე მაყურებელს თუ მოჰკრავთ თვალს, ერთ-ერთი დევი დობორჯგინიძეც იქნება - ცხადია, თავის ვერისბაღელ მეგობრებთან ერთად.

"მამაჩემის აშენებულია ახალციხის სტადიონიც და ისიც - შახტების ფინანსებით მოახერხა. ეს მოხდა ადრე, როცა საქართველო ჯერ დამოუკიდებელი არ იყო. მაგრამ დღეს რა ხდება? სამწუხაროდ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ფეხბურთი დახმარებას საჭიროებს.

დაპირებების მიუხედავად, ფეხბურთს არაფერი ეშველა, რადგან მისი განვითარების პროგრამა არ ამოქმედებულა და არც ვიცით, საერთოდ ეს რამდენად რეალურია", - გულდაწყვეტილია პროფესორი და ისიც ცუდად ახსენდება, წლების წინათ ვერისბაღელების მიერ დაწერილი პროგრამა თაროზე რომ შემოდეს...

ჯერ მწვრთნელები გვყავს გასაზრდელი!

"ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელი რომ გახდა, ვერისბაღელმა გულშემატკივრებმა პროგრამა დავწერეთ და 1991 წელს სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციას შევთავაზეთ. მთავარი აქცენტი აღმზრდელებზე გავაკეთეთ და არა - ბავშვთა ფეხბურთზე.

ეს დღესაც გამართლებული მგონია, რადგან ფეხბურთელს გონიერი, უნარიანი და პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებული მწვრთნელი თუ გაზრდის...

...ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით, ჯავახიშვილის, ტექნიკურ, აგრარულ, სამედიცინო უნივერსიტეტებისა და სპორტის აკადემიის ბაზაზე სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა შექმნილიყო, სადაც სტუდენტები დაეუფლებოდნენ მწვრთნელის, მენეჯერის, სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო აგრონომის სპეციალობებს.

პროექტში საინტერესო პუნქტი იყო შეტანილი - ვამტკიცებდით, რომ მოედნებს წყლის გადასახადი უნდა მოეხსნას. ეს მოთხოვნა ახლა უფრო აქტუალურია და საფეხბურთო სკოლების გადასახადებთან პირდაპირ კავშირშია. თუ მსგავსი პუნქტი სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ თუ დასაწერ პროგრამებში არ არის გათვალისწინებული, ჩათვალეთ, რომ სკოლებში გადასახადები არ შემცირდება და მშობლებს მომავალშიც დღევანდელივით გაატყავებენ...

...ვიცით, რომ თურქმენეთში, სადაც დემოკრატია არ არის, გაზისა და ნავთობის უდიდესი საბადოები აქვთ. გაზი ხალხისთვის უფასოა, ბენზინი კი ჩვენი კურსით თეთრები ღირს.

ამ დროს, სიმდიდრე საქართველოშიც არის. წყალზე ვლაპარაკობ. უნიკალური მარაგები გვაქვს და უფასოს ვინ ჩივის, ისე გააძვირეს, სკოლები მოედნებს ვეღარ რწყავენ. ეს ერთხელ თენგიზ სულაქველიძემ მითხრა და გული მომიკვდა. აბა, როგორ ვაპირებთ მოედნების მოვლა-პატრონობას?" - სვამს კითხვას ბატონი დევი.

სახლები რომ არ აშენდეს...

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იპოდრომთან დაკავშირებულ ჩანაფიქრს გვიმხელს:

"ქართულ ფეხბურთში ტრაგედია ტრიალებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ბოლო წლებში არაერთი სკოლისა და სტადიონის წართმევას და მათ ადგილებზე სახლების მშენებლობას.

ამ დანაკლისის შევსება შესაძლებელი იქნება, თუ დღემდე უფუნქციოდ დარჩენილ იპოდრომს ფეხბურთს გადასცემენ. ასეთ შემთხვევაში, ეს ტერიტორია თბილისის "ფილტვის" როლსაც შეინარჩუნებს და იქ სახლები არ წამოიჭიმება, ფეხბურთის განვითარებისთვის კი უმნიშვნელოვანესი საქმე გაკეთდება.

იპოდრომის პარამეტრები საგანგებოდ მოვიძიე: მისი სიგრძე 688 მეტრია, სიგანე - 240 მეტრი და ვიანგარიშე: ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება 20 სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, პლუს ამას, სკოლების ოფისების მოწყობაცაა შესაძლებელი.

ვიცით, რომ იპოდრომს პატრონი შეეცვალა, მაგრამ ამით ქვეყანას რა შეემატა? კარგი არ იქნება, სახელმწიფომ იქ უფასო საფეხბურთო სკოლები მოაწყოს, სადაც ბავშვები თანხებს არ გადაიხდიან, ხოლო მოედნებს მმართველობაში გადასცენ საფეხბურთო სკოლებს?!

"საბურთალო" მშვენიერი სკოლაა და ხელისშეწყობა არ სჭირდება? როდემდე უნდა ზიდოს მისმა მეპატრონემ ეს ტვირთი მარტომ? იმავეს ვიტყვი "დინამოს" აკადემიაზე, "ავაზაზე", 35-ე სკოლაზე, სულაქველიძისა და კარლო მჭედლიძის აკადემიებზე, "ნორჩ დინამოზე" და ასე შემდეგ.

მათი ამჟამინდელი სკოლების ადგილზე სტადიონები უეფას სტანდარტებით ააშენონ და იქ თამაშები გამართონ. დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს ჩიხური მდგომარეობიდან ასეთი გადაწყვეტილება თუ გამოიყვანს. ეს ტერიტორია ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და არა - სახლების ასაშენებლად".

პროგრამას მეცნიერები არ სჭირდება?

დევი დობორჯგინიძე კახა კალაძესა და ლევან ყიფიანსაც მიმართავს:

"ჩვენ ყველა ვუყურებდით, ქართული ფეხბურთისთვის საფუძვლის გამოცლას რა მიზანმიმართულად ცდილობდნენ. სტადიონები და სკოლები მხოლოდ თბილისში არ გაუსხვისებიათ. ასევე მოხდა ზუგდიდსა და ბათუმში.

ეს უკანასკნელი 2018 წელს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამ დროისთვის, ბათუმში სტადიონის აშენებაც იგეგმება და ორივეს დიდძალი სახსრები დასჭირდება. ამ ორი პროექტის გაერთიანებით, ბათუმს უნიკალური სპორტული ობიექტები დარჩება და მხოლოდ ერთი სახეობისთვის განკუთვნილი არ იქნება.

ჩვენთან ფეხბურთი ისეთი სოციალური ფენომენია, რომელსაც ერის ცხოვრებასა და წინსვლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია. ბოდიში ყველასთან, მაგრამ 17-წლამდელები ვერც ერთ სახეობაში იმდენ მაყურებელს ვერ შეკრებენ, როგორც ეს ვასილ მაისურაძის ნაკრებმა მოახერხა".

პატივცემული რესპონდენტი საფეხბურთო პროგრამის შედგენაში მეცნიერების ჩართვას და გულშემატკივართა მოსაზრებების გათვალისწინებას ითხოვს:

"ბევრი ცნობილი ადამიანია, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და ფეხბურთი უზომოდ უყვარს. მაგალითად, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ კვესიტაძე ფეხბურთელი იყო. პროგრამის შედგენაში ხომ მეცნიერებიც უნდა მონაწილეობდნენ? და აზრი ერთხელ მაინც ჰკითხეს მათ? იგივე, პროფესორ ვერნი ალფაიძეს, ცნობილ ინჟინერ ალეკო კობაიძეს, ჯონდი გაჩეჩილაძეს, გოგი ჭიჭინაძეს - ეს ხალხი უბრალო გულშემატკივრები არ არიან, თავიანთ სფეროებში პროფესორები არიან. საფეხბურთო პროგრამაში კი ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის - მეცნიერული...

...მაგრამ ჯერ არც პროგრამა იწერება და არც არავის ეკითხებიან, რა და როგორ სჯობია. არა მგონია, შოთა რუსთაველს "ვეფხისტყაოსნის" დაწერაში იმაზე მეტი დრო დასჭირვებოდა, ვიდრე საქართველოს - საფეხბურთო პროგრამაზე. 20 წელიწადში ასეთს რას ვწერთ, რომ ეს ჩვენი ცოდვით სავსე პროგრამა ვერ გვეღირსა?

ერთხელ მაინც, სამთავრობო სხდომაზე გულშემატკივრები მიგვიწვიონ და ვიტყვით, რაც გვტკივა და გვაწუხებს - სატკივარზე გულწრფელ სიტყვებს მოისმენენ და ბევრ რამეს გაიგებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me
მაგარი დასკვნაა ზაზა ტონგა 100 წელზე მეტია თამაშობს რაგბს და ტონგელები სხვა სახეობებში არ გამოდიან შესაბამისად სპორტის ერთ სახეობაზე არიან გადართული და ჯონა ლომუ ტონგელი იყო და ზელანდიაში 3 მორაგბე მაინც არი წარმოშობით ტონგელი. ფეხბურთელებმა სამაგიეროდ მოახერხეს რომ ზელანდიასთან წააგეს და ყველა ქვეყანას მგონი საქართველოსთან აქვს პირველი ევროპული ქულა მოგება და გოლი აღებული.
qutaiseli
მთავარი ის კიარარის რომელი სპორტის სახეობას მიიჩნევ შენ ქვეყანაში პირველ ნომერ სახეობათ არამედ ამ სახეობაში რას წარმოადგენ თორე შვედეთში მაგალითად ნომერ პირველი სპორტის სახეობა ჰოკეია მაგრამ რა ფეხბურთს ცუდათ თამაშობენ .ასევეა ფინეთშიც.
zaza
მსოფლიოში ხუთ ქვეყანაშია რაგბი #1სპორტი(ზელანდია,ავსტრალია,სამხ.აფრიკა,სამოა,ტონგა)....სულ სერიოზულად რაგბს თამაშობენ დაახლოებით 15ქვეყანაში და ჩვენც რეიტინგში მე-15ვართ...წავაგეთ 112ათასიან ტონგასთან....
qutaiseli
ფეხბურთირო უფრო პოპულარულია ეს იმას კიარ ნიშნავს რომ ჩვენც დიდი საფეხბურთო ქვეყანავართ როგორც გერმანია იტალია და ბრაზილია და ყველაზე დიდი შედეგი ფეხბურთში გვაქ მაგალითად ისტორიულად კალათბურთში უფრო დიდი შედეგი გვაქ ვიდრე ფეხბურთში მაგრამ არავინ ამბობს იმას თუ სადმე ცარიელი ადგილია არიქა და კალათბურთს გადავცეთ და დარბაზები ავაშენოთო ფეხბურთი არასდროს გახდება ისეთივე დონის პირველობა საქართველოში როგორც იყო საბჭოეთის დროს და არც იმდენი მაყურებელი მოვა აწი საქართველოს პირველობაზე რაც საბჭოეთის დროს მოდიოდა ეს რეალობაა და ამას დანახვა უნდა რაღაც გამონათებები შეიძლება გვექნეს მაგრამ მეეჭვება იმ თაობის დონის ფეხბურთი ოდესმე ვითამაშოთ აი როგორც უნგრეთი იყო მის მერე რამდენი ხანი გავიდა და ეგეთი ნაკრები აღარ ყოლიათ.
me
მსოფლიო მნიშვნელობის სტადიონი არამგონია გააკეთონ იპოდრომზე. სხვათაშორის რაგბი უფრო მეტ გულშემატკივარს იხვეჭს ამ ბოლო დროს ფეხბურთისგან განსხვავებით, რომელიც ტოტალიზატორის დანამატად გვევლინება. ზელანდიამ უარი თქვა ფეხბურთზე და რაგბს თამაშობს არ არი აუცილებელი ჩვენც მასე მოვიქცეთ, მაგრამ არც ის არი აუცილებელი რაგბს სავარჯიშო ადგილი წავართვათ იმის გამო, რომ ვიღაცას გონია ქართული ფეხბურთი მასე განვითარდება. ფეხბურთს არაფერი არ ეშველება სანამ არ დაბრუნდება ქუჩის ფეხბურთი, 2 საათით ვარჯიშზე წასული ბიჭი მერე 4 საათი ფეხებს მაგიდაზე რო შემოაწყობს ვისვენებო არ გამოვა არაფერი, ყველა ვისაც ეთაყვანება ქართული ფეხბურთი მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია თუ პაიჭაძე ყველა უბანში დახვეწილ ტექნიკას აჩვენებდა. სტადიონი არის დასკვითი ადგილი სადაც ფეხბურთელმა უნდა აჩვენოს რას წარმოადგენს.
ვენაცვალე ყველა რეგბისტს, მაგრამ ფეხბურთი....
როგორც სპორტის სახეობა, რაგბისა და ფეხბურთის შედარება იგივეა, რომ ერთმანეთს შეადარო ოკეანე (ფეხბურთი) და სევანის ტბა (რეგბი). კარგით რა! თუმცა რეგბისტებთან რა გვაქვს სასაყვედურო, ღმერთმა დიდი გამარჯვებები მისცეთ, რაც მე გულით მინდა, მაგრამ რაგბის ფეხბურთთან შედარება არანაირად არ შეიძლება. ფეხბურთი სპორტის სულ სხვა ფენოენია.
zaza
გასაგებია რომ რაგბი გიყვართ და რაგბისტებს მეტი პატივისცემა აქვთ,მაგრამ მსოფლიოში პოპულარობით #1ფეხბურთია და რა გინდათ?მოვუწოდოთ თუ ვაიძულოთ მსოფლიო რომ შეეშვან ფეხბურთს,რადგან ქართველები აღარ ვვარგივართ?)))
okriba
-"დავით დობორჯგინიძემ ქალაქში 20-ათასიანი სტადიონი ისე ააშენეს, არც ერთ საბჭოთა გეგმასა თუ პროექტში არ დაუმტკიცებიათ და, ცხადია, მშენებლობის დაფინანსების წყაროც არ არსებობდა." გვამცნობს ავტორი. კომენტარი ზედმეტია. თან ამაყობს ამით ეს პატივცემული ადამიანი. ხომ წარმოგიდგენიათ, რამოდენა მარაზმატთან გვქონია საქმე კომუნისტების დროს. საინტერესოა, როგორ გააპრავეს ეს სტადიონი!
andro
შეეშვით რა ამ ფეხბურთს. იპოდრომი მომინდომეს ახლა. იმდენი სტადიონი კი არის საქართველოში, რომ ფეხბურთელი განვითარდეს. კოტ დიუვარში თითზე ჩამოსათვლელი სტადიოდებია, თანაც აფრიკაა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი ვარსკვლავი დამოვიდა იქედან, დროგბას თამადობით, რომ ვეღარც კი ვითვლი. სტადიონი აუცილებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მომიტევოს, მაგრამ ძალიან მოძველებული აზროვნების მომსწრენი გაგვხადა ამ პატივსაცემმა ადამიანმა.
Rezo
გადაეცით რაგბს !
me
რატო უნდა გადაეცეს ფეხბურთს? ერათადერთი ადგილია სადაც დაფინანსების გარეშე მყოფი რაგბისტები ვარჯიშობენ და ხელით თამაშს სწავლობენ. ფეხბურთი ისედაც არაფერს არ აკეთებს და იპოდრომი კი არა თუ გინდათ სულ გადაეცით საბურთალო ისევ ის უჯიგროები გამოვლენ 90 წუთი რო გვარცხვენენ.
dddddddddddddddddd
რატო ფული რო აკეთონ მერე გაქირავებით უფროსობამ?
kostia
რაც გვაქვს იქ ხომ იზრდებიან ლომები..
ახალი
ფკ საბურთალოს გადაეცეს,თორემ რა უნდა საბურთალოს გლდანში(გლდანში აშენებს ფკ საბურთალო სტადიონს)??
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ვინ არის დამნაშავე? როცა გაზეთი და ჟურნალისტი დაბალი ღობე ჰგონიათ...
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს