"ფინიქსს" ბლედსლოუს 16-მა პასმა ვერ უშველა
გუშინდელი სათამაშო დღის ყველა მატჩი გადაფარა ბლეიკ გრიფინის ფანტასტიკურმა თამაშმა. "კლიპერსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ფინიქსს". ლოსანჯელესელებმა ბოლო ხუთი შეხვედრა საშუალოდ 21.4 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ "სანზის" ძლევა ძალიან გაუჭირდათ.

ჯამალ კროუფორდის გაძევების (პირველი - 977-მატჩიანი კარიერის განმავლობაში) შემდეგ გრიფინს ბოლომდე დახარჯვა მოუწია იმისთვის, რომ "ფინიქსს" კალიფორნიიდან მოგება არ წაეღო. ძირითად დროში "კლიპერსის" ბოლო 14 ქულიდან 10 ბლეიკის ანგარიშზეა. მაგრამ ეს იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ თამაში ოვერტაიმში გაგრძელებულიყო. თავისი გმირი ჰყავდა "სანზს" - ერიკ ბლედსლოუმ კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა და სწორედ მან დაუფარა ბოლო წამზე კრის პოლს.

დამატებით დროში კი გრიფინმა წერტილი დაუსვა თავის ფენომენალურ თამაშს. სირენამდე 2.6 წამით ადრე "კლიპერსი" ორ ქულას აგებდა და გვერდითი ხაზიდან შემოჰქონდა ბურთი. მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა თავის ფორვარდს სრული ნდობა გამოუცხადა და სამქულიანის შესრულება დაავალა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. დღის საუკეთესო მომენტის წყალობით "კლიპერსმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

კლიპერსი-ფინიქსი 121:120 (ო)

28:28, 32:29, 29:23, 23:32, 9:8

კ: გრიფინი (45+8 მოხსნა), პოლი (20+7 მოხსნა+10 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (10+14 მოხსნა+4 დაფარება).

ფ: ბლედსოუ (27+11 მოხსნა+16 პასი), მარკიფ მორისი (21+7 მოხსნა), დრაგიჩი (17+8 პასი), გრინი (15), ლენი (14+7 მოხსნა), მარკუს მორისი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
გრიფინის 45 ქულაც არ ეყოთ - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ატლანტა" დაამარცხა და საპლეიოფო ზონაშია [VIDEO]
გრიფინის სამმაგი და დრამონდის ორმაგი დუბლი - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოიგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა ჩააგდო, კავაი ლეონარდმა კი - 33, თუმცა გამარჯვება "დეტროიტს" დარჩა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სინქრონული მასპინძლები
მხიარული ეპიზოდი NBA-ში: "მილუოკის" კალათბურთელს ბურთის გათამაშება დაავიწყდა და... [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ჯეიმსი და ტომპსონი
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფინიქსს" იოლად სძლია
გრიფინმა ფაჩულიას უხერხული მომენტი გაახსენა - როგორ მიულოცა ამერიკელმა ზაზას დაბადების დღე [PHOTO]