კომპენსაციის სახით, კალათბურთელმა 26 მილიონი მიიღო
"დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობამ გაწყვიტა კონტრაქტი თავის ერთ-ერთ ლიდერთან, ფორვარდ ჯოშ სმიტთან და მას კომპენსაციის სახით 26 მილიონი დოლარი გადაუხადა. როგორც საკუთარ "ტვიტერზე" ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ შტაინმა დაწერა, "პისტონზმა", უბრალოდ, გააუქმა მოთამაშის ხელშეკრულება კლუბთან და არც კი უცდია მისი გაცვლა.

"გამაოგნებელი ახალი ამბავია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში "საკრამენტომ" რამდენიმე შეთავაზებით სცადა სმიტის ხელში ჩაგდება, მაგრამ "დეტროიტმა" ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა", - დაწერა შტაინმა.

ახლა ჯოშ სმიტს აქვს შესაძლებლობა, უახლოესი 48 საათის განმავლობაში გააფორმოს კონტრაქტი NBA-ს ნებისმიერ კლუბთან და ფორვარდს უკვე გამოუჩნდნენ მსურველები. სმიტის გაფორმებით დაინტერესებულნი არიან "საკრამენტო", "ჰიუსტონი", "დალასი" და "კლიპერსი". როგორც ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, რეალური პრეტენდენტები არიან "კინგზი" და "როკეტსი", რადგან მათ გაცილებით მეტი თავისუფალი თანხა აქვთ სახელფასო ბიუჯეტში, ვიდრე სხვა კლუბებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...