NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და კავაი ლეონარდის გარშემო მიმდინარე, თითქმის ერთწლიანი გამოძიება დაასრულა და კლუბსა და კალათბურთელს სერიოზული სანქციები დაუწესა.

Yahoo Sports-ის ცნობით, საქმე ხელფასების ჭერის გვერდის ავლის შესაძლო მცდელობას ეხებოდა. NBA-ის დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, კალიფორნიულმა კლუბმა ლეონარდისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შექმნაში მონაწილეობა მიიღეს და რამდენიმე კომპანიასთან მისი სარეკლამო შეთანხმებების გაფორმებას ხელი შეუწყვეს.

გამოძიების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მოექცა კომპანია Aspiration Partners, რომელთანაც ლეონარდს $28-მილიონიანი სარეკლამო კონტრაქტი ჰქონდა. ლიგის დასკვნით, "კლიპერსი" კომპანიას ლეონარდთან შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გუნდთან ბიზნესურთიერთობას სთავაზობდნენ. გამოძიებამ ასევე შეისწავლა ლეონარდთან დაკავშირებული შეთანხმებები Boingo Wireless-თან, Daktronics-სა და Lockton Insurance-თან.

NBA-ის გადაწყვეტილებით, "კლიპერსს" 30 მილიონი დოლარის ჯარიმა დაეკისრა და კლუბს ხუთი პირველი რაუნდის არჩევანი (2029, 2030, 2031, 2032 და 2033 წლების) დრაფტებიდან ჩამოერთვა.

ყველაზე მძიმე სანქცია კი კლუბის მფლობელ სტივ ბალმერს შეეხო. ის ერთი წლით ჩამოაშორეს NBA-სა და გუნდის ყველა აქტივობას.

ლიგის განცხადებით, ბალმერმა იცოდა ლეონარდისთვის დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობების შექმნის შესახებ და ერთ-ერთი ბიზნესგარიგების დამტკიცებაში მონაწილეობდა, რომელიც Aspiration-ის მიერ ლეონარდთან შეთანხმების გაფორმებისთვის წინაპირობა იყო.

სასჯელი სხვა ხელმძღვანელებსაც შეეხოთ. "კლიპერსის" ბიზნესოპერაციების პრეზიდენტი გილიან ცუკერი ერთი წლით, ხოლო კალათბურთის ოპერაციების პრეზიდენტი ლოურენს ფრენკი ექვსი თვით უსამსახუროდ დააპაუზეს.

თავად კავაი ლეონარდს 700,000 დოლარის ჯარიმა დაეკისრა. NBA-ის განმარტებით, ლეონარდმა, თავისი იმდროინდელი ბიზნეს-მენეჯერის, დენის რობერტსონის მოქმედებების მეშვეობით, გუნდზე ზეწოლა მოახდინა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობების მისაღებად და კლუბისგან გარკვეული პირადი ხარჯების დაფარვა მიიღო.

ამასთან, ლეონარდის სანქცია მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე "კლიპერსის" შემთხვევაში. კალათბურთელმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო ნანობს და პასუხისმგებლობას საკუთარ გარემოცვაზე იღებს, თუმცა აღნიშნა, რომ თავად დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

საინტერესოა ისიც, რომ NBA-ის გამოძიებამდე ლეონარდმა კალიფორნიელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მოგვიანებით კალათბურთელი "ტორონტო რეპტორსში" დაბრუნდა. შესაბამისად, სანქციები მის ყოფილ კლუბს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ტოვებს. "კლიპერსს" მომდევნო ხუთ დრაფტზე პირველი რაუნდის არჩევანი აღარ ექნება.

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
ბალმერი და დანარჩენები - სპორტული კლუბების ყველაზე მდიდარი მფლობელები
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის ზუსტი ორქულიანები - "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა