საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქართული ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების წინათ მომხდარი ისტორია გაიხსენა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტუმრად იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში - "მშვიდობით, იარაღო!", სადაც ერთ-ერთ თემაზე საუბრისას, ივანიშვილმა ქართული ფეხბურთის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების წინათ მომხდარი ისტორია გაიხსენა - ანუ ის, რაზეც ბევრი თქმულა, თუმცა პირადად ივანიშვილისგან ეს არასოდეს მოგვისმენია.

"ზოოპარკიდან დახმარებისთვის იყვნენ მოსულები. მე ვუთხარი, რომ დაგაფინანსებთ, ყველაფერს მოგცემთ, ოღონდაც ყველა სხვა შემოსავალზე უარი უნდა თქვათ-მეთქი. იმიტომ, რომ ფულს შენ რომ გთხოვენ, შეიძლება სხვა წყაროებიც ჰქონოდათ - ეს "ნაციონალებმა" მასწავლეს. შესაძლოა, შემოსავლები სახელმწიფოსგან და გრანტებიდანაც შესდიოდეთ. მე ჭკუა ვისწავლე - დაგაფინანსებთ, მაგრამ ისე არ იქნება, რომ არ ვიცოდე, ფული სად წავიდა-მეთქი. ამიტომ მინდოდა, რომ მხოლოდ მე დამეფინანსებინა.

რა თქმა უნდა, ჩემკენ აღარ შემობრუნებულან. ზუსტად ასე იყო ქართული ფეხბურთის საქმეც. მისმა მესვეურებმა გამომიგზავნეს ჩემი დიშვილი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ეს, დაახლოებით, 10 წლის წინათ იყო. იმათ გავუგზავნე ასეთი შეთავაზება: პირველ 3 წელიწადში 100 მილიონს მოგცემთ და შემდგომში ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ერთ კაცს ვიცე-პრეზიდენტად ჩავსვამ, ყველა თანხა რომ გაკონტროლდეს-მეთქი", - განაცხადა ივანიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე - მხოლოდ თქვენი ფინანსების გაკონტროლება მოითხოვეთ თუ სხვა შემოსავლებისაცო, ივანიშვილმა დააკონკრეტა:

"არა, სხვა დაფინანსებისაც. ფულად წყაროებს ჩვენ მიერ დანიშნული პირი გააკონტროლებდა, რათა გვცოდნოდა, რომ ყველა გასავალი და შემოსავალი მიზნობრივად იხარჯებოდა. მაგრამ არ ისურვეს. მას შემდეგ სათოფეზე აღარ გამეკარნენ. ამ პროექტით იარეს და საბოლოოდ, თავი დამანებეს. რაგბის დახმარება ამის მერე დავიწყე".

ისე კი, მართალია გულშემატკივარი, რომელიც სულ სხვა თემაზე წერდა - საქართველოში ფულის კი არა, ფულის მიმთვისებლების პრობლემააო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

grigori
მჯერა ივანიშვილის. სწორედ იმ წლებში ვიცეპრეზიდენტი იყო ერთი ლედენდარული ფეხბურთელი.შემთხვევით მოწმე გავხდი როგორ აგინა დედა {არამარტო დედა} ერთ-ერთი კლუბის მწრთვნელს, რომელმაც გაბედა ამ ვიცეპრეზიდენტის ნებართვის გარეშე ეთამაშებინა ფეხბურთელი ანუ ფულის გადახდის გარეშე.ბევრმა იცის რა ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ვერ ბედავს თქმას.მეც ვერ ვბედავ, რადგან დღესაც ის ადამიანი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ღიად დავადანაშაულო სიბინძურეში.
sinua
ბატონო ბიდზინა კრივსი ჰადეტ ცოტაოდენი ტანხა და სიტკვას გაზლევ ავაგორზინებ ტან აკონტროლონ უკეტესი იკნება ამაზე უარის ტკმა როგორ იკნება
qutaiseli
qutaiseli-ს 1 პოლიტიკა შუაში კიარა თავშია ამისთვის კომენტარებს უნდა გადახედო ვინ რას წერს და რას ფიქრობს 2ლიგაზე რაუნდა ჩიხურას ზღაპარია ეგ და საქართველოს პირველობის მოგებას არავინ უშლის ითამშონ და მოიგონ. 3სტადიონი ფედერაციასთან შეთანხმებით უნდა შენდებოდეს და არა სხვანაირად უეფას და ფიფას რააქ გაწერილი რა იცის ივანიშვილმა სულარ კიდია ფიფა და უეფა მაგას ძირითადი ნაწილი ფედერაციასთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს.
gim
თუ ხვდებით, რომ ძალიან ბევს რამსები არეული გვაქვს. ფული ბიძინას ნაშოვნია და სადაც უნდა იქ ჩადებს. ამ კაცმა უდიდესი სიკეთე აკეთა, როცა უამრავ ადამიანს დაეხმარა და ეხმარება, გადაარჩინა კულტურა, ისტორიული ძეგლები და სხვა. მაგრამ მას არ უყვარს, როდესაც მის ფულს მიითვისებენ და უკონტროლოდ არსად არ ჩასდებს. მან ძალიან კარგად იცის ფეხბურთის მნიშვნელობაც ქართველი კაცისათვის, მაგრამ ვერ ნახა ფეხბურთის განვითარებისათვის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას უნდა შეეთავაზებინა სახელმწიფოსათვის. ამიტომაც იკავებს ჯერჯერობით თავს ფულის განიავებისაგან. როგორც კი დარწმუნდება, რომ ფეხბურთს სერიოზული პატრონი ჰყავს, იმწუთს დაეხმარება მას და ფეხზეც დააყენებს.
ნიკა
ვერ გავიგე რა გაუტრაკეთ ამ კაცს საქმე?შეიძლება შეედაო პოლიტიკურ ამბებში ივანიშვილს,როგორც პოლიტიკოსს და აკრიტიკო რამდენიც გინდა,მაგრამ ლანძღო ამა თუ იმ სფეროში ფულს რატო არ დებო?ფული მაგისია და რაშიც უნდა იმაში ჩადებს,ან არ ჩადებს.უნდა ზვიგენს იყიდის და უნდა მაჩვებს მოაშენებს...ბიჭოს..:)))სურვილის დონეზე რა თქმა უნდა სურვილი მაქვს,მხოლოდ ივანიშვილმა კი არა ძალიან ბევრმა სხვამაც ჩადოს ნებისმიერ სფეროში ფული,მაგრამ თუ არ უნდა ფეხბურთის დაფინანსება უნდა ლანძღო?ისე კი ძალიან მინდა რაგბის სტადიონი აშენდეს და თუ ამ საქმეში დახარჯავს ფულს დიდად მადლობელი ვიქნებით რაგბის ქომაგები :)
shemochrili
ფეხბურთი არ უყვარს ამ კაცს,სამაგიეროთ ურეკში აკვარიუმს აშენებს და ჩამოიყვანს ზვიგენს,პინგვინს თუ კლიმატმა ხელი შეუწყო ,, თეთრ დათვსაც ,,
qutaiseli-ს
უეფას გაწერილი აქვს ზუსტად -როგორია სტანდარტი.და გგონია ააშენებს და სიჭინავას კითხავენ შეფასებას?ან პლატინი არ მიიღებს? -პოლიტიკა არაფერ შუაშია-გინდ მილიარდელი იყტოს გა ნებისმიერი მოქალაქე...არ უნდა ,,გაბოლებდეს,, ან ობიექტურად შეაფასე...
qutaiseli-ს
შე კაცო რო იძახი საჩხერეში რო ფული ჩადოს მერე ვის ეთამაშოსო, რაა მოიგო ყველაფერი? მოიგოს ჩემპიონატი, და გეტყვი ვის უნდა ეთამაშოს ამას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა აჩვენებს, მიხვდიი?
messi
მერე დალოცვილო ეხლა ვინ გიშლის, ვიცე კი არა პირდაპირ პრეზიდენტად დანიშნე ვინც გინდა, მითუმეტეს არჩევნებიც მოგვადგა. დავიჯერო ვინმე შეეწინააღმდეგება?
quTaiseli
ივანიშვილმა რაც გააკეთა ამის მესამედი ჯერ გააკეთონ მისმა კრიტიკოსებმა მერე აკრიტიკონ სტადიონს ფედერაციის ნებართვა ჭირდება და ლიცენზია უეფდადან აპა ბოსელს კიარ აშენებს და კიდე ვის დააფინანსებს და ვის არა არავის საქმე არ არის და პოლიტიკა როარ გაურიონ ამ ფეხბურთში ისე როგორ იქნება სად არსენა და სად ...რუსეთუმეები ხელისუფლებაში იყვნენ ცხრა წელი და დედა უტირეს რასაც ქვიოდა ქვეყანას .ისე ახმეტოვებისანა ნაძირლების ღირსია ის ქვეყანა სადაც მას უბრალოდ ფულიან კაცად ანუ ოლიგარქად მიხსენიებენ და მეტი არაფერი მაფიოზა და გაქანებული პუტინისტია.დდ გაძარჩვა მთელი აღმოსავლეთ უკრაინა.
zaza
ერთი ქართველი ბიზნესმენიც ვიცოდი მოსკოვში-ისიც რაგბისტებს აფინანსებდა მოსკოვში და მერე ,,გარჩევებზე,, ბოევიკებად იყენებდა...
zaza
ფიფიას გაცილებით ნაკლები გააჩნია და გაცილებით მეტი დახარჯა ფეხბურთში!ივანიშვილს თავისუფლად შეეძლო სამი-ოთხი კლუბი დაეფინანსებინა დინამოსავით(ახმეტოვი უკრაინაში რამდენიმე კლუბს აფინანსებს,და სხვა უკრაინელი ოლიგარქებიც),ამით კონკურენტულ გარემოს შექმნიდა საქართველოს ჩემპიონატში...მაგრამ ამჯობინა საბჭოთა ინტელიგანცია სამწუხაროდ.ფეხბურთში ფულის ჩადება ეს მომავალში და ახალგაზრდობაში დაბანდება იქნებოდა,მაგრამ მან ამჯობინა დღეს ,,ეყიდა,, ,,ინტელიგენცია,,...
akhali
ვინ უშლის ეხლა?ან სტადიონების აშენებას ფედერაციის ნებართვა ჭირდება?ან კლუბის დაფინანსებას(ჩიხურა და საჩხერეში თუ არა თბილისში ან ბათუმში სრულიად შესაძლებელია ევროლიგის დონის კლუბის დაფინანსება)ფედერაცია უშლის?დინამოს დონის ბაზა რომ ააშენოს დას.საქართველოში ფედერაცია უშლის?მაგრამ მას მართლაც ქეთი დოლიძეები და სხვა რუსეთუმეების დაფინასება ურჩევნია თურმე პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სამწუხაროდ და სრულიად არ ანაღვლებს თუ რამხელა რეკლამა იქნება ქვეყნისთვის წარმატებული ეროვნული ნაკრები რომ გვყავდეს!
sake
ლუკა--შენ ფიქრობ,რომ რაგბისტებთან მივიდა და მომპასის კანფეტივით ჩამოურიგა გუნდებს მილიონები?რაგბისტებს გუნდებშიც ვაშკაცები ყავთ და ფედერაციაშიც.სიჭინავა კი აცხადებს სულაც არ არის საჭირო ფედერაციის პრეზიდენტს ფეხბურთი უყვარდესო, ხვდები ალბათ ძამიკო ეს რასაც ნიშნავს.
ლუკა
ახლა რომ დააფინანსოს ვინ უშლის?! მორჩეს რა ამ ბოლებს,ეგ აფინანსებდა ნინელი ჭანკვეტაძეს და ქეთი დოლიძისნაირ ,,ინწელიგენცია" მერე რომ გამოეყენებინა და ხალხი დაებოლებინა, დააფინანსოს ახლა 2 წელი გავიდა ხელისუფელბას მართავს რა პრობლემაა
lasha
Visac am kacis ar jera mas tvalebi ar aqvs,chven am kacs kargad ar veqcevit,yvela drois yvelaze didi qartveli mecenatia xalxo gaiget,rom ara fulismjameli dampali federacia eg kaci tavis sityvas sheasrulebda da dges sva fexburti gveqneboda
ggg
არ უნდა ჩიხურას 100 მილიონი და კიდევ მილიარდი, ეს რო კაცმა გააკეთო სულელი უნდა იყო. მარა საქართველოს ჩემოინი რო გახდეს ერტხელ მაინც მგონი ცუდი არ იქნება არაა? ტუ არც ეგ არ უნდა ჩიხურას რათ უნდა?.............თითქოს თქვენი ჯიბიდან ხარჯავდეს,უf რა ვიცი რა ვიცი.........
sake
ჩიხურაში,რომ მილიარდი ჩადოს,მესი ჩამოიყვანოს და კიდე ერთი ორიც სხვა,როგორ ფიქრობთ მოქილიკეებო ჩიხურა ლიგას მოიგებს?აქ ლაპარაკი Fეხბურთის დონის ამაღლებაზეა ან იქნებ არ გჯერათ,რომ რაგბიში ფული ჩადო?[ღმერთმა შეარგოთ,ვაჟკაცი ბიჭები არიან] ქართულ ფეხბურთს შველა უნდა.
luk
ვეპხვი მართალი ხარ 100 % .. ნუ ბჟუტურობთ რაღაცეებს რა ჩიხურას აძლევს იმდენს რო იარსებოს მეტი არც ჭირდება ჩიხურას რო ამაღლდება ჩემპიონატის დონე და კონკურენცია იქნება მერე დააფინანსებს კიდე რაში აწყობს ეხლა რო ჩიხურაში ჩადოს ბევრი ფული დაფიქრდით რა იქიდან მოგებას ნახავს თუ რა ....
gogi
ამ ქვეყანაში ყველა სფერო ოკუპირებულია არაკომპეტენტური ხალხის მიერ!
qutaiseli
ჩიხურაში რატო არდებს ფულსო და რამდენიუნდა ჩადოს 20 მ ილიონი და მერე ვის ეთამაშოს საქართველოში ესეიგი გადაყაროს ფული რა მაგარია.ეს კია საქმის გამკეთებელი მარა უვარგისი ფედრაცია რო ყავს ფეხბურთს იმას რა ეშველება.
hahaha
ჩიხურას აძლევს 2 მილიონს. რა 100 ჩადოს? და ამ დროს ესეთ ჩემპიონატში ითამაშონ? ეს ნაცები რა უვიცები არია.
ლეილა
მართალია ბატონი ბიძინა და საერთოდ,მასთან ერთად ვინც ფულს დებს რაიმე საქმეში!ქართველებს კონტროლი არ უყვართ,სამაგიეროთ უყვართ როდესაც სხვის ფულს ითვისებენ!აი,ამაშია პრობლემა!ასე სახელწიფო წინ ვერ წავა!ადამიანებმა თუ არ ისწავლეს სახელმწიფოებრივი აზროვნება,ისე არაფერი არ ეშველება,არც ქვეყანას და არც ჩვენ!და ეს არ არის ფუჭი სიტყვები!
ვეფხვი
რა აქვთ ქართველ მორაგბეებს და მოჭიდავეებს შოტლანდიელებზე და ირლანდიელებზე უკეთესი? არაფერი ხომ? მაგრამ ბიჭები მაინც იგებენ იმიტომ რომ ვაჟკაცები არიან და ფეხბურთელებივით სულ ფულზე არ წუწუნებენ! ვაჟკაცები ქვეყნის ინტერესებს იცავენ პირველ რიგში და არა საკუთარი ჯიბის ინტერესებს! რაღა ეგენი და რაღა პოდიუმის მოდელები! თურმე საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან ფეხბურთელი ფაქიზოები და ბოლომდე არ იხარჯებიან მოედანზე! ფულს არ უხდიან თურმე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად და იმიტომ არ თამაშობენ თავგანწირვით... კი მაგრამ მორაგბეებს და მოჭიდავეებს უხდიან შესაბამის თანხას? არა და ისენი უფრო რისკავენ თავიანთი ჯანმრთელობით ხომ? ეგ იგივეა ქართველმა ჯარისკაცმა რომ იწუწუნოს - ამერიკელის ხელფასი გადამიხადე, ამერიკელის აღჭურვილობა მომეცი და მერე გავწირავ თავს და მერე ვიბრძოლებ ქვეყნის ინტერესების დასაცავადო!
gulshematkivari212
თვალები გაახილეთ და უაზროობას ნუ ბჟუტურებთ ზოგიერთები. საჩხერის ჩიხურა რა შუაშია საერთოდ. მერე რა რო საჩხერელია
ohohohoh
საჩხერის ჩიხურაში ვინ შეუშალა ხელი? UEFA-ს წევრ 54 საფეხბურთო ქვეყანაში ჩიხურა არის ერთადერთი გუნდი რომელსაც თავისი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს ყველაზე მდიდარი მფლობელი და გუნდი ვერც თავისი ქვეყნის ჩემპიონი ვერ ხდება და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე გადის და ასევე არ უვარგა სტადიონი. თავიანთ ქვეყნებში ვისაც ჰყავთ ყველაზე მდიდარი მფლობელები ჩემპიონებიც ხდებიან და ჩემპიონთა ლიგაზეც გადიან ყოველ წელს.
zaza
ამ *** თუ კიდევ ჯერა ვინმეს.
giosvani
საჩხერის ჩიხურა ხომ ეკუთვნიტ ბატონ ბიზინას მაგრამ არაფერი ეტყობა რომ მილიარდელის გუნდია რადგან ისეთი ფულის პატრონის გუნდს როგორიც ბიძინაა როგორც მინიმუმ დინამოს დონის ბაზა მაინც უნდა ქონოდა მაგრამ კაით რა....
ბერჯავასხი
უნდოდა ,,მთელი გულით''' კაცს ფულის ცადება , მაგრამ ,,სისხლისმსმელმა ნაცებმა'' ,,არ დააცადეს'' ალბათ! ვაი ვაი ვაი !!!!!
Emre
Es istoria vicodi. Me ki ara mgoni mtelma qveyanam icoda magrაmagram kargia bidzinam tviton ro tqva. Sisxlis msmelebis xelshia pexburti
giorgi mg
არ მჯერა ამ კაცის ამას დაფინანსება და ქართული საქმის კეთება სდომოდა გააკეთებდა ისედაც, ან ეხლა რა უშლის ხელს, ეს ტყვილად არაფერს გაგიკეთებს თუ თავისი პირადული ინტერესი არ აქ. ნაციონალების *** და ამათიც
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
როგორ დაიბადა ქართული გრანდი თბილისის "დინამო"
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
ᓫᓠᓝᓮᓐᓕ, ᓛᓝᓛᓔᓪ ᓠᓫᓔ!.. - ᓐᓜᓣ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓙᓣᓭᓘᓡ ᓤᓘლᓝᓡᓝᓤᓘა
მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის - ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებები [VIDEO]
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
რამდენად კარგად იცნობ ქართული ფეხბურთის ისტორიას?
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ქართულ ფეხბურთს?
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
კახა კალაძე: ახლა ქართველი ფეხბურთელები უფრო მალე ნებდებიან [VIDEO]
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა