"არწივები" ახალ მწვრთნელს ეძებენ
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მწვრთნელის მოხსნის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, "საუთჰემპტონთან" მარცხისა და გასავარდნ ზონაში დაქვეითების მერე "კრისტალ პალასმა" ნილ უორნოკი დაითხოვა.

66 წლის სპეციალისტი "არწივებს" სათავეში მეორე ტურიდან ჩაუდგა, მას მერე, რაც გუნდი მოულოდნელად დატოვა ტონი პულისმა, რომელიც წინა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა - მან გუნდი მე-11 ადგილზე გაიყვანა. პირველ ტურში "კრისტალ პალასი" კიტ მილენმა ათამაშა "არსენალის" წინააღმდეგ და კლუბის გაძღოლა დროებით ამჯერადაც მას მიანდეს.

უორნოკის "კრისტალ პალასში" მეორედ მისვლა კი წარუმატებლად დასრულდა. მან 16 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო და გამარჯვების მაჩვენებელი 18,8% დააფიქსირა. პულისს 42,3% ჰქონდა.

პრემიერლიგის ისტორიაში ეს სეზონი მესამე ადგილზე გავიდა ყველაზე გვიან მოხსნილი მწვრთნელის კუთხით. მეორეზე 1995/96 წლების სეზონია, როდესაც "ბოლტონმა" როი მაკფადენი 2 იანვარს დაითხოვა. პირველზე კი - სადებიუტო 1992/93 წლების სეზონი, როცა "ჩელსიმ" იან პოტერფილდი 15 თებერვალს მოხსნა.

2013 წლის ოქტომბერში იან ჰოლოვეის წასვლის მერე, "კრისტალ პალასი" ბოლო 14 თვის მანძილზე უკვე მე-4 მწვრთნელის ძიებაშია.

კიტ მილენი: "არ არის სასიამოვნო მომენტი, რომ ისევ ასეთ სიტუაციაში ვარ. ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ, როდესაც თავმჯდომარემ დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა. მითხრა, გუნდი ისევ უნდა ჩაიბარო დროებითო. ნილს წასვლამდე შევხვდი და კარგად გავისაუბრეთ. ყველანი დამწუხრებულნი ვართ, რადგან უორნოკი მაქსიმალურად იხარჯებოდა და მონდომებული იყო.

თუმცა ახლა რეალობა ის არის, რომ კრიზისიდან გამოსავალი რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ და კარგად ვიმუშაოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ტონი პულისის მოხსნის დღეს მისი შვილი "სენტ ლუისის" მწვრთნელად დანიშნეს
"მილანს" "კრისტალ პალასი" არჩია - ირაოლამ "როსონერის" შეთავაზება იუარა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ინგლისში პრიზები ჩამოარიგეს - გვარდიოლა პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელია
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
სამწვრთნელო გადაადგილები - ტოპმიოლერი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონში, საჟი კი "კრისტალ პალასის" დამრიგებლად ინიშნება
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ტონი პულისი სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდა
"ვესტ ბრომვიჩის მწვრთნელი ტონი პულისი გადააყენეს
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
ტონი პულისს ხელშეკრულება 2019 წლის სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"შეფილდ უენსდეისა" და "მიდლსბროს" მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი გადააყენეს
"კარდიფის" მწვრთნელი: გაუმარჯოს ბრექსიტს - ჯანდაბას დანარჩენი სამყარო