ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართული რაგბის 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები [VIDEO]

ქართული რაგბის 2014 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები [VIDEO]

ქართული რაგბისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული წელიწადი იყო
2014 წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ქართული რაგბისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული წელიწადი იყო.

"ბორჯღალოსნებმა" ერთა თასი მოიგეს და 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

რაგბის კავშირი ქვეყნის საუკეთესო ფედერაციად დაასახელეს. საინტერესო სხვაც ბევრი იყო.

"ვებ ელისის" თასი თბილისში

ახალი, 2015 წლის დადგომამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. 2014 წელს ქართულ რაგბიში მომხდარი უამრავი გამორჩეული თუ აღსანიშნავი მოვლენისა და მატჩის გასახსენებლად, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოციალურ მედიაპლატფორმებზე დაიწყო რუბრიკა, რომლის ფარგლებში ამ მოვლენების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შეგიძლიათ.

2014 წლის 15 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის დამაგვირგვინებელ მატჩში ერთმანეთს ძველი მეტოქეები, საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ.

2014 წლის ევროპის ერთა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელის გამოვლენის გარდა, ამ შეხვედრით ირკვეოდა, ევროპის შესარჩევი ეტაპიდან ეს ორი ნაკრები, რომელ ჯგუფებში მოხვდებოდა 2015 წლის მსოფლიოს თასზე.

ორივე გუნდს მატჩში გამარჯვება და C ჯგუფში მოხვედრა სურდა. ამ მიზანს "ბორჯღალოსნებმა" რუმინელებზე გამარჯვებით მიაღწიეს. ამ შეხვედრის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ქართული რაგბის ბოლოდროინდელი პროგრესისა და წარმატებების აღსანიშნავად, "რაგბის საერთაშორისო საბჭომ" ქართული რაგბის ქომაგი "ვილიამ ვებ ელისის თასის" საქართველოში ჩამოტანით დააფასა.

გთავაზობთ "ვებ ელისის" თასის თბილისური ტურნეს ამსახველ ვიდეო, მასალას:

კაპიტნის ვარჯიში საქართველო - რუმინეთის მატჩის წინ

ვებ ელისის თასი თბილისში - ი გოგებაშვილის სასწავლებელი Webb Ellis Cup touring Tbilisi School visit

ვებ ელისის თასი თბილისში და ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში რუმინეთთან მატჩის წინ

საქართველო-რუსეთი 36:10

2014 წლის 15 მარტს რუმინეთის ნაკრების "ევროპის ერთა თასის" ბოლო შეხვედრაში დამარცხებით "ბორჯღალოსნები" 2015 წლის მსოფლიო თასზე სასურველ ჩ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მომავალი წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ტონგას, არგენტინას, ახალ ზელანდიასა და ნამიბიას დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიოს საგზური ამ მატჩამდე ორი ტურით ადრე მოიპოვეს. 2014 წლის 22 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" რუს "დათვებს" უმასპინძლეს და პირთამდე გადაჭედილი ტრიბუნების თვალწინ 36:10 დაამარცხეს.

გთავაზობთ ამ მატჩის ვიდეომასალას:

19 და 20-წლამდე "ბორჯღალოსნების" ტურნირები

2014 წლის აპრილში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა (ჰონკონგი) და ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტდივიზიონის გათამაშება (პოლონეთი), რომლებშიც საქართველოს შესაბამისი ასაკის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

20-წლამდელებმა მსოფლიო ალაფაზე მე-5 ადგილი დაიკავეს. მიზანი რა თქმა უნდა ალაფის მოგება იყო და პირველივე შეხვედრაში ტონგას დამარცხებით 34:10, ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე შეხვედრაში აშშ-ის ნაკრებთან ერთი ქულის სხვაობით მარცხმა 12:13 მდგომარეობა გაართულა.

დანარჩენ შეხვედრებში ჰონკონგისა და ნამიბიის ძლევის მიუხედავად, საპრიზო ადგილის დაკავება ვერ მოვახერხეთ. მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფას კი იაპონიის 20-წლამდელთა ნაკრები დაეუფლა, რომელმაც ფინალში ტონგას მოუგო და ამით 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფაზე 20-წლამდე "ბორჯღალოსნები" 2015 წელს პორტუგალიაში იასპარეზებენ და ეცდებიან 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. წინა ორ გათამაშებაში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ იტალიის თანატოლთა ნაკრების ძლევით დივიზიონში მე-6 ადგილი და გათამაშებაში კვალიფიკაციის გარეშე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

წლეულს 18-წლამდელები ირლანდიასთან 10:20 და იტალიასთან 13:15 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიას 26:3 მოუგეს, რითაც გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავეს.

დათოს გარეშე

2014 წელს სამწუხაროდ, უტკივილოდ არ ჩაუვლია. 19 აგვისტოს ქართულ სარაგბო თემს უეცრად გამოაკლდა ალალი და უღალატო მეგობარი, ზნეკეთილი ადამიანი, მზარდი სპეციალისტი, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და რაგბის კლუბ "არმაზის" მწვრთნელი დათო ვართანიანი, ვინც ჩვენს წიაღში 30 სისხლსავსე წელი გაატარა.

ვიდეომასალა:

U20/U18 ბორჯღალოსნების 2014 წლის მატჩები JWRT2014 & U18 European Championship Elite Division

თბილისის თასი

2014 წლის ივნისში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი", რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, "არგენტინელ იაგუარებს" და "მზარდ იტალიას" უმასპინძლეს. აღნიშნული ტურნირი "მსოფლიოს რაგბის" ეგიდით ყოველწლიურად იმართება თბილისში. როგორც წესი, ივნისში ვერ ხერხდება "ბორჯღალოსნების" საუკეთესო შემადგენლობის შეგროვება და შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბი ამ ტურნირს უახლოესი რეზერვის გამოსაცდელად იყენებს.

2014 წლის თბილისის თასის პირველ რაუნდში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 23:13 სძლიეს, მაგრამ "არგენტინელ იაგუარებთან" დრამატულ შეხვედრაში 16:26 წაგების შემდეგ ტურნირში გამარჯვება გამოირიცხა. ასპარეზობის მესამე წრეში, ჩვენმა ნაკრებმა 34:10 სძლია მზარდ იტალიას. თბილისის თასს სამხრეთამერიკელები დაეუფლნენ, რომლებსაც ბოლო სათამაშო დღეს მხოლოდ საგრძნობლად შესუსტებული ესპანეთის ნაკრების დამარცხება სჭირდებოდათ, რაც მათ შეძლეს და ჯილდო ერთი წლით არგენტინაში წაიღეს.

წლეულს "თბილისის თასის" მეორე ტურში "ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნა მერაბ შარიქაძემ.

2014 წლის მნიშვნელოვანი მომენტები

"თბილისის კავკასიელები" ევროპაში

2014 წელს ქართული საკლუბო რაგბის დებიუტი შედგა ევროპაში. "თბილისის კავკასიელების" სახელით მოასპარეზე საქართველოს უმაღლესი ლიგის საკლუბო ნაკრები ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის "ჩელენჯ კაპის" საკვალიფიკაციო ეტაპზე ორმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდა იტალიურ "რაგბი როვიგო დელტას".

კავკასიელები, ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით, საკვალიფიკაციო რაუნდამდე ორი კვირით ადრე შეიკრიბნენ. პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდა, 20 სექტემბერს გასვლაზე "სტადიო მარიო ბატალინიზე" გამართა, რომელშიც იტალიელებმა 22:18 გაიმარჯვეს.

საპასუხო შეხვედრა კავკასიელებმა თბილისში, ვაკის სტადიონზე 27 სექტემბერს გამართეს. შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა. იტალიელებმა კვლავს შეძლეს ქართული გუნდის დამარცხება 24:21 და ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

თბილისის კავკასიელები Tbilisi Caucasian

ნოემბრის ტესტები

2014 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისს 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ტონგას ნაკრები გვესტუმრა. "ბორჯღალოსნები" საკმაოდ ძლიერ მეტოქეს 66-ე წუთამდე 9:6 უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 9:23

მერე ჩვენი მორაგბეები ირლანდიაში გაემგზავრნენ, სადაც "ავივა სთედიუმზე" მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ "სამყურებს" გაეჯიბრნენ. მასპინძლებთან მეორე ტაიმში თითქმის მთლიანად კაცნაკლულად ვითამაშეთ და 7:49 დავმარცხდით.

ნოემბრის ტესტები მაინც მაჟორულ აკორდზე დავასრულეთ. თბილისში, ვაკის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. "ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალედ ითამაშეს და 35:24 მოიგეს.

რაგბი ჩვენი თამაშია Georgian Rugby Tribute 2014

საუკეთესო ფედერაცია

26 დეკემბერს ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამართა 2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი დასახელდა.

ღონისძიებაზე ასევე ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს.

2014 წლის საუკეთესო სპორტულ ფედერაციად კი საქართველოს რაგბის კავშირი დასახელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დავით ცხამელი

2015 წელი. 23 მარტი...კარდიფი...С ჯგუფი... საქართველო-ახალი ზელანდია... მატჩის დამთავრების შემდეგ,ახალი ზელანდიის ნაკრები ასრულებს ჰაკას,ღირსეული ქართველების პატივსაცემად!!!!!

• gio

2015 წელს უფრო მეტი წარმატებები, მსოფლიო თასზე სენსაციები მოგვეხდინოს

• glaxuna

მუდამ წარმატებები! ე რ ი ს ა თ ვ ი ს გამარჯვები!!!

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - ნაწილი პირველი

ბიძინა ივანიშვილმა ქართულ რაგბის 100 მილიონი ლარი დაახარჯა [VIDEO]

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მეორე ნაწილი

სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

ქართული რაგბის მორიგი წარმატებული წელი - მესამე ნაწილი