კლუბის პრეზიდენტმა მომავალი კონკურენტი მოიცილა?
"ბარსელონამ" თანამდებობიდან გაათავისუფლა კლუბის საფეხბურთო დირექტორი ანდონი სუბისარეტა. წარსულში ცნობილ ბასკ გოლკიპერთან განშორება კატალონიური გრანდის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ გადაწყვიტა კლუბის საფეხბურთო დირექტორ ანდონი სუბისარეტასთან კონტრაქტის შეწყვეტა. პრეზიდენტი, კლუბის სახელით, მადლობას უხდის მას გაწეული შრომისათვის, მუხლჩაუხრელი მუშაობისა და თავდადებისთვის", - წერია ოფიციალურ საიტზე.

ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ სუბისარეტას კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე არც ისე წარმატებული საქმიანობისთვის შემოსწყრა. ამას დაემატა სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელმაც 2016 წლის იანვრამდე "ბარსას" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციაზე უარი ძალაში დაუტოვა. მოკლედ, კლუბში ხელს ბასკისკენ იშვერენ.

აი, ანდონი სუბისარეტა კი სულ სხვა აზრისაა. კვირას ის აცხადებდა, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში ლაფსუსებზე პასუხს მე ნუ მთხოვთ, პრეზიდენტ ბარტომეუს მოსთხოვეთო. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ სუბისარეტას თავად სურს "ბარსელონას" პრეზიდენტობაზე კენჭისყრა. მოკლედ, ბარტომეუმ მომავალი კონკურენტი ჩამოიცილა, ალბათ, დროებით.

სუბისარეტას აბრალებენ, რომ გუნდში მარჯვენა მცველის პრობლემა ვერ გადაჭრა: დანი ალვეშის შემცვლელად მან დუგლასი შეიძინა, რომელიც აშკარად ვერ აკმაყოფილებს "ბარსას" მოთხოვნებს. გუნდში გაჩერება არ სურს მარტინ მონტოიასაც. მან შეიძინა ბელგიელი მცველი თომას ვერმალენი, რომელსაც ტრავმის გამო კიდევ კარგა ხანს არ ექნება "ბარსაში" დებიუტი.

ბარტომეუ უკვე შეუდგა სუბისარეტას შემცვლელის ძებნას. ერთის თქმა შეიძლება, რომ ის არ იქნება კარლეს პუიოლი.

ანდონი სუბისარეტა 1986-94 წლებში იყო "ბარსელონას" გოლკიპერი. 2010 წლის ივლისში ის "ბარსას" საფეხბურთო დირექტორი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
"ბარსელონა": ამერიკაში ძველ-ახალი პრეზიდენტით
კარლეს პუიოლს მწვრთნელობა სურს
კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" დატოვა
"ბარსელონამ" ლუის ენრიკეს პოსტის შენარჩუნებისთვის პირობები წაუყენა
"ბარსელონა" ანდონი სუბისარეტას სპორტული დირექტორის თანამდებობიდან უშვებს
"მილანის" ყოფილი სელექციონერი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი გახდება
"მე ქრისტიანი ადამიანი ვარ... ეს ადგილი მჭირდებოდა იმისთვის, რომ იესოს ხელახლა დავკავშირებოდი" - არაუხომ განმარტა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
ბარტომეუ ჩავის: ეს პრობლემა "ბარსაში" შენ შექმენი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ივან რაკიტიჩი: ჩვენ ბარტომეუს მხარეს ვართ
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ბარსელონას" ახალი შენაძენი და ნეიმარი 5 წლით
ხავიერ მასკერანომ "ბარსელონასთან" გააფორმა, პარასკევს ნეიმარის ჯერია
ჯადოსნური ოთხი თვე "ბარსელონას" ცხოვრებაში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ნეიმარგეიტი: ბარტომეუს 2, ხოლო როსელს 7 წლით ციხე ემუქრება
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ