რაგბი მაღალანაზღაურებად სპორტის სახეობად არ მიიჩნევა, აქ წლიური ჯამაგირი მილიონ გირვანქა სტერლინგს არასდროს გადასცილებია
რაგბი მაღალანაზღაურებად სპორტის სახეობად არ მიიჩნევა. აქ წლიური ჯამაგირი მილიონ გირვანქა სტერლინგს არასდროს გადასცილებია.

ცხადია, ძნელი ასახსნელია, რატომაა ეს ასე. ოვალური ბურთით თამაში საკმაოდ პოპულარულია ბრიტანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში, აშშ-სა და კანადაში.

მიუხედავად ამისა, რაგბის მსოფლიოს დონის ვარსკვლავების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამოუვარდება ხელფასს. დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზრაურებადი მორაგბე ახალზელანდიელი დენ კარტერი გახდება, მას შემდეგ, რაც პარიზულ "მეტრო რასინგთან" მოაწერს ხელს კონტრაქტს და გუნდს მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შეუერთდება. მისი წლიური ჯამაგირი ზუსტად ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კარტერთანაა დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ისტორია, რომელიც, ალბათ, ნაწილობრივ ახსნის, რატომ არის მორაგბეების ხელფასი შედარებით დაბალი. წლების წინათ კარტერის გადაბირება "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტს მურად ბურჯელალს სურდა. მან დენის წელიწადში ერთი მილიონი ევრო შესთავაზა. კარტერმა მილიონ ასიათასი მოითხოვა, რაზეც მურადისგან უარი მიიღო.

მოგვიანებით, "ტულონის" მეპატრონემ მისი უარი ასე ახსნა - ცხადია, შემეძლო ასიათასით მეტი გადამეხადა, მაგრამ არ მინდოდა, რაგბიში ვითარების ამყრალება. ნახეთ, ფეხბურთი რა დღეშიაო.

ერთი სიტყვით, კარტერმა თავისას მაინც მიაღწია და პარიზული გუნდი ხელმძღვანელებს მილიონ ევროზე მეტი ჯამაგირი დაანიშნინა.

"მეტრო რასინგს" ავსტრალიელი მეთ გიტოს გადაბირებაც უნდოდა, მაგრამ 2014 წლის სექტემბერში ის "ტულონში" ჩაირიცხა და წლიურად 700 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამ თანხას სრულიად ამართლებს, რადგან "ტულონი" მის გარეშე სულ სხვაა. გიტო ჯამაგირით მხოლოდ კარტერს ჩამორჩება.

მესამე ადგილზე უელსის ნაკრების ფულბეკი ლეიგ ჰალპფენია. მან "კარდიფ ბლუზი" 2014 წლის იანვარში დატოვა და "ტულონში" გადაბარგდა, სადაც წლიურად 600 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი უელსელი მორაგბეა ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში.

რაგბი ლიგის ყოფილი ვარსკვლავი სემ ბარჯესი ინგლისის პრემიერშიპში მოთამაშე ყველაზე ანაზღაურებადი მორაგბეა. მისმა ამჟამინდელმა კლუბმა "ბასმა" ბარჯეს 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რითაც ის სამხრეთ სიდნეის რაგბი ლიგის გუნდიდან დაიხსნა.

ჯონათან სექსტონი ყველაზე მაღალანაზრაურებადი ირლანდიელი მორაგბეა. მას პარიზული "მეტრო რასინგი" წელიწადში 494 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა სექსტონმა გადაწყვიტა, სეზონის დასრულების შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა "ლენსტერში" განაგრძოს. ეს, ცხადია, მის შემოსავალს საგრძნობლად შეამცირებს.

სამხრეთაფრიკელ მორაგბეთა შორის გარემარბი ბრაიან ჰაბანა ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს. "ტულონში" მას წლიურად 474 ათას გირვანქა სტერლინგს უხდიან. ვერ ვიტყვით, რომ ჰაბანა ამ თანხას იმსახურებს. მისი "მზე", როგორც ჩანს, ჩაესვენა. ის ვეღარაა ისევ ძველებურად მარდი და შედეგიანი. რამაც, წესით, ბურჯელალი სერიოზულად უნდა დააფიქროს.

ყველაზე მდიდარი ფრანფიგი მორაგბე "კლერმონის" ცხრა ნომერი მორგან პარაა. მისი წლიური შემოსავალი 436 ათასი გირვანქა სტერლინგია. არადა, პარას საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა უკვე უჭირს და გამორიცხული არ არის მსოფლიოს თასის მომავალმა გათამაშებამ მის გარეშე ჩაიაროს.

მას კვალში უდგას "ლე ბლოს" კაპიტანი ტიერი დუსოტუარი. "ტულუზი" მას წელიწადში 408 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა, კარიერის დასასრულს ტიერი ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზში" აპირებს გადასვლას და იქ ამდენი ხელფასი ნამდვილად არ ექნება.

ბაკის ბოთა კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს. ის "ტულონში" 2011 წელს გადაბარგდა და მისი კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდარული მეორეხაზელი ამჟამად წელიწადში 390 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. როგორია, მისი სამომავლო გეგმები უცნობია.

კიდევ ერთი "მდიდარი" უელსელი მორაგბე ჯიმი რობერტსია, რომელსაც "მეტრო რასინგი" 380 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა, თუ ჭორებს ვენდობით, ის ისევ უელსში აპირებს დაბრუნებას და კარიერას, სავარაუდოდ, "კარდიფ ბლუზში" განაგრძობს.

მოწინავე ათეული

1. დენ კარტერი (ახალი ზელანდია, მეტრო რასინგი) - 1 000 000 გირვანქა, 2. მეთ გიტო (ავსტრალია, ტულონი) - 700 000, 3. ლეიგ ჰალპფენი (უელსი, ტულონი) - 600 000, 4. სემ ბარჯესი (ავსტრალია, ბასი) - 500 000, 5. ჯონათან სექსტონი (ირლანდია, მეტრო რასინგი) - 494 000, 6. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, ტულონი) - 474 000, 7. მორგან პარა (საფრანგეთი, კლერმონი) - 436 000, 8. ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი, ტულუზი) - 408 000, 9. ბაკის ბოთა (სამხრეთ აფრიკა, ტულონი) - 390 000, 10. ჯიმი რობერტსი (უელსი, მეტრო რასინგი) - 380 000.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტემო
გორგოძე მაგათზე ნაკლები არარის.
saba
ხო ქართველების ხელფასები მეც მაინტერესებს.
glaxuna
ფეხბურთი ვ ე რ ა ს ო დ ე ს მივა რაგბთან...თავისი ვაჟკაცი ბუნებით,სულისკვეთებით და შემართებით ... ქცევის და ცხოვრების ცხოვრების ... ასეთი ჯანსაღი ადამიანები გადაარჩენს სამყაროს!!! და გაცილებით მეტი ანაზღაურება უნდა ქონდეთ,გაცილებით! ასე იქნება მომავალში!!!
zura1504
საინტერესო იქნებოდა ქართველების ხელფასებიც, თუნდაც მიახლოებით მაინც, ფედერალებს რამდენსღა უხდიან?
giorgi
ავტორს დიდი თხოვნით, ქართველ მორაგბეებზეც დაწერეთ ძალიან მაინტერესებს
ელგუჯა
ავტორს ბესიკ ჯანგავაძეს.ამ საინტერესო სტატისტიკის შემდგომ კარგი იქნებოდა ქართველ მორაგბეთა ანაზღაურებაზე დაგეწერათ თუნდაც ორიოდ სიტყვით
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ბარეტების ერა იწყება - ბოდენ ბარეტი მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეა
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის
რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება
ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
საგა დოპინგზე დენ კარტერისთვის გრძელდება
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]
ექვსი ერი. III ტური: იტალიამ სენსაცია მოახდინა
რაგბის ცოცხალი ლეგენდა დაბრუნდა და სასაცილო ხელფასს დათანხმდა...