პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნიუკასლს" ფრანგი სპეციალისტი რემი გარდი ჩაიბარებს
კვიპროსულმა აპოელ-მა ახალი მთავარი მწვრთნელი მოძებნა. გუნდიდან წასული გეორგიოს დონისი ცნობილმა გერმანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ექსბაიერნელმა ტორსტენ ფინკმა შეცვალა. მან კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

აპოელ-ზე მკითხველის ყურადღება შემთხვევით როდი გავამახვილეთ. ცნობილია, რომ კვიპროსის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას ხილვა სურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა შეთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა.

ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაიას მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვს, ზაფხულამდე რომელიმე გუნდი ჩაიბაროს. მას ადამიანურად შეგვიძლია გავუგოთ - საქართველოს ნაკრებში მუშაობამ, ბოლო დროის წარუმატებლობებმა და ქართულ ფეხბურთში არსებულმა ემოციურმა ფონმა მას ალბათ დიდი ძალა წაართვა; თანაც, ესეც არ იყოს, ყველა მწვრთნელი ერიდება ამა თუ იმ გუნდში მისვლას მაშინ, როცა შუა სეზონია...

ნიუკასლმა გარდი აირჩია?!

...ოღონდ არსებობს გამონაკლისიც, თუ ლაპარაკია დიდ გამოწვევაზე - 46 წლის ქეცბაია დაუყოვნებლივ დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმეს, თუ მას "ნიუკასლის" მწვრთნელობას შესთავაზებენ. ცხადია, ეს ნებისმიერ ქართველს გაახარებს, მათ შორის, ჩვენც, საქართველოს ნაკრებში მისი მუშაობისას ბოლო პერიოდში მუდმივი კრიტიკა რომ გვიწევდა, თუმცა... ისე ჩანს, რომ ეს დანიშვნა აღარ განხორციელდება.

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნიუკასლს" ფრანგი სპეციალისტი რემი გარდი ჩაიბარებს. გარდმა უკვე განაცხადა თანხმობა, ჩაიბაროს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი "ჯორდები" და ახლა კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის პირობების გაცნობას ელის.

48 წლის გარდი საზოგადოებამ მწვრთნელის რანგში ფრანგულ "ლიონში" მუშაობისას გაიცნო. ცნობილია, რომ "ნიუკასლის" შეფს, მაიკ ეშლის, განსაკუთრებით უყვარს ფრანგული ბაზარი და გუნდისთვის ფეხბურთელებს, ძირითადად, ამ ქვეყანაში ყიდულობს ხოლმე.

გარდის შესაძლო დანიშვნა კლუბში ეშლის მიერ "ფრანგული კურსის" გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.

ქეცბაიას ცვლილებათა სიო

ამასობაში, "ნიუკასლის" შესახებ სტატია გამოაქვეყნა Independet.ie-მ. მასში "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელობის სხვა კანდიდატებთან ერთად, თემურ ქეცბაიას თაობაზეც არის საუბარი.

"რა თქმა უნდა, ორ კანდიდატს, ტიმ შერვუდსა და თემურ ქეცბაიას, შეუძლიათ ახალი სიო და იმედი მოიტანონ გუნდში", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც "ნიუკასლის" შესაძლო დამრიგებელთა თაობაზე წერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
"თემურ ქეცბაიას შეუძლია "ნიუკასლს" მისცეს ის, რაც გუნდს ასე აკლია - თავდადება!"
"ნიუკასლის" პატრონი ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში მოთამაშეებს 20 მილიონს დაპირდა
ჩაშლილი ტრანსფერი - როკე სანტა კრუსმა "ჰამბურგი" იუარა
სამწვრთნელო საქმე: ბოლო 3 თვეში 13 მწვრთნელი მოიხსნა
ინგლისის პრემიერლიგა: რა ხდება ფსკერზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
"ქეცბაიაზე უკეთესი მწვრთნელი მე ვარ" - "მაკაბის" დამრიგებელი ქართველის შესახებ დასმულმა კითხვამ განარისხა
"ჰამბურგის" თავკაცმა ბერტ ვან მარვეიკმა ფეხბურთელები ფსიქო-ტესტზე გაგზავნა
[VIDEO] ეკიტიკეს დუბლი, ვირტცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ნიუკასლს" მოუგო
თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᕘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᕢᓣᓠᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓤᓠᓗᓮᓘᓚᓘ "ᓚᓘᓚᓘ"
"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"ჰამბურგმა" ვან მარვეიკი დაითხოვა, სლომკა დაინიშნა
პრემიერლიგის აუტსაიდერის ბოლო ცდა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
თემურ ქეცბაიას ორი ვარიანტი - აქეთ "ნიუკასლი", იქით აპოელ-ი
ბერტ ვან მარვეიკს "ჰამბურგში" ენდი მიოლერი არ მიაყვანინეს
ალან შირერი: "ნიუკასლში" ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
მაგათი "ჰამბურგში"? - მაგ ბედოვლათებს მხოლოდ დესპოტი ფელიქსი თუ უშველისო...
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
[VIDEO] ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ტრავმა - პსჟ "ნიუკასლს" ფრედ ეთამაშა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა
ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე: იმედია, ვცდები და ტესტების შედეგად კარგ სიახლეს შევიტყობ
"ჰამბურგში" ბერტ ვან მარვეიკი დაინიშნა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...