ახალი სახე ინგლისურ პრემიერლიგაში
ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ფაბიან დელფი და კრისტიან ბენტეკე დაკარგა, რაც ცხადია, დიდი დარტყმაა და ბევრმა "ვილა" წინასწარ ჩამოწერა, მაგრამ ტიმ შერვუდს სხვა გეგმები აქვს და მან სეზონი გამარჯვებით დაიწყო (1:0 სტუმრად "ბორნმუთთან").

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შერვუდის ბიჭებს სერიოზული ბრძოლა არ მოუწევთ და ელიტაში დარჩენა გარანტირებული აქვთ, რადგან იგივე დებიუტანტ "ბორნმუთთან" "ვილა პარკის" მკვიდრებს გაუმართლათ, რადგან გამოუცდელმა მეტოქემ, რომელიც უმაღლეს ლიგაში ისტორიაში პირველ შეხვედრას ატარებდა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა.

შერვუდმა, რომელმაც, როგორც მწვრთნელმა, სეზონი პირველად დაიწყო, ერთბაშად 6 დებიუტანტი ათამაშა და ადვილი მისახვედრია, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია პირველ ტურში. ბირმინგემელებმა ამ მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აჯობეს, რომელსაც უნდა უმასპინძლონ კიდეც შემდეგ ტურში და ეს შერვუდის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება ამ სეზონში.

"ვილას" შედეგები ბოლო ოთხ სეზონში ასეთია - მე-16, მე-15, მე-15 და მე-17 ადგილები. ასე რომ, გუნდმა რამე უნდა შეცვალოს და თამაში გამოასწოროს, თორემ ამ სეზონში შესაძლოა, მართლაც გავარდეს. "ბორნმუთმა" კი ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა აუღოს ალღო პრემიერლიგას, უფრო დაბალანსებული და ცივსისხლიანი გახდეს, მომენტების გამოყენებას მიაქციოს ყურადღება, თორემ მარტო შემართება და პოტენციალი რომ არ კმარა, ეს წინა სეზონში თუნდაც "ბარნლის" "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და იგივე "ჰალის" მაგალითზე დამტკიცდა.

"ასტონ ვილას" ახალი სახეებიდან განსაკუთრებით ჯორდან ამავი უნდა გამოვარჩიოთ, არც გეიეს, ვერეტოს და სხვებს დაეწუნებოდათ რამე. თუმცა სხვების, იმავე ამავის კარგი თამაში საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ბენინელმა რუდი ჟესტედმა გადაფარა. ეს 193 სანტიმეტრის სიმაღლის მძლავრი, აგრესიული სტილის მქონე ფორვარდი მინდორზე კიდევ ერთი ახალწვეულის, ჯორდან აიუს ნაცვლად გამოვიდა მინდორზე და გამარჯვების გოლი შეაგდო.

ეს მან თავური დარტყმით გააკეთა და საინტერესოა, რომ 2013-14 წლების სეზონის დაწყების მერე ეს ჟესტედის მე-20 თავური გოლი გახლდათ, რაც ხუთით მეტია პირველ ოთხ ლიგაში მოთამაშე ნებისმიერი ფეხბურთელის შედეგთან შედარებით. ამ ბურთით ჟესტედმა "ბორნმუთს" იშვიათი საშინაო წაგება აგემა, რადგან წინა სეზონის ჩემპიონშიპში ბოლო 19 მატჩიდან, რომელიც "ალუბლებმა" საკუთარ კედლებში გამართეს, მხოლოდ 1 დათმეს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონები ჟესტედმაც ჩემპიონშიპში გაატარა, იგი "ბლექბერნში" ირიცხებოდა, რომლის მაისურითაც 66 მატჩში 33 ბურთი გაიტანა.

"ვფიქრობ, ჩვენი მცველებიც კი არ არიან კმაყოფილები იმით, რომ ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ უწევთ თამაში. თავით თამაშის მხრივ, ის საოცრად აკურატული და ძლიერია. თუმცა სხვა მხრივაც ძლიერია. ის ბურთზე აგრესიულად, აქტიურად მიდის და მეტოქეებს ტერორში აგდებს.

შესაძლოა, მოწინააღმდეგეებს შემთხვევით ატკინოს კიდეც, როდესაც ბურთზე მიდის, რადგან თავის თავსაც არ ზოგავს. მიხარია, რომ ის ჩემ განკარგულებაშია. რუდის ჩვენთან ერთად ბევრი არ უვარჯიშია, მაგრამ ვიცოდი, რომ მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებდა. რაც შეეხება მატჩს, ცოტა დუნედ დავიწყეთ და პირველი ტაიმი მძიმე გამოგვივიდა. შემდეგ საზეიმო ატმოსფეროს ალღო ავუღეთ და უკეთ ავთამაშდით, ბიჭებმა იბრძოლეს და ეს წარმატება დაიმსახურეს" - თქვა შერვუდმა.

"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰოუი: "ვფიქრობ, ჩვენ ვდომინირებდით და პირველ ტაიმში არაერთი მომენტი გავაცუდეთ. თუ შენ მომენტებს ანიავებ და მეტოქის საჯარიმოში საქმე ბოლომდე ვერ მიგყავს, ხოლო შემდეგ ჟესტედის დარი ფეხბურთელი გამოდის, პრობლემა გაქვს... ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მომენტების გამოყენება იქნება. მიუხედავად წაგებისა, ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლდათ და ჩვენს ისტორიაში დარჩება. დიდი მადლობა ფანებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერი შექმნეს და მხურვალედ გვქომაგობდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akin
ასეთი დიდი სტატის ღირსია ასტონ ვილა ?))
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ინგლისში ედი ჰოუი ჟოზე მოურინიოზე წინ დააყენეს
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
ტიმ შერვუდის შიშები: ანტირეკორდი, გავარდნა და მსაჯები
"ნიუკასლმა" მამარდაშვილის გამო ინგლისის ნაკრების მეკარეზე უარი თქვა
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ