ფინელი ტეემუ სელიანე დააფასეს
"ანაჰაიმისა" და "ვინიპეგის" მატჩის წინ "დაქსის" საშინაო არენაზე გაიმართა ამაღელვებელი ცერემონია - მასპინძელმა კლუბმა ხმარებიდან ამოიღო ლეგენდარული ფინელის, ტეემუ სელიანეს სათამაშო ნომერი.

19 წლის წინ "ვინიპეგმა" ტრეიდით "ანაჰაიმში" გაუშვა სელიანე. "წასვლა არ მინდოდა და ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამის გამო. გაცვლამდე ათი დღით ადრე "ვინიპეგის" ხელმძღვანელობა მიმტკიცებდა, რომ მე მათი მომავალი გამარჯვებების ნაწილი ვიყავი. ძალიან სამწუხარო იყო", - აღიარა სელიანემ. "სან ხოსესა" და "კოლორადოში" მცირე "მივლინებების" შემდეგ ფინელი "ანაჰაიმში" დაბრუნდა, სადაც 2007 წელს სტენლის თასი მოიგო.

"ხალხს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რა რთულია სტენლის თასის მოგება. 15 წელი ლოდინი მომიწია და შემდეგ ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიტყვებით რთულია ამ გრძნობის გადმოცემა. დღეს ჩემი მაისურის აღმართვის ცერემონია ძალიან ამაღელვებელი გამოვიდა. აქ 60 მეგობარი ჩამოვიდა ფინეთიდან. მთელი ჩემი ოჯახი აქ არის. ვაფასებ ყველაფერს, რაც ჩემს კარიერაში მოხდა. და ყველაფერი, რაც აქ ხდება, უდიდესი პატივია ჩემთვის", - განაცხადა სელიანემ.

მაისურის აღმართვის შემდეგ ტეემუ ძლივს იკავებდა ცრემლებს - ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო. "არ მიტირია, მაგრამ ახლოს ვიყავი. ყველაზე რთული აღმოჩნდა სცენიდან ჩამოსვლა და ემოციების შეკავება. შესანიშნავი საღამო გამოვიდა. არ მახსოვს, ბოლოს როდის ვინერვიულე ასე", - თქვა ტეემუმ ცერემონიის შემდეგ.

ედმონტონი-ფლორიდა 2:4

0:1, 1:1, 1:2

გოლები: 0:1 ჰეიესი-13 (ბიუგსტადი-10, ი. იოკინენი-18), 1:1 ებერლე-11 (ტ. ჰოლი-17, შულცი-14), 1:2 ბ. კემპბელი-3 (ეკბლადი-19, ი. იოკინენი-19), 1:3 კოპეცკი-2 (მაკენზი-4, აპშოლი-6), 2:3 პულიო-6 (როი-13, ნიკიტინი-5), 2:4 ბერგენჰაიმი-7 (ფლიშმანი-7).

ჩიკაგო-მინესოტა 4:1

2:0, 2:0, 0:1

გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-9 (ტეივზი-24, საადი-16), 2:0 ბიკელი-9 (პ. კეინი-26, ბ. რიჩარდსი-17), 3:0 ბ. რიჩარდსი-9 (პ. კეინი-27, ბიკელი-9), 4:0 ოდუია-2 (ტეივზი-25, მარიან ჰოსა-22), 4:1 კუკი-3 (ბროძიაკი-5, ბროდინი-4).

ანაჰაიმი-ვინიპეგი 5:4 (ბ)

1:3, 1:1, 2:0, 0:0, 3:2

გოლები: 0:1 ე. კეინი-7 (ლოური-5, ენსტრიომი-10), 1:1 რაკელი-2 (პალმიერი-5), 1:2 ბოგოსიანი-2 (ფროლიკი-14, შაიფელი-15), 1:3 შაიფელი-7 (მ. პერო-13, ბაფლინი-16), 2:3 ჯეკმანი-3 (კოლიანო-6, რაკელი-8), 2:4 ლედი-16 (ველერი-21, ლიტლი-7), 3:4 პალმიერი-7 (რაკელი-9, ვატანენი-18), 4:4 რაკელი-3 (მარუნი-15).

ბულიტები გაიტანეს: ველერი (ვინიპეგი), კესლერი (ანაჰაიმი), ე. კეინი (ვინიპეგი), რაკელი (ანაჰაიმი), ვატანენი (ანაჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს