ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ატლანტას" ვერ აჩერებენ

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ატლანტას" ვერ აჩერებენ

გრანტი "ატლანტას" ყიდულობს
"ატლანტა", უბრალოდ, შანსს არ უტოვებს თავის მოწინააღმდეგეებს. "ჰოქსმა" ბოლო 14-დან 13 და ბოლო 24-დან 22 მატჩი მოიგო. "ვაშინგტონზე" 31 ქულით გამარჯვება ზედიზედ მერვე აღმოჩნდა ბუდენჰოლცერის გუნდისთვის. ამასთან, "უიზარდსმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.

გუშინ "ატლანტას" ყველაფერი გამოსდიოდა. სამქულიანებისა და გუნდური თამაშის წყალობით მასპინძლებმა უკვე პირველ ტაიმში მოიპოვეს 20-ქულიანი უპირატესობა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა ტყორცნების 64 პროცენტი გამოიყენეს, მაგრამ ასეთი სიზუსტე "ატლანტას" ხუთმა სამქულიანმა გადაწონა. თუმცა მეორე მეოთხედში "ჰოქსმა" ასევე იოლად გაფლანგა ჰანდიკაპი. მილსეპმა და ტიგმა დროის ამ მონაკვეთში რვა ტყორცნა ააცილეს, გუნდური რეალიზაცია კი 28 პროცენტამდე დაეცა.

თითქოს "უიზარდსს" დიდი შესვენების შემდეგ უნდა გაებრძოლა, მაგრამ პირიქით მოხდა. "ვაშინგტონის" დაცვა უბრალოდ ვერ უმკლავდებოდა "ატლანტას" ტემპსა და გუნდურ თამაშს. მთელი მატჩის განმავლობაში "ჰოქსმა" 34 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. როგორც კი "ვაშინგტონი" ახერხებდა მეტოქესთან მიახლოებას, საქმეში ერთვებოდა მასპინძლების შორეული არტილერია და "ატლანტა" ისევ წინ გარბოდა.

ბოლოსკენ დედაქალაქელები დაიღალნენ და მეოთხე მეოთხედში ტყორცნების მხოლოდ 25 პროცენტი მოათავსეს კალათში. საერთო ჯამში, "ატლანტამ" სამი ფაქტორის ხარჯზე მოიგო: ბრწყინვალე გუნდური თამაში - 34 პასი 42 ზუსტ ტყორცნასთან ერთად, სამქულიანების რეალიზაცია - 16/31 და დაცვაში კარგი თამაში - 14 ჩაჭრა და "ვაშინგტონის" 21 შეცდომა, რაც მასპინძლების 31 ქულაში გარდაისახა.

ატლანტა-ვაშინგტონი 120:89

34:22, 21:28, 32:27, 33:12

ა: კორვერი (19), კეროლი (16+4 ჩაჭრა), ჰორფორდი (15+6 მოხსნა), ანტიჩი (12), ტიგი (11+10 პასი+4 ჩაჭრა), სკოტი (11+6 მოხსნა), მილსეპი (11), შრედერი (10).

ვ: უოლი (15+8 პასი), ნენე (14+6 მოხსნა), სერაფინი (13+6 მოხსნა+3 დაფარება), ბილი (12), პირსი (11), გორტატი (10).

"მაიამი ჰიტმა" სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "კლიპერსი", როგორც წესი, საკუთარ მოედანზე არ ინდობს თავის მოწინააღმდეგეებს და ეს მატჩიც კალიფორნიელებმა 19:6 გაქცევით დაიწყეს. ამის შემდეგ "ჰიტის" დამრიგებელმა სპოელსტრამ სკამზე დასვა კრის ანდერსონი და მის ნაცვლად ჰასან უაიტსაიდი გამოიყვანა.

სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა თამაშის სურათი. ფლორიდელებმა 24:10 გაქცევით უპასუხეს, მეორე მეოთხედში კი 10 ქულით დაწინაურდნენ. უაითსაიდმა უკვე პირველ ტაიმში 12 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ასევე კარგად გამოიყურებოდა ბოში, რომელსაც ორი მეოთხედის შემდეგ 17 ქულა ჰქონდა.

"კლიპერსი" ფონს სამქულიანების ხარჯზე გადიოდა (7/12), 24 წუთში 11 მოხსნა კი ნამდვილი კატასტროფა იყო. მესამე მეოთხედში "ჰიტი" უკვე 15 ქულით გაიჭრა წინ. და ისევ მოედანზე ბოში და უაითსაიდი ბრწყინავდნენ. ამ უკანასკნელმა დიდი წვლილი შეიტანა 9:0 გაქცევაში. ბოლო მეოთხედში არც ერთ გუნდს არაფერი გამოსდიოდა. "კლიპერსმა" სირენამდე წუთნახევრით ადრე შეძლო სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება, მაგრამ ბოშის სამქულიანმა ყველა იმედი მოუსპო დოკ რივერსის გუნდს.

კლიპერსი-მაიამი 90:104

29:30, 24:32, 23:24, 14:18

კ: გრიფინი (26+6 მოხსნა), პოლი (23+9 პასი), რედიკი (14).

მ: ბოში (34+7 მოხსნს), უაითსაიდი (23+16 მოხსნა), უეიდი (17+10 პასი), დენგი (10).

"ფინიქსმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "მემფისთან", თუმცა, ამჯერად, დიდი წინააღმდეგობა გაუწია "დათვებს". არადა, ოვერტაიმი შეიძლებოდა არც დანიშნულიყო, რადგან პირველი სამი მეოთხედი მასპინძლები ლიდერობდნენ და მესამე 12-წუთეულში 16 ქულით გავიდნენ წინ. არადა, მარკ გასოლს თამაში საერთოდ არ მისდიოდა და ძირითად დროში ათიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო.

მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის მასპინძლები 14 ქულით გაიჭრნენ წინ, მაგრამ "სანზმა" შთამბეჭდავი საპასუხო გაქცევა შეასრულა - 18:7. სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. იქვე რენდოლფმა და კონლიმ მორიგი სპურტი მოაწყვეს - 6:0, მაგრამ "ფინიქსი" დანებებას არ აპირებდა. სირენამდე 19 წამით ადრე ვინს კარტერმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და "მემფისის" უპირატესობამ ორი ქულა შეადგინა. ბოლო შეტევაში ტაკერმა ლეი-აპი შეასრულა. ბურთმა დიდხანს იტრიალა ფარზე, ბლედსოუმ ვერ მოითმინა და ნახტომში ბადეს შეეხო. წესის დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ მსაჯებმა ორი ქულა ჩათვალეს და ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

პირველ ოვერტაიმში "ფინიქსს" მოგების კარგი შანსი ჰქონდა. ბლედსოუმ 30 წამით ადრე მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ შემდეგ ტომასი შეცდა, ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რასაც დრაგიჩის ჯარიმა მოჰყვა. კორტნი ლიმ ორი ზუსტი საჯარიმოთი მატჩი მეორე ოვერტაიმში გადაიყვანა.

მეორე დამატებით დროში, როგორც იქნა, გამოიღვიძა გასოლმა, რომელმაც შვიდი ქულა დააგროვა, "ფინიქსმა" კი 11-დან 10 ტყორცნა ააცილა.

მემფისი-ფინიქსი 122:110 (2ო)

22:15, 29:26, 24:25, 26:35, 7:7, 14:2

მ: რენდოლფი (27+17 მოხსნა), კონლი (25+7 მოხსნა+8 პასი), ლი (18), მ. გასოლი (12+9 მოხსნა+4 დაფარება), ალენი (12+6 მოხსნა).

ფ: ტომასი (20), მარკუს მორისი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლენი (14+13 მოხსნა), მარკიფ მორისი (11+9 მოხსნა), ტაკერი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბლედსოუ (11+5 პასი).

არაფერი გამოსდის "კლივლენდს" ლებრონ ჯეიმსის გარეშე. "კავალიერზმა" ზედიზედ მეხუთე და ბოლო ცხრა მატჩში მერვედ წააგო. სტუმრებმა "საკრამენტოს" მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა, მეორე 12-წუთეულში კი "მეფეები" 15 ქულით გავიდნენ წინ და დარჩენილ დროში არ მისცეს "კავალერებს" მიახლოების საშუალება. პირველ ტაიმში "კინგზმა" მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, მთელი მატჩის განმავლობაში კი - ხუთი.

საკრამენტო-კლივლენდი 103:84

30:29, 29:15, 26:20, 18:20

ს: კაზინსი (26+13 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), გეი (23), კოლისონი (16+6 პასი), ლენდრი (11), ტომპსონი (7+10 მოხსნა).

კ: ლავი (25+10 მოხსნა), ირვინგი (21+7 პასი), მოზგოვი (14+12 მოხსნა).

მეორედ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, "პორტლენდმა" დაამარცხა "ლეიკერსი". ეს უკანასკნელი კვლავაც კობი ბრაიანტის გარეშე თამაშობდა და მეოთხე მეოთხედამდე კვალში ედგა მეტოქეს, სანამ საქმეში აქტიურად არ ჩაერთო დამიენ ლილარდი. ამ გუნდების ბოლო მატჩში მან 39 ქულა დააგროვა, ამჯერად 34 ქულა აიღო და აქედან 17 ბოლო მეოთხედში.

მეოთხე 12-წუთეულში სტოტსის გუნდმა 14:1 სპურტი მოაწყო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. "ლეიკერსმა" გამონახა ძალები სხვაობის ოდნავ შესამცირებლად და დროც რჩებოდა ინტრიგის აღსადგენად, მაგრამ ლილარდმა მალე მოუსპო მეტოქეს მატჩის გადარჩენის იმედი.

ორეგონელებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს და ბოლო ექვს გასვლით მატჩში მეხუთედ მოიგეს. "პორტლენდი" პირველია მიმდინარე სეზონში, რომელმაც 30 მოგება ჩაიწერა აქტივში.

ლეიკერსი-პორტლენდი 94:106

20:23, 25:27, 24:22, 25:34

ლ: ჯონსონი (17), ჰილი (14+3 დაფარება), ბუზერი (13+9 მოხსნა), ელინგტონი (10+6 მოხსნა), პრაისი (8+12 პასი).

პ: ლილარდი (34+7 პასი), მეტიუზი (16+5 პასი), ოლდრიჯი (15+9 მოხსნა), ბატუმი (11+9 მოხსნა+6 პასი), ლეონარდი (10), კამანი (9+12 მოხსნა).

გრანტი "ატლანტას" ყიდულობს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე გრანტ ჰილი და ჯუნიორ ბრიჯმენი ერთობლივი განაცხადის შედგენას აპირებენ "ატლანტა ჰოქსის" შესაძენად. ამ კლუბის აქციათა 100 პროცენტი რამდენიმე დღის წინ გამოიტანეს გასაყიდად.

ჰილსა და ბრიჯმენს დახმარებას გაუწევს საკალათბურთო სამყაროში ცნობილი კოლანჯელოების ოჯახი. ბრაიან კოლანჯელო, რომელიც NBA-ს საუკეთესო გენერალური მენეჯერი იყო 2005 და 2007 წლებში, ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორია და სავსებით შესაძლებელია, პრეტენზია გამოაცხადოს "ჰოქსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

თავის მხრივ, ჯერი კოლანჯელო, რომელიც ფინიქსის რამდენიმე სპორტული კლუბის ("სანზი" - NBA, "მერკური" - WNBA, "დაიმონდბექსი" - MLB და "კოიოტზი" - NHL) ყოფილი მფლობელია, ისევ შექმნილი საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს

[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ - "ოკლაჰომა" კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

რას აპირებენ ვეტერანები?

NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე