"სელფები" ჩვენც არ გვიყვარს, ეს ფოტო უფრო მოგვწონს
რომში დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ ფრანჩესკო ტოტი უკვდავია. აი, დანარჩენმა მსოფლიომ ეს მხოლოდ ახლაღა გაიგო - სხვათა შორის, ინგლისური პრესის მეშვეობით.

ზოგადადაც, ნაახალწლევს ემოციები ყველაზე მეტად ისევ და ისევ იტალიაში დუღდა. რაც ყველაზე საინტერესოა, "ინტერის" ტიფოზები ხასიათზე მოვიდნენ, რაც ლუკას პოდოლსკისა და ჯერდან შაჩირის დამსახურება ყოფილა, რომელიც თურმე ისეთივე იმპოზანტურია, როგორც კარლ-ჰაინც რუმენიგე.

წავედით!

იტალია

იმპერატორის სელფი

ფელიპე ანდერსონი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია - "ლაციოს" მისი სახით მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რაც ამ უკანასკნელმა რომის დერბის პირველ ტაიმში დაამტკიცა: ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, მერე მაურის გაატანინა, ბოლოს კი თვითონაც გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "ლაციალე" მოსისხლე მტერს უკვე 2:0-ს უგებდა.

ანდერსონი იქით იყოს და "რომას" გაცილებით დიდი კაცი ჰყავს - "იმპერატორი". ფელიპე ანდერსონი სულ რაღაც 11 თვისა იყო, როცა ფრანჩესკო ტოტიმ 1994 წლის მარტში პირველად ითამაშა იტალიის დედაქალაქის დერბიში.

ტოტიმ კვირას "ლაციოს" წინააღმდეგ მე-40 მატჩი ჩაატარა და "რომამ" ეს დერბი რომ არ წააგო, პირადად დიდი ფრანჩესკოს დამსახურებაა. ტოტიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, მერე კი კონგენიალური გოლით ანგარიში გაათანაბრა და რომაული რეკორდებიდან ახლა ის რეკორდიც მისია, რომელიც აქამდე აკლდა: ტოტი თავისი 11 გოლით ახლა უკვე "დერბი დელა კაპიტალეს" საუკეთესო ბომბარდირიცაა.

იხილეთ ვიდეო

რასაკვირველია, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებულ აღნიშვნასაც იმსახურებდა: ტოტი "კურვა სუდთან" მიიჭრა, სმარტფონი დაითრია და გადაიღო "სელფი", რომელიც აქამდეც უნდა ჰქონოდა გადაღებული.

"სელფებს" არასდროს ვიღებ, "სელფების" მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ მომენტის ფოტოზე აღბეჭდვა კი ძალიან მინდოდა", - განაცხადა 38 წლის ტოტიმ მატჩის შემდეგ.

"იმპერატორის" "სელფის" საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: "სელფები" გვეზიზღება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთ ფოტოებს მოკვდავნი იღებენ. "რომას" ლეგენდა ტოტი კი მოკვდავთა სიაში არ წერია. ტოტი უკვდავია, ამ უქმეების შემდეგ კი ყველაზე მაგარი ტიპია ფეხბურთელებს შორის!" - წერდა ბრიტანული "დეილი მეილი".

ამ საქციელისთვის ტოტის ყვითელი ბარათი არ მისცეს. როგორც ჩანს, "სელფის" გადაღებისთვის გაფრთხილებებსაც მხოლოდ მოკვდავთ აძლევენ ხოლმე...

ინტერისტებს სახეები აღარ ჩამოსტირით

"ინტერის" გულშემატკივრებს შედარებით კარგი დრო დაუდგათ. ყოველ შემთხვევაში, "ნერაძურის" თამაში ისეთი მოსაწყენი აღარ არის, როგორც ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ იყო და, თანაც, "ინტერისტებმა" აღმოაჩინეს ლუკას პოდოლსკი, რომელმაც "ჯენოასთან" 50 წუთი საკმაოდ კარგად ითამაშა, მერე კი ძალები გამოელია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერში" ახალთახალი კაცია ჯერდან შაჩირიც (თუ შაქირი, ან როგორც არის), რომელმაც ტიფოზებისგან უდიდესი აპლოდისმენტები დაიმსახურა - მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ უთამაშია და მხოლოდ სარბენ ბილიკებზე ხურდებოდა. ხომ იცით, როგორ უყვართ იტალიელებს გაბუქება - პრესა წერდა, კარლ-ჰაინც რუმენიგეს შემდეგ "ინტერში" ასეთი იმპოზანტური ფეხბურთელი პირველად გადმოვიდაო. ცნობისათვის, იმპოზანტური წარმოსადეგს ნიშნავს...

ყურადღების ცენტრში გუნდის სათადარიგო კაპიტანი მარკო ანდრეოლიც მოექცა. მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ამ უკანასკნელს პირველ ტაიმში მოუწოდა, მაღალი ბურთების ჩაგდებას შეეშვიო და როგორც გაირკვა, ანდრეოლიმ "მანჩოს" ბრძანება უკუღმა გაიგო: ისე უკომპრომისოდ უთავაზა მწვრთნელს ბურთი სახეში, რომ მანჩინი გაიშოტა და ცრემლები წამოსცვივდა, თუმცა მალევე წამოდგა და ნაძალადევი ღიმილით ანიშნებდა, ახლავე შეგცვლიო.

იხილეთ ვიდეო

"მანჩომ" მომხდარზე ხუმრობა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც განაგრძო: "მეკარედ არასდროს ვვარგოდი და არც ახლა ვვარგივარ!"

...და სხვა?

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ჯახი ნამდვილად კარგი საცქერი გამოდგა.

მატჩის დაწყებამდე ნეაპოლელი ტიფოზები 4 იანვარს გარდაცვლილ ნეაპოლელ მუსიკოსს, პინო დანიელეს ისე უმღეროდნენ, როგორც ერთ დროს დიეგო მარადონას, მერე კი სან პაოლოზე ტრაგიკულმა სიმშვიდემ დაისადგურა, რადგან "იუვემ" თამაში 3:1 მოიგო.

პოგბასა და ვიდალის ბრწყინვალე გოლების გარდა, აღსანიშნავია მარტინ კასერესის გოლიც, ოღონდ იმიტომ, რომ ის და კიელინი თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ.

იხილეთ ვიდეო

ინგლისი

ვოიცეხის მამის უსიამოვნებანი

1-ელ იანვარს "არსენალმა" "საუთჰემპტონთან" 0:2 რომ წააგო, ბრიტანულმა მედიამ ლონდონელთა მეკარე ვოიცეხ შჩესნის კრიტიკის ქარცეცხლი დააყარა. ვერავინ იტყვის, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო იყო, რადგან ვოიცეხი მართლაც ორჯერ შეცდა და ორივეჯერ მძიმედ.

ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვინც შჩესნის დაცვა გადაწყვიტა, მამამისი გახლდათ და უფროსი შჩესნი მთელი კვირის განმავლობაში არ ცხრებოდა - ჯერ სოციალურ ქსელებში აქტიურობდა, მერე კი ინტერვიუები ჩამოარიგა.

ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა, იმ ორ შეცდომასთან ერთად, ვოიცეხ შჩესნის ისიც დაუმატეს, საშხაპეში სიგარეტს ეწევა ხოლმეო.

"საშხაპეში სიგარეტის მოწევა? ნუთუ ინგლისელმა ჟურნალისტებმა ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს? - ცხარობდა უფროსი შჩესნი. - საერთოდაც, ჩემი შვილი მცირეოდენ კრიტიკასაც კი არ იმსახურებს. "არსენალის" წარუმატებლობები ცენტრალური მცველების ბრალი უფროა, განსაკუთრებით კი, გერმანელი პერ მერტეზაკერისა, რომელიც აბსოლუტურად დაჩლუნგდა!"

საინტერესოა, უპასუხებს თუ არა მას მერტეზაკერის მამა.

ესპანეთი

დამუხრუჭებული ეიფორია

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მთელი ვალენსია ეიფორიაში იყო. მიზეზიც ჰქონდათ: "ღამურებმა" "საუკუნეების" განმავლობაში უძლეველი მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხეს და კრიშტიანო და კომპანია დედაქალაქში დაღონებულები გაისტუმრეს.

"რეალთან" მოგების შემდეგ ვალენსიაში ისეთი ზეიმი ატყდა, თითქოს ესპანეთის ჩემპიონობა ერთი ფეხის ნაბიჯზეღა იყო.

ასეთ აღმაფრენას მოულოდნელი დაღმაფრენა რომ მოსდევს ხოლმე, დაუწერელი კანონია: გასულ უქმეებზე "ვალენსიამ" გვიჩვენა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაანგრიო საკუთარი ოცნების კოშკები.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ვალენსიამ" მხოლოდ 1:1 დააფიქსირა ვიგოს "სელტასთან", რომელსაც ზედიზედ 7 ტურში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.

დღეისათვის კი საქმე იქამდეა მისული, რომ ვალენსიაში "რეალთან" მოგება უკვე დაავიწყდათ, რადგან გუშინწინ "ღამურები" თასზე "ესპანიოლთან" 0:2 დამარცხდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

F-22
ეს რა საშინელი დრიბლინგი გამოგივიდათ?.. ამაზე უკეთესები გქონდათ. ეს დრიბლინგი კი არა ძუნძული იყო... ბარსა რატო არ ახსენეთ საერთოდ?.. მესიმ მე 100 საგოლე პასი გააკეთა და ბარსა სამივე თავდამსხმელა გაიტანა
del piero 10
მართალი ხარ დათო! მეც მაგას ვამბობ. სერი ა ძალიან საინტერესო საყურებელი გახდა. სუპერ თამაშები იყო ამ ტურში! ინგლისში მანიუ საუთჰემპტონის სვარკა როგორი საყურებელი იყო? ერთადერთი დარტყმა კარში...
დათო
ამ მოვლენების შემდეგ და ესეთი ემოციების განცდის შემდეგ როგორ შეიძელბა სერია ას უინტერესო უწოდო. ან რა ტამაშები იყო რომა-ლაციო, ნაპოლი-იუვე, ფიორე-პალერმო!
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
დრიბლინგი: გიბრალტარელი კლოზე და ჩაძინებული ქალბატონი
მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრებიდან უშვებენ, მაგრამ დიდ კომპენსაციას მიიღებს
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის პირველი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
მილანის "ინტერში" ჯერდან შაჩირი ზედმეტია
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
"ლივერპული" ჯერდან შაჩირის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტს გადაიხდის
48 წლის ტოტი საფეხბურთო კარიერას ანახლებს და სერია A-ს გუნდიც ეპატიჟება
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 27 ივლისი
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
შჩესნიმ "ბენფიკასთან" მატჩში რეკორდი დაამყარა
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
დრიბლინგი: ანდრეა პირლომ დარდი არ იცის...
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
უეფას კარზე: მოდი, გავიცნოთ კოსოვო
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს
ტურინის "იუვენტუსის" სიახლეები: გატეხილი გული და "ბებერი ქალბატონი"
"ლაციომ" ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება უარყო
დრიბლინგი: სხვა პირლო სად არის?!
დრიბლინგი: ხუთი წლის რონალდო [VIDEO]
სერია A. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლორენცო პაშიუტის უცნაური პოკერი
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"იუვენტუსი" ზაფხულში "ლაციოს" ნახევარმცველით გაძლიერდება
ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა და დღეს "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ტრანსფერ ONLINE. 4 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"თქვენ მე რონალდო გგონივართ?" - მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
"სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ, თუმცა..." - შჩესნიმ კონკურენტის შესახებ ისაუბრა
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 7 ივლისი
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
30 მილიონი ევრო წელიწადში - მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს გაწვრთნის
არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს