მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკის პერსპექტივებზე აზრი მოსკოვური კლუბის ვეტერანებმა გამოთქვეს

დიდი შანსია, მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სხვა გუნდში გაუშვას - სავარაუდოდ, იჯარით. ცნობილია ასევე, რომ ქართველის თაობაზე მოსკოველებს წინადადებით რამდენიმე კლუბმა უკვე მიმართა, განსაკუთრებით კი, "როსტოვი" აქტიურობს, რომლის რიგებშიც ჯანომ შარშან რუსეთის თასი მოიგო.

როგორ წარიმართება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კარიერა ახლო მომავალში, ამას "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი გადაწყვეტს, იქამდე კი ჯანოს პერსპექტივებზე აზრი მოსკოვური კლუბის ვეტერანებმა გამოთქვეს.

სტატია, სათაურით "დამწნილებული ჯანო" Eurofootball-მა გამოაქვეყნა. აი, რას ამბობენ რუსეთში ანანიძეზე:

ვალერი კეჩინოვი ("სპარტაკის" ყოფილი მოთამაშე, ამჟამად მწვრთნელი):

"ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, ანანიძემ "სპარტაკში" უნდა ითამაშოს. ის სპარტაკულ სტილს მიესადაგება, მაგრამ სხვა საქმეა, რომ იმ ფეხბურთს, რომელსაც ახალი მწვრთნელის (მურატ იაკინი) ხელში გუნდი ამჟამად თამაშობს, ძნელია სპარტაკული უწოდო.

ანანიძეს არ აქვს სუპერფიზიკური მონაცემები, მაგრამ მას ესმის ფეხბურთი და როდესაც ფორმაშია, კრეატიულობით ხასიათდება. და საერთოდ, რაზეა საუბარი, როდესაც "სპარტაკში" მწვრთნელთან რაღაც უთანხმოების გამო შიროკოვმაც კი ვერ ითამაშა? როგორც ჩანს, იაკინს არ სჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებსაც მომენტის შექმნა, ჭკვიანურად თამაში და ინდივიდუალური ოსტატობით გოლის გატანა შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, "სპარტაკში" კონკურენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე "როსტოვში", სადაც ანანიძემ თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ, როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი მის ნახვას შემადგენლობაში.

ცეცხლს ნავთი ჯანოს აღმოსავლეთში, სათასო მატჩზე გაფრენაზე უარის თქმამ დაასხა. ამან არათუ გავლენა მოახდინა, გამანადგურებლად იმოქმედა ანანიძის პერსპექტივაზე "სპარტაკში". ეს დისციპლინის ძალიან სერიოზული დარღვევაა, რასაც მწვრთნელები არ პატიობენ ხოლმე. რაც უნდა იყოს, გუნდში დისციპლინა პირველ ადგილზე დგას.

რაც უნდა იყოს, ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში ჯანოს შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს და ორი აზრი არ არსებობს, ანანიძე სხვა კლუბში უნდა გადავიდეს. რა აზრი აქვს ფეხბურთელის დამწნილებას, როცა ის სათადარიგოთა შორისაც ვერ ხვდება. თუკი მწვრთნელი გუნდში მოთამაშის ადგილს ვერ ხედავს, ლოგიკური მისი გაყიდვა ან თუნდაც იჯარით გაშვება იქნებოდა".

იური გავრილოვი (სსრკ-ის ნაკრებისა და "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო აგენტი):

"ვფიქრობ, "სპარტაკში" ანანიძემ კონკურენციას ვერ გაუძლო. არადა, "როსტოვში" ის და ძიუბა თითქოს კარგად თამაშობდნენ. ძნელია რამე თქვა, როდესაც სიტუაციას შიგნიდან არ იცნობ...

საჭიროა, მუდმივად ავლენდე საკუთარ შესაძლებლობებს მოედანზე. რა თქმა უნდა, ვითარებაზე ძალიან ცუდად იმოქმედა ანანიძის ნაბიჯმა, როდესაც კომსომოლსკში სათამაშოდ არ გაფრინდა.

მართალია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა მაშინ და რამ აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. იქნებ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არც იყო... მგონია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი სათამაშოდ წასვლაზე უმიზეზოდ უარს არ იტყვის".

ვაგიზ ხიდაიტულინი (სსრკ-ის ნაკრებისა და "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი, რუსეთის მწვრთნელ-ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტი):

"ვფიქრობ, ანანიძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა "სპარტაკში" საკმარისად ჰქონდა. კარპინის დროს ის ხშირად თამაშობდა. როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, შენი ვალია, მოედანზე დაამტკიცო, რა შეგიძლია და ზუსტად შეასრულო მითითებები.

როგორც ჩანს, ჯანომ კონკურენციას ვერ გაუძლო. რაც უნდა იყოს, "სპარტაკში" უფრო მაღალი მოთხოვნებია, ვიდრე "როსტოვში".

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ანანიძე ნიჭიერია და ახლა ოპტიმალური ვარიანტი მისთვის ახალი გუნდის მოძიება იქნება, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება, ისევე, როგორც ეს რომან შიროკოვმა გააკეთა, რომელმაც მისთვის სტილითა და ხასიათით შესაფერისი გუნდი მოძებნა.

ფეხბურთელი მოედანზე ცხოვრობს, წლები კი გადის. უბრალოდ, საცოდაობაა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა - შემდეგ რომ არ გახდეს სანანებელი უაზროდ გაფლანგული დრო.

მეორე მხრივ, შეიძლება კმაყოფილდებოდე რეზერვში ყოფნითა და კარგი ხელფასით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სამხრეთული ხასიათისა და ამბიციების მქონე ანანიძისთვის ეს უკანასკნელი მისაღები ვარიანტი იყოს.

ვუსურვებ ჯანოს თავისი შესაფერისი გარემოს მოძებნასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას".

koko
არ ვიცი პიროვნულად ვინ არის ამ სტატიის სათაურის ავტორი, მაგრამ დურაკი რომ არის, ეს ფაქტია.
grisha
რუსები ღუპავენ!!ჯანაშია არ გაუშვეს ლაციოში და ასათიანი კიდევ ჩელსიში თუ შენით არ წამოხვალ ეგენი თავისით კარგ გუნდში ნაღდად არ გაგიშვებენ
gela
მოშორდი რა ამ სპარტაკს,იჯარით კი არა,საერთოდ წადი.
Tengo
რა სათაურია? ვინა ხართ, სად დაიბადეთ? განა შეიძლება ყველაფერი იკადროს კაცმა და ისიც ფულის გულისთვის? -თქვენთვის შეიძლება, თქვენ ღირსება დაკარგული გაქვთ!
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ᓕᓐᓚᓔᓠᓘ ᓙᓔᓩᓘᓜᓝᓕᓘ: ᓐᓘ, ᓗᓣᓠᓛᓔ ᓠᓝᓒᓝᓠ ᓒᓕᓐᓙᓚᓓᓜᓔნ ᓫᓘᓣᓑᓐ ᓓა ᓐᓜᓐᓜᓘᓫᓔ
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი
ვალერი კეჩინოვი: მაშინვე მივხვდით, ჯანო უნდა აგვეყვანა "სპარტაკში"
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
მოსკოვის "ლოკომოტივს" ჯანო ანანიძის გამოსყიდვა სურს, მოლაპარაკება დაიწყო
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
იური გავრილოვი: მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტი იყო, რუსეთის ნაკრებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია