ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?

რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან საუბარმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი
ჭადრაკის ფედერაციის ბიუჯეტთან და, ზოგადად, სპორტის სამინისტროს თანხების განაწილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არ ცხრება.

სამწუხაროდ, ამ საკითხზე სათანადო განმარტებები ვერც მმართველი სტრუქტურებიდან მოვისმინეთ და გასაკვირი არაა, თუ რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს.

ამიტომ საკითხში გასარკვევად ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს მივმართეთ, რომელიც თავად დაგვიკავშირდა რედაქციაში წინა წერილში გაპარული ერთი უზუსტობის გამო.

თუმცა, ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჩვენც ბევრი რამე გვაინტერესებდა და ისედაც ვაპირებდით საკითხის შესწავლას.

მასთან საუბარმა მართლაც ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და დღეს გადაჭრით შეგვიძლია თქმა, რომ იმ გაჟღერებული 38.5 მილიონიდან ოლიმპიადის და მისი თანმხლები მსოფლიოს თასისთვის დაიხარჯება 32 მილიონი, ხოლო ამ თანხის ძირითადი ნაწილი მონაწილეთა მიღებას, საპრემიო ფონდსა და სხვა აუცილებელ ხარჯებს მოხმარდება, რაც ყოველთვის თან ახლავს ნებისმიერ დიდ ღონისძიებას.

სამაგიეროდ, დავადგინეთ, რომ ამ ოლიმპიადისთვის გარანტიები თავის დროზე ქვეყნის ხელისუფლებას გაუცია, ხოლო საგანგებოდ ინფრასტრუქტურა არ კეთდება, რაზეც სპორტის მმართველნი თავდაპირველ კომენტარებში ლაპარაკობდნენ.

დანარჩენს ინტერვიუში წაიკითხავთ, თუმცა ეს თემა კვლავაც გაგრძელდება. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის ან ფედერაციის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და მათი წარმატებაც ისევე გაგვიხარდება, როგორც სპორტის სხვა სახეობებისა.

საკითხავია, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება თანხის მოძიებას სხვა დროს, როცა, მაგალითად, გაცილებით ნაკლებია საჭირო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზების ან ინვენტარის შესაძენად? ვიდრე გიორგაძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: ძალიან კარგი, რომ მისცეს ჭადრაკს, მაგრამ მისცენ დანარჩენებსაც.

- როგორ განაწილდება ეს 38.5-მილიონიანი ბიუჯეტი და რამდენი მოხმარდება უშუალოდ ოლიმპიადას?

- ოლიმპიადას და წინა წელს ჩასატარებელ მსოფლიოს თასს მოხმარდება 32 მილიონი ლარი, რადგან ეს ორი შეჯიბრება ერთ პაკეტშია მოქცეული - ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე აუცილებლად უნდა ჩაატარო მსოფლიოს თასი. იქ 128 მონაწილე გვეყოლება, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 1 530 000 ევროა. ამას დანარჩენი ხარჯებიც ემატება - მოჭადრაკეების, სპორტსმენების, საპატიო სტუმრების მიღება, გამასპინძლება და კიდევ ბევრი სხვა. თან საჭადრაკო ღონისძიებები დროში გაწერილია და დიდხანს გრძელდება.

მაგალითად, ოლიმპიადა 2 კვირა გრძელდება, მსოფლიოს თასი - დაახლოებით ერთი თვე, ბადის ამოწურვამდე. თან ჩვენთან განსაზღვრული სტანდარტები მოქმედებს.

მაგალითად, ახლა თებერვალში "დიდ პრიზს" ვატარებთ, სადაც პირდაპირ გვიწერია, რომ სასტუმრო 4-ვარსკვლავიანზე ნაკლები არ უნდა იყოს, ჩვენივე კონტინენტის მონაწილეს ბილეთის ფული 800 ევროს ეკვივალენტი უნდა გადავუხადოთ, სხვა კონტინენტისას - 12.000-ის. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ "დიდი პრიზის" ან სხვა ტურნირები იმ 32 მილიონში არ შედის, ისინი ჩვენით უნდა დავაფინანსოთ.

იმაში მხოლოდ ოლიმპიადა და მსოფლიოს თასი იგულისხმება. ძალიანაც რომ გვინდოდეს, იმ ფულს სხვა დანიშნულებით ვერ გამოვიყენებთ. გეთანხმებით, რომ საზოგადოებისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი.

- ლაპარაკი იყო ბათუმში ამ ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის აშენებაზეც. რა უნდა აშენდეს ამ ღონისძიებისთვის?

- ოლიმპიადას სათამაშოდ სჭირდება დაახლოებით 6-7 ათასი კვადრატული მეტრი ფართი. შარშან, როცა ფიდედან კომისია ჩამოვიდა შემოწმებაზე, მათ გვითხრეს, რომ ბათუმში სასტუმროების პრობლემას ვერ ხედავდნენ, მაგრამ სათამაშო დარბაზს რაც შეეხება, ვაჩვენეთ მშენებარე "კემპინსკი", სადაც 3 ათას მეტრამდეა, დანარჩენების გადანაწილება კი "შერატონსა" და "რედისონში" გვინდოდა.

თუმცა მოგვიანებით ბათუმის ხელისუფლებამ მათ უთხრა, რომ ქალაქისთვის სურდათ ექსპოს ტიპის თანამედროვე სივრცის აშენება, რასაც ფიდეს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ იმ პირობით, რომ ოლიმპიადის დღეებში იქაურობას მოჭადრაკეებს დაუთმობდნენ.

მოგვიანებით კიდევ ერთი ვარიანტი გაჩნდა - ბათუმში ორი სპორტული დარბაზის აშენებას ისედაც გეგმავს სახელმწიფო, მათი ფართი კი ჩვენ სავსებით გვაწყობდა. თან არანაირი განსხვავება არაა, ექსპოში ჩავატარებთ ამ ღონისძიებას თუ - სპორტულ დარბაზში.

საგანგებოდ ამ ოლიმპიადისთვის ბათუმში რაიმეს აშენება არ იგეგმება და მით უფრო, არც ამ ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები.

- ოლიმპიადის მონაწილეთათვის სასტუმროების სტანდარტი თუ ასე მკაცრადაა განსაზღვრული, ნორვეგიულ ტრომსოს როგორ დართეს ნება, სადაც აშკარად არ იყო ეს დონე?

- სავალდებულოა, რომ მონაწილეებმა 5-ვარსკვლავიანში უნდა იცხოვრონ, 4-იანში მსაჯების დაბინავება შეიძლება. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენი წინადადება იყო, რომ არავინ განგვესხვავებინა და ყველას 5-იანში ვაცხოვრებდით.

ჩვენი მეტოქე სამხრეთაფრიკული დურბანი იყო, მაღალგანვითარებული ქალაქი. მისი ბიუჯეტი 3 მილიონია და აწყობილი ინფრასტრუქტურა აქვს. არაფრის მოფიქრება არ სჭირდებოდათ, ხოლო დურბანის ექსპოცენტრი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის.

ტრომსოში ოლიმპიადა მართლაც ძალიან ცუდ პირობებში ჩატარდა, მაგრამ რადგან ნორვეგიაა, არავინ არაფერს ამბობს, თუმცა, აბა, ჩვენ მოვაკლოთ რამე, ერთი ამბავი ატყდება.

- როცა ოლიმპიადა ასეთი ძვირი სიამოვნებაა, როგორ გაჩნდა მისი გამართვის იდეა?

- ეს იდეა 2012 წელს გაჩნდა, როცა საქართველოში სტუმრად მყოფი ფიდე-ს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ილუმჟინოვის მხრიდან მაშინ გამოითქვა აზრი, რომ საქართველო გადაქცეულიყო საჭადრაკო ცენტრად. თავიდან დაიგეგმა ქალთა "დიდი პრიზის" გამართვა, თან იქვე იყო წინადადება, ხომ არ ექნებოდა საქართველოს ოლიმპიადის ჩატარების სურვილი.

ამით ივანიშვილიც დაინტერესდა და მასპინძლობისთვის საჭირო თანხით დაინტერესდა...

მოგვიანებით, როცა განაცხადის წარდგენის ვადა იწურებოდა, მთავრობას მივმართეთ გარანტიებისთვის, რადგან თან წინასწარ 10 ათასი ევროც უნდა შეგვეტანა. ეს გარანტიები მივიღეთ და ჩავებით წინასაარჩევნო კამპანიაში. განაცხადს მთავრობის საგარანტიო წერილიც თან დავურთეთ.

- რამდენ მონაწილეს ელოდებით ბათუმში?

- ფიდეში 180 ქვეყანაა გაერთიანებული. ყოველ გუნდში შედის 5 მონაწილე და პლუს თითო კაპიტანი ქალებშიც და ვაჟებშიც. ამას ემატება დელეგაციის ერთი ხელმძღვანელი და ერთიც კონგრესის დელეგატი, რადგან ოლიმპიადის წინ ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაც იმართება. თან არჩევნების წელიწადია და დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი.

მოკლედ, თითო ქვეყნიდან, მაქსიმუმ, 14 კაცის მიღება გვევალება, რასაც ემატება 200 მსაჯი, საპატიო სტუმრები, ფიდეს ხელმძღვანელობა და სხვა. ჯამში, დაახლოებით 3 000 სტუმარს ველოდებით. თან იმართება სხვადასხვა სახის სემინარი, ბლიც-ტურნირები და სხვა აქტივობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

კატასტროფულად დიდი ტანხაა...განვითარებული ქვეყნებიც კი არ დებენ ამხელა თანხებს ჭადრაკში! რა მარტო ჭადრაკია სპორტის სახეობა თუ ? და ბოლოს რა თავს ვიკლავთ ამ ოლიმპიადით -სხვაგან ცატერდეს დიდი ამბავი:)

• zaza

ნორვეგიის ბიუჯეტი 300მლრდ-ა,თურქეთის-200-ე,და საქართველოს აქვს საშუალება ამხელა ხარჯის ჭადრაკზე?ან გვყავს შესაბამისი დონის მოჭადრაკეები?

• remi

მაიას ნანას ნონას ეპოკა რომ იკოს სეიდზლება ამ ტურნირის ჰატარება ახლა კი მაგის დრო არ არის

• quTaiseli

ოლიმპიადა კიარა ორღობის პირველობასაც არავინ ჩაგვატარებიებს აწი თუ ესე ვიაზროვნებთ მაშვინ უნდა შევეშვათ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და მორჩა და მეორე ღრუზინები კიარავართ ქართველები ვართ პრიმიტივები კიდე ამისმთქმელებიარიან.

• garoxa

კაკოა და სიმონია, მორჩით რა ამ ბოლშევიკურ/მხედრიონულ მოწოდებებს, მერე ცუდად მთავრდება.

• saqo

კაკო - "მაგ თანხით რამდენი მშიერი დაპურდებოდა". მაგარი პრიმიტივები ხართ ღრუზინები. სულ მშიერ ხალხზე გაქვთ აქცენტი. ვინც ირჯება და შრომობს, ის არასოდეს და არცერთ დროში მშიერი არ არის. სიღარიბემ კი მიჩვევა იცის ჯიგარ. ადამიანს ვიცნობ, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, რაც არ ყოფნის. ახლობლების დახმარებით სამუშაო უშოვნეთ, ანაზღაურებით 100 ლარით მეტი, ვიდრე დახმარების სახით იღებს. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ უარი თქვა სამუშაოზე იმ მოტივით, რომ დახმარებას დავკარგავო. აი რატომ ხართ მშივრები ღრუზინები კაკო-ჯან...

• gogi

ბატონო კაკო მჰიერი კი მაგრამ რამდენი სპორტსმენი გვკავს იცი რომლებსაც გზის ტანხაც კი არ ააკვტ რომ იარონ რაიონიდან ასევე ეგ ფუფუნება ჯერ არ გვაკვს რომ ამხელა ტანხები მოახმაროტ ჰადრაკს გადაანაცილეტ სხვადასხვა სახეობებზე

• solo

რა დზალა გადგია ფედერაციის სეფო სენ ტუ იცი სპორტის სხვა სახეობები რა დგესი არიან რას იგებენ მცვრტნელები რომლებსაც დაზგვევაც კი არ ააკვტ სამედიცინო 38 მილიონი რა ტავის გამოდებაა ჰაატარონ სხვა გან ნუ გესინია არ დაინგრევა კვეკანა

• simoni

ამხელა ტანხის გაგება ხალხო როგორ სეიზლება ნუტუ ასე უნდა ვფლანგოდ ხალხის ფული სირცხვილია ერტ სახეობას ამდენ ტანხას ვახმარდეტ

• კაკო

მე როგორც ვიცი,იმ ქვეყანას,სადაც ამხელა რანგის სპორტული ღონისძიება ტარდება,აფინანსებენ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები და ქვეყანას/ორგანიზატორებს/ რჩება მოგება.საქართველოში კი ყველაფერი პირიქით ხდება.თუ ამ ღარიბ ქვეყანას ამხელა თანხა დაუჯდება ტურნირების ჩასატარებლად,ვინც გასცა გარანტია იმან დააფინანსოს თავისი ჯიბიდან/არ ააქვს თუ?/.მაგ თანხით რამდენი მშიერი დაპურდებოდა.

გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა

"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა

იამალმა დაასახელა კლუბი, სადაც არასდროს ითამაშებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ერთიანი საქართველოს რუკა აჩუქა

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არსებულ პრობლემებზე საუბრობს

ბათუმი 2018: მედლების საქმე გაურკვეველი რჩება

ბათუმი 2018: ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს

ᓚᓝᓞᓝᓢᓐ ᓛᓝᓭᓐᓓᓠᓐᓙᓔ ᓥᓐᓚᓗᓐ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓡ ᓛᓔ-4 ᓔᓢᓐᓞᓡ ᓣᓛᓐᓡᓞᓘᓜᓫᓚᓔᓑᓡ

ბათუმი 2018: საქართველოს ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან

ᓒᓘᓐ ᓒᓘᓝᓠᓒᓐᓫᓔ: ᓩᓕᓔᓜᓔᓑᓖᓔ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓞᓘᓠᓝᓑᓔᓑᓘ ᓛᓮᓝᓚᓝᓓ ᓩᓘᓜᓔᓗᓘᓡᓐ ᓓᓐ ᓠᓣᓡᓔᓗᓘᓡ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓡ ᓗᓣ ᓔᓥᓜᓔᓑᓐᓗ

რეკორდსმენი ჩემპიონი ნინო ხურციძე: ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო

ბათუმი 2018: ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია!

ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა

ᓒᓘᓐ გᓘᓝᓠᓒᓐძᓔ: ᓛიზᓐᓜᓘ ᓣᓪᓕᓚᓔᓚᓘა, ᓥᓐᓚᓔბᓘსგᓐᓜ მᓔᓓᓚᓔბᓡ ᓕᓔლᓘᓗ

საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა