აფრიკული ფეხბურთის სასახელოდ

კოტ დ'ივუარის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სალომონ კალუ, რომელსაც თითქმის ყველა წამყვან ჩემპიონატში აქვს ნათამაშები, საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს, რომელიც ახლა, როდესაც აფრიკის ერთა თასი მიმდინარეობს, მით უფრო აქტუალური და საინტერესოა.

I ტურში მისმა ნაკრებმა გვინეასთან 1:1 ითამაშა, ხოლო კალუ 65-ე წუთზე შეცვალეს.

- კოტ დ'ივუარის ნაკრები 2015 წლის აფრიკის ერთა თასისთვის სერიოზულად მოემზადა. როგორი განწყობაა თქვენს ქვეყანაში?

- ბრწყინვალე ატმოსფეროა. ყველაფერი ნარინჯისფრად არის შეღებილი, ყველას ნარინჯისფერი ან თეთრ-მწვანე აცვია. მხარდაჭერა ნაკრებს იქამდეც არ აკლდა და ხალხი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე დებდა თავს, მაგრამ ახლა შემართება გაორმაგებულია. არის ზეიმი, ჟრიამული, ეს კარნავალივით და ფესტივალივითაა.

- მას მერე, რაც ნაკრებს შეუერთდით, ენთუზიაზმი თქვენც გადმოგედოთ?

- დიახ, ეს ძალიან მაკლდა. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ბევრი მიზანი და სურვილი გაქვს, მაგრამ ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული რამ არის. მით უმეტეს, ოცნებობ შენი ქვეყნის სახელის დაცვაზე, რომელიმე დიდ ტურნირზე.

ნაკრებში კარი განწყობაა, ყველანი ბევრს ვერთობოდით, მაგრამ შეჯიბრების დაწყებასთან ერთად, ხალისი იკლებს, რადგან საქმეს სერიოზული მიდგომა სჭირდება და თუ მოდუნებულნი ვიქნებით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. შემართულები ვართ და განწყობა საბრძოლოა. ასეთი მიდგომის მიუხედავად, დაძაბულობა არ იგრძნობა. მომწონს ეს ატმოსფერო.

- ჯგუფში თქვენი მთავარი კონკურენტი, ალბათ, კამერუნია, რომელსაც სამუელ ეტო’ო არ ჰყავს, ისევე, როგორც თქვენ აღარ გყავთ დიდიე დროგბა. ეს დაახლოებით "რეალი"-"ბარსელონას" ჰგავს კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის გარეშე...

- (იცინის) დიახ, მართლაც შეიძლება ასე აღვწეროთ ეს სიტუაცია. ცოტა რთული წარმოსადგენია მათ გარეშე, მაგრამ წლების წინ ალბათ ასევე წარმოუდგენელი იყო "ბარსელონა" რონალდინიოს, ხოლო "რეალი" ზინედინ ზიდანის გარეშე. თუმცა დღეს მესი და რონალდო გვყავს.

დიდიესა და სამუელის დამსახურებებსა და ლეგენდარულობაზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ კოტ დ'ივუარსა და კამერუნს ყოველთვის ჰყავდათ კარგი ფეხბურთელები და ამ დიდი ფეხბურთელების წასვლის მერეც ეყოლებათ.

- დროგბა და ეტო’ო ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელების ახალი თაობისთვის სამაგალითო და მისაბაძი ფიგურები არიან?

- ორივე მათგანმა წლების განმავლობაში ასახელა აფრიკული ფეხბურთი და ახალ საფეხურზე აიყვანა ის. დროგბაც და ეტო’ოც სტაბილურად წარმატებულად თამაშობდნენ და შესანიშნავი შედეგები ჰქონდათ, რაც ძალიან რთულია. ამიტომაც მათგან მაგალითის აღება არავის აწყენს და ნამდვილად მისაბაძნი არიან.

- ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალზე თქვენ დროგბა გყავდათ, კამერუნს - ეტო’ო, არგენტინას - მესი, ბრაზილიას - ნეიმარი, პორტუგალიას - რონალდო, მაგრამ ჩემპიონი გერმანია გახდა... ამტკიცებს ეს იმას, რომ წარმატება გუნდური თამაშით მოდის?

- საუკეთესო ფეხბურთელების ყოლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას. ტურნირს მომზადებული უნდა შეხვდე, ორგანიზებული იყო და დაბალანსებულად ჩაატარო ის, ძალები სწორად გაანაწილო. თვალი გადაავლეთ ყველაზე წარმატებული ნაკრებების ისტორიას.

მაგალითად, გერმანია და იტალია თითქმის ყოველთვის ძალიან შორს მიდიან, რადგან მუდამ ორგანიზებული ნაკრებები ჰყავთ გამარჯვებულის მენტალიტეტით. თანაც, ეს იმის გათვალისწინებით, რომ მათ იმ დოზით არ ჰყავთ ფეხბურთელები და იმხელა რესურსი არ აქვთ, როგორიც არგენტინას და ბრაზილიას. რასაკვირველია, კარგი მოთამაშის ყოლა მნიშვნელოვანია და ძალიან გეხმარება, მაგრამ ეს არანაირ გარანტიას არ გაძლევს, რომ შეჯიბრებას მოიგებ.

- შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ დროგბას წასვლის მერე თქვენი ნაკრები პირიქით, უფრო გაძლიერდება?

- როდესაც დიდიესნაირი დიდი ფეხბურთელი მიდის, ხალხი ძველებურად ფავორიტად აღარ გთვლის, ეს ბუნებრივიცაა. თუმცა ჩვენ ისევ ძალიან სოლიდური ნაკრები გვყავს. შემადგენლობა იმდენად ძლიერია, რომ ნამდვილად შეგვიძლია შეჯიბრების კარგად ჩატარება და მისი მოგებაც, რატომაც არა?

წარსულში, შესაძლოა, ზედმეტადაც კი ვეყრდნობოდით ინდივიდუალურ ოსტატებს და გუნდურობა გვაკლდა. ამიტომაც გვიჭირდა ხოლმე ისეთ ორგანიზებულ ნაკრებებთან, როგორებიც ეგვიპტე და ზამბია არიან. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს და დადებითთან ერთად, ეს იწვევს იმას, რომ ყველაფრის კარგად დაბალანსება და ორგანიზება უფრო რთულდება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ.

- "ჩელსიში" 6 სეზონი გაატარეთ, მაგრამ ძირითადის თავდამსხმელი არ ყოფილხართ. უკეთესი კარიერა ხომ არ გექნებოდათ, შედარებით უფრო სუსტ გუნდში ძირითადი თავდამსხმელი რომ ყოფილიყავით?

- "ჩელსიში" ძალიან ახალგაზრდა გადავედი, სულ რაღაც 20 წლის ვიყავი. გუნდს არაერთი უმაღლესი კლასის შემტევი ჰყავდა, რომლებისგანაც ბევრი ვისწავლე და მოვუმატე. იქ მხოლოდ სკამზე არ ვმჯდარვარ, ტიტულებიც მოვიგე და 6 წელიწადში 60 გოლიც გავიტანე. ფეხბურთელისთვის, რომელიც ძირითადის მოთამაშე არ არის და ახალგაზრდაა, ვფიქრობ, ამ სტატისტიკას ცუდი არ ეთქმის. თანაც, კლუბი ყოველწლიურად ძვირად ღირებულ და უმაღლესი კლასის შემტევებს ყიდულობდა, რის მიუხედავადაც, მე საკუთარ ადგილს ვინარჩუნებდი, რითაც ვამაყობ. ეს გაზრდასა და ჩამოყალიბებაში დამეხმარა.

- აგვისტოში ბერლინის "ჰერტაში" გადახვედით და ბუნდესლიგაზეც გაგვიზიარეთ მოსაზრება...

- ეს მაღალი დონის ჩემპიონატია, ესპანეთის ლიგის დონის, თუმცა ინგლისის პრემიერლიგა მათზე შედარებით წინაა, რადგან ცხრილის სათავეში დაძაბულობაა და ერთმანეთს რამდენიმე გუნდი ებრძვის. აი, გერმანიაში კი მიუნხენის "ბაიერნი" აშკარა დომინანტია. უშუალოდ ბერლინში ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, სტადიონიც მუდმივად ივსება. შევეცდები, "ჰერტას" დავეხმარო. როდესაც მოვედი, სეზონი უკვე დაწყებული იყო, ბევრი თამაში არ გამომივიდა, 7-ჯერ მოვხვდი ძირითადში და 5 გოლის გატანა შევძელი. ახლა კი აფრიკის თასზე ვარ. ასე რომ, კლუბში ადაპტაცია ბოლომდე ვერც გავიარე, დრო არ მქონდა.

- "ჰერტას" მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, არადა, აქამდე ხშირად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდით ხოლმე...

- ეს ამჟამად გუნდის მიზანია და შესაბამისად, ჩემიც. "ჰერტაში" იმისთვის ვარ, რომ ბერლინელებს დავეხმარო. არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან, რომ ამჟამად ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით, ყველაფერი სიტუაციის მიხედვით ხდება. ახლა ასეა, გარდამავალი პერიოდია, მაგრამ მომავალ სეზონში კლუბსაც და მეც სხვა მიზნები გვექნება.

- კარიერის განმავლობაში შეგროვებული სუვენირებიდან რას გამოარჩევდით?

- მეტოქეებთან გაცვლილ მაისურებს ვაგროვებ, ასევე, ზოგიერთ ბურთს. მათ შორის მაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი, ასევე, ის ბურთები, რომლებითაც ჰეთ-თრიქი შევასრულე ინგლისში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ახლა კი ერთი სული მაქვს, გერმანიაში როდის შევასრულებ ჰეთ-თრიქს. ყველაზე განსაკუთრებული ის მაისურაა, რომელიც 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მესის გავუცვალე. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიც არის, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ მესი მე-15 ნომერი იყო და არა მე-10. ამ მაისურას ბევრი ისურვებდა, კოლექციონერის ნივთია!

- ევროპაში შელოცვებს, თილისმებსა და შამანებს დიდი ყურადღება არ ექცევა. რამდენად არის ეს ყველაფერი აფრიკულ ფეხბურთში?

- კი, არის. ეს ყველაფერი ჩვენი კულტურის ნაწილია და ფეხბურთშიც უჭირავს თავისი ადგილი. რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს მეტად სჯერა, ზოგიერთს ნაკლებად. ევროპაში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, პროფესიონალიზმი პირველ ადგილზე დგას და მსგავსი რაღაცებისთვის დროც კი აღარ გრჩება, როდესაც მუდამ მუშაობა და შრომა გიწევს იმისთვის, რომ საჭირო სიმაღლე შეინარჩუნო.

ევროპაში არის იმის პირობები, რომ მხოლოდ შრომით ამ დონეზე აღმოჩნდე. თუ საკუთარ თავზე მუშაობ, უმატებ კიდეც, ხოლო თუ არ იხარჯები, ვერანაირი თილისმა ვერ გიშველის. ასე რომ, დიახ, შელოცვები და რწმენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე კარგი თილისმა თავდაუზოგავი შრომაა.

- მართალია, რომ "ჩელსის" პირველ ვარჯიშზე ფოტოკამერით მიხვედით?

- არა, არ იყო ასე. უბრალოდ, როდესაც "ჩელსიში" გადავედი, ჯერ ბევრ ადგილას ნამყოფი არ ვიყავი და მაშინ გუნდი აშშ-ში შეკრებაზე მიემგზავრებოდა. ამერიკაშიც არ გახლდით ნამყოფი და ამიტომ თან კამერა წავიღე, რომ მოგზაურობა აღმებეჭდა და არა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად სურათები გადამეღო, როგორც ეს პრესაში გაავრცელეს. სინამდვილეში, დროგბას და კიდევ არაერთ მოთამაშეს "ჩელსიში" გადასვლამდეც კარგად ვიცნობდი.

- 2011 წელს იმ კოტდივუარელთა შორის იყავით, რომლებიც ევროპაში თამაშობდნენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომი მიდიოდა. როგორი გადასატანია ეს?

- ძალიან რთული და მტკივნეულია. როდესაც იცი, რომ შენი ოჯახი საფრთხეშია, კონცენტრაცია გიჭირს. დედამ და ჩემმა დამ თავშესაფარი ტოგოში იპოვეს, მაგრამ იყო რამდენიმედღიანი პერიოდი, როდესაც არაფერი ვიცოდით, იქაურობას მოწყვეტილი ვიყავით, მამა მთელი დღეები ტელეფონზე რეკავდა, რომ ეგებ რამე გაერკვია.

ასეთ დროს, შენს გუნდს იდეალურადაც რომ მისდიოდეს საქმე, ბედნიერი მაინც ვერ ხარ და ცხადია, ნერვიულობ, დაძაბული ხარ... ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კოტ დ'ივუარის ნაკრების ღირსების დაცვა, რადგან როდესაც ამ მაისურას იცვამ, იცი, რომ შეგიძლია მშვიდობისა და ერთიანობის დამკვიდრებას დაეხმარო. ფეხბურთს ეს შეუძლია, ფეხბურთი მარტო სპორტი არ არის. ჩვენ შეიძლება, ბევრი უთანხმოება გვქონდეს და აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ფეხბურთი ყველა კოტდივუარელს აერთიანებს.

დოსიე

სალომონ არმან კალუ

დაიბადა: 1985 წ. აბიჯანი (კოტ)

საფეხბურთო კარიერა: 2003-06 - ფეიენოორდი; 2004 - ექსელსიორი (იჯარა); 2006-12 - ჩელსი; 2012-14 - ლილი; 2014 - ჰერტა.

კოტ დ'ივუარის ნაკრები: 70 თამაში, 26 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cero
ევროპაში ერთი კოტდივუარელი გავიცანი გვარად "ჯიბუტი" სხვას რომ ეთქვა ალბათ არ დავიჯერებდი მაგრამ ...
mebo-cote d'ivoire
კალუ
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მერსისაიდელი ბიჭები აფრიკის ისტორიაში
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?
ეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს
ტრანსფერ ONLINE: გაარწივებული ადებაიორი
ბუნდესლიგა. XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: თითქმის გერდ მიულერი
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
მათ "სამეფო კლუბის" შანსი ვერ გამოიყენეს...
გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი კოტ დ'იუვარში ქალაქის მერად აირჩიეს
სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]
რუდი გარსია და "რომას" კრიზისი
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
ფოტოშარჟების მორიგი გმირი ამჯერად ჟერვინიო გახდა [PHOTO]
"შესანიშნავი გუნდია" - დროგბამ საფრანგეთის ბრწყინვალე სტარტი შეაფასა
დიდიე დროგბამ კილიან მბაპეს დანაპირები 10 წლის შემდეგ შეუსრულა
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓚᕐᕜᓓᓠᓝ ᓓᕐ ᓠᓝᕛᓐ ᓓᓐᓒᕕᓔᓛᓨᓕᓘᕓᓝᓑᓜᓔᓜ
დიდიე დროგბა შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
"ვცდილობ, მას დავემსგავსო" - ოსიმენმა თავისი ფავორიტი ფორვარდი დაასახელა
ᓑᓠᓐᕖᓘᕚᕘᓐ 2014-ᓘᓡ ᓛᕝᓜᓐᓬᕘᓚᕔᓗᓐ ᓬᓐᓠᕓᓒᓔᕜᓐ: C ᓯᓒᓣᕤᓘ - ᓙᓝᕢ ᕓ’ᕘᓕᓣᓐᕠᓘ
ლევან მჭედლიძე სერია A-ს ყველაზე უგოლო ფორვარდთა ათეულში მოხვდა
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 7 ივლისი
ჟერვინიო "პარმას" ფეხბურთელი გახდა
ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია [VIDEO]